ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ბავშვებში მყარი საკვების მიღების დაწყება


მყარ საკვებზე გადასვლა ხდება თანდათან სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. ამერიკის პედიატრთა აკადემია ( AAP) და WHO იძლევა რეკომენდაციას , რომ დამატებითი კვებაზე ბავშვი გადავიდეს 6 თვიდან.  
ჩვილებს, განსაკუთრებით დღენაკლებს, ზოგჯერ  აღენიშნებათ ვიტ. და მინარელების დეფიციტი (Fe; F; ვიტ.12 და ვიტ.D.), ამიტომ დამატებითი საკვების მიღებს დაწყება უნდა მოხდეს დროულად  .                                                                                                                                                                                        
როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა მყარი საკვების მიღება?   _მყარ საკვებზე  გადასვლისთვის საუკეთესო დრო არ განისაზღვრება მხოლოდ ბავშვის ასაკით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვილი აკმაყოფილებდეს სხვა განვითარების ეტაპებსაც, მოტორული აქტივობის ჩათვლით. კერძოდ:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      
ჰქონდეს ჯდომის უნარი ; 
თავს იჭერდეს  კარგად; 
ჰქონდეს მყარი დგომა; 
უნდა შეეძლოს სხვადასხვა საგნების ხელში დაჭერა და პირთან მიტანა, საკვებით უნდა ინტერესდებოდეს და აღებდეს პირს, აგდებდეს საკვებს თუ არ მოსწონს გემო ან არ შია;
გამოხატული უნდა იყოს თითის წოვის უნარი.                                                                                                            
8-10თვის ასაკში ბავშვი უნდა იჯდეს მყარად და გამოხატული უნდა ქონდეს ღეჭვის უნარი; 
12თვის ასაკში მოტორული აქტივობაის ზრდასთან ერთადბავშვმა უნდა შეძლოს საკვეის  2 თითით დაჭერა;                                                                   
მყარი საკვების მიღება ადრეულ ასაკში არ არის რეკომენდირებული შემდეგი მიზეზების გამო:                                                                                          
4-6  თვის ასაკსი მყარ საკვებზე გადასვლამ შეიძლება გამოწვიოს ნუტრიციული დარღვევები, რაც გამოიხატება წონის დეფიციტში ან მგრძნობელობის გაზრდით საკვები ალერგენების მიმართ.
ჩვილებს აქვთ წოვითი რეფლექსი,რომელიც ქრება 4-5 თვის ასაკიდან. აღნიშნული რეფლექსის გამო მყარი საკვების მიწოდება ძნელია.
4 თვის ასაკიდან ახალშობილი იორმაგებს დაბადების წონას,თქვნ უნდა დიწყოთ დმატებითი საკვების მიცემა,რომ შეუწყოთ ხელი მის ზრდას და საკვებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
თუ 4 თვემდე დააყოვნებთ მყარი საკების მიცემას, შეამცირებთ ატოპიურიო დერმატიტის განვითარების რისკს.
 
 
რა შემთხვევაში უნდა მივცეთ მყარი საკები სიფრთხილით
გარკვეული საკვები არ არის რეკომენდებული 12 თვემდე, როგორიცაა:  ძროხის რძე( არაა რეკომენდებული რკინის დაბალი შემცველობის გამო ) თხილეული,ყურძენი,უმი სტაფილო,ტკბილეული,თაფლი.
        კებითი ალერგიის რისკ ჯგუფები: ჩვილები,რომელთაც ოჯახურ ანამნეზში გამოვლენილია ალერგია,მათ შორის კებითი ალერგია,ასთმა,ალერგიული რინიტი,ატოპური დერმატიტი.ასეთ მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია,მაღალი ალერგიული რისკის საკვები ( კვერცხი,არაქისი,თევზი,თხილი) მიიღონ 1 წლის ასაკიდან, ტრადიციული დამატებითი საკვები კი 4-6 თვის ასაკიდან.
ატოპიური დერმატიტით ჩვილები დამატებით საკებზე უნდა გადავიყვანოთ თანდათანობით
ყოველი ახალი საკვების მიცემა უნდა მოხდეს თანდათნობით,მზარდი რაოდენობით.როდესაც საკები იძლევა ალერიულ რეაქციას გამონაყრის სახით ან სხვა სიმპტომებით,მიმართეთ პედიატრს.
დამატებითი საკების ტიპები:უპირატესობა ერთი სახეობის საკევბს არ ენიჭება.უნდა მიეცეს ყველა ტიპის საკვები,მცირე და მზარდი რაოდენობით,ძირითად საკვებად რჩება ადაპტირებული საკვები ან დედის რძე.
პირველ კარგ დამატებით საკებად ითვლება მარცვლეული,რადგან იგია აწვდის რკინას და დამატებით კალორიებს. უპირატესობა ენიჭება ბრინჯს,მისი ხელმისაწვდომობის და ნაკლებ ალერგიულობის გამო,თუმცა 6 თვიდან შეიძლება ხორბალიც მიეცეს.მარცვლეულის ფაფები შეიძლება მომზადდეს დედის რძეზე,ადაპტირებული ნარევით ან წყალზე.თავიდან ფაფა უნდა იყოს თხელი კონსისტენციის და თანდათან უნდა მოხდს გასქელება.შეთავაზებას ვიწყებთ 1 ჩაის კოვზით და ვამთავრებთ ძუძუთი ან ბოთლით კვებით.კოვზით კვება ხელს უწყობს,მეტყველების და ყლაპვითი მოძრაობების განვითრებას.ფაფის რაოდენობას თანდათან ვრზდით 4 სუფრის კოვზამდე (15-60 მლ). პირველად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვაგრძელებთ შეთავაზებას.
როდესაც სრულად მოხდება მარცვლეულ ფაფაზე გადასვლა,აღარ უნდა გავაგრძელოთ ბოთლით კვება,გამონაკლისია გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.
ხილი და ბოსტნეული უნდა მიეცეს თანდათანობით იმ ბავშვებს,რომელთაც აქთ ალერგიული გამოვლინებები: გამონაყარი,სახის შეშუპება,ღებინება,დიარეა,ხველა,გაძნელებული სუნთქვა,სისუსტე ან ფერმკრთალი კანი.ამ შემთხვევაში მშობელმა კონსულტაცია უდნა გაიაროს პედიატრთან.
ჩვილისთვის მნიშვნელოვანია საკვების გემო და კონსისტენცია.
8 თვის ასაკიდან ბავშვი მოიხმარს დაახლოებით ნახევარ ჭიქა ბოსტნეულის პიურეს და ნახევარ ჭიქა ხილფაფას.
პირევლი დამატებითი საკვები უნდა იყოს წვრილად დაქუცმაცებული,უნდა შედგებოდეს მხოლოდ ერთი ინგრედიეტისგან,არ უნდა შეიცავდეს მარილს და შაქარს.
მეორე დემატებითი საკვები უნდა შეიცავდეს ორ ან მეტ ინრედიენტს ( ხილი და მარცვლეული,ხორცი და ბოსტნეული,დანამატების გარეშე). კომბიირებული საკვები შეიძლება მიეცეს ,როდესაც ბავშვი გაეცნობა ყველა ინდივიდუალურ ინგრედიენტს.
მესამე დამატებითი საკვები არის ღეჭვითი ფუნქციის წამახალისებელი საკვები(ხორცი,ბოსტნეული,მაკარონი),ემატება სანელებლები,მარილის და შაქრის გარეშე.
ბავშვის საკვების ქილის თავსახურის გახსნისას უნდა იყოს ტკაცუნის ხმა,გახსილი ქილა შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 დღე,გააჩნია მწარმოებელს. საკვების შენახვა უნდ მოხდეს მაცივარში ან გრილ ადგილას ოთახში.
ბავშვის საკვები შეიძლება მოვამზადოთ სახლში,ამით იზრდება საკვების ხარისხი,ღირებულებები და ამით თავიდან ავიცილებთ კონსერვანტების გამოყენებას.მნიშვბელოვანია რომ სახლში საკვების მომზადებისას დავიცვათ სიფრთხილე.ისპანახი ჭარხალი,სტაფილო,მწვანე ლობიო არუნდა მიეცეს 4 თვემდე ასაკში,რადგან მათ შეიძლება გამოიწიონ მეტჰემოგლობინემია,გარდა ამისა სახლში მომზადებულ საკებს არ უნდა დაემატოს შაქარი და მარილი დიდი რაოდენობით.
საკვებმა რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა არ უნდა მიეცეს 4 წლამდე,ესენია: არაქისი,ყურძენი,ქიშმიში,უმი სტაფილო,კამფეტები.
ხილის წვენები შეიძლება გავაცნოთ მაშინ როცა ბავშვი შეძლებს ჭიქიდან დალევას.
ააპ იძლევეა რეკომენდაციებს:
მხოლოდ ჭიქით.
100-150 მლ  დღეში
ხილის წვენი ,როგორც ცალკე კვება და არა დესერტი
დიდი რაოდენობით წვენის მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა,მეტეორიზმი,კბილების კარიესი
ხილის წვენები სასურველია მიეცეს პასტერიზებული სახით.
წენებმა არ უნდა ჩაანაცვლონ დედის რძე ან ადაპტირებული საკვები
 
 
იმის გამო,რომ მხოლოდ დედის რძეზე მყოფ ბავშვბეს არ განუვითარდეთ რკიადეფიციტური ანემია,საჭიროა მიეცეს 200 გრ მარცლეულის ფაფა დამატებით კვებად,რაც მოახდენს რკინის დეფიციტის შევსებას,თუ ვერ ხერხდება ამ რაოდენობით მარცლულის ფაფის მიწოდება,საჭიროა მიეცეს რკინის პრეპარატი.
 
 
ვიტამინი B 12- მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში. მას შეიცავს ხორცი , კვერცხი,რძის პროდუქტები. ვიტამინ B 12 დეფიციტმა შეიძლება გამოწვიოს ანემია და განვითარების სხვა პრობლემები.    მულტივიტამინები B12 შემცველობითრეკომენდირებულია ძუძუთი კვებაზე მყოფ იმ ბავშვებში, რომელთა დედები იმყოფებიან მკაცრ ვეგეტერიანულ დიეტაზე. სოიოს რძე ითვლება B12 წყაროდ ბავშვებისთვის.                                                                                                           ვიტ.D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოსფორ-კალციუმის ცვლაში, ძვლოვანი სისტემის განვითარებაში. ვიტ.D დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს რაქიტი, ძვლების სიმყიფე და სისუსტე. ყველა ჩვილს , მიუხედავად იმისა  იმყოფება ძუძუთი კვებაზე თუ ხელოვნურ კვებაზე დამატებით უნდა მიეცეს400 ს.ე.  ვიტ.D.                                                                                                                                                                                    
თუ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მშობელს გაუჩნდება დამატებითი კითხვები უნდა მიმართოს ბავშვის პირად ექიმს.                                                              

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close