ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი



რა არის თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი? –  ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია , მდგომარეობა , როდესაც ორგანიზმში ფარისებრის ჰორმონის დონე  ძლიერ დაქვეითებულია. 
 ორგანიზმში არსებობს ფარისებრი ჯირკვალი  ( კისრის არეში), რომელიც გამოიმუშავებს ფარისებრ ჰორმონს. ეს ჰორმონი აკონტროლებს სხეულში ენერგიის გამოყენებასა და შენახვას. ჰიპოთირეოზი ეწოდება მდგომარეობას , როდესაც ორგანიზმში არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის ფარისებრის ჰორმონი. ჰიპერთირეოზი კი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმში ჭარბად ხდება მისი გამომუშავება. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი არის  სერიოზული პათოლოგია, რომელიც  მკურნალობის  არ ჩატარების შემთხვევაში   მთელი ცხოვრების მანძილზე  იწვევს გონებრივ პრობლემებს.
რა ნიშნები ახასითებს თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს? ის შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ , ან  ახასიათებდეს  ჩამოთვლილთაგან შემდეგი:
ბავშვი იყოს ნაკლებად აქტიური
შენელებული მოძრაობები
ტირილი ჩახლეჩილი ხმით
კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
ყაბზობა
უჩვეული გამომეტყველება– დიდი, ფართო ენა ( მაკროგლოსია), ლაქები თავის არეში
მშრალი კანი
ჰიპოტონია
სიცივის შეგრძნება
სიყვითლე – მდგომარეობა, როდესაც კანისა და სკლერების შეფერვა ხდება ყვითლად, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ახალშობილის სიყვითლის მიზეზი არ არის ჰიპოთირეოზი.

თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე, მაშინ უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

არსებობს თუ არა კვლევა თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დასადგენად?– დიახ არსებობს, ეს არის სიხლის ტესტი, რომელიც უტარდება რუტინულად ყველა ახალშობილს  ( სკრინინგ ტესტი). დადებითი პასუხის შემთხვევაში ტარდება დამატებითი კვლევები: სისხლისა და შარდის ანალიზი, ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრის სკანირება– რომლის დროსაც პაციენტი იღებს მცირე ზომის , რადიოაქტიური ნივთიერების შემცველ  აბს,  რის შემდეგაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის  გადაღება. 
  
როგორ იკურნება თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი? პაციენტი იღებს ყოველდღიურად ჰორმონს ( აბის სახით). მიღება შესაძლებელია რძესთან , რძის შემცვლელ ადაპტირებულ ნარევთან ერთად.
 
მნიშვნელოვანია , რომ ვიცოდეთ:

არ გამოიყენოთ წამალთან ერთად სოიოს შემცველი ფორმულა ან რძე. 
არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად. წამლის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის პრობლემები,  დოზის სიმცირემ – გონებრივი პრობლემები.
წამლის მიღება ხდება ყოველდღიურად.

ბავშვები,  თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით საჭიროებენ  ხშირ  და მჭიდრო მეთვალყურეობას, ანალიზებს, ექიმის მონიტორინგს.

შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების პრევენცია? – არა, თუმცა შესაძლებელია დინამიკაში განვითარებული  გონებრივი პათოლოგიის თავიდან აცილება.

ამისათვის მნიშვნელოვანია:
დარწმუნებული ვიყოთ ,რომ ბავშვი დაბადებისთანავე გამოკვლეულია თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე  ( სკრინინგ ტესტი).
ჰორმონის მიღების წესისა და ხანგრძლივობის სისწორე. პაციენტი შესაძლებელია იღებდეს  ჰორმონს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, პერიოდულად ანალიზების ჩატარება, ჰორმონის დოზის  სწორად მიღებისათვის.
       თუ თქვენ გაქვთ ჰიპოთირეოიდიზმი (ჰიპოაქტიური ფარისებრი ?) და გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს. როდესაც ჩატარებული ანალიზებით ფარისებრის ჰორმონები ნორმაშია, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ჯანმრთელი ბავშვი.
 როგორი იქნება ბავშვის ცხოვრება ( თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის შემთხვევაში) ? – უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბავშვები ცხოვრობენ ნორმალური ცხოვრებით, თუ მკურნალობა დაწყებულია დაბადებისთანავე. ფარისებრის ჰორმონი ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. თუ ტვინი ვერ იღებს ფარისებრის ჰორმონის საკმარის რაოდენობას, ეს გამოიწვევს გონებრივ პრობლემებს, აზროვნებასა , სწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close