ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ახალშობილთა სკრინინგი სმენაზე

   რატომ სჭირდება სმენის დაკარგვაზე   თქვენს ახალშობილს  სკრინინგი?
 რაც უფრო ადრე მოხდება ახალშობილებში სმენის დაკარგვის გამოვლენა, მით ადრეა შესაძლებელი პრობლემის აღმოფხვრა და განკურნება. დროული მკურნალობა აარიდებს პატარას მომავალში ლაპარაკსა და სწავლაში სირთულეებს.
როგორი სახის სკრინინგი შეიძლება ჩაუტერდეს თქვენს პარატას სმენის დაკარგვის გამოსავლენად?
 არსებობს 2 განსხვავებული ტესტი:
1. ტვინის ღეროს ხმოვანი პასუხი: ამისთვის ექიმი სამ პატარა ელექტროდს ათავსებს შუბლის, კისრის და ყურის უკანა არეებში. ელექტროდი უერთდება მოწყობილობას, რომელიც სინჯავს, როგორ რეაგირებს თქვენი პატარას ტვინი ხმოვან სიგნალზე. 
2. ოტოაკუსტიკური ემისია: ექიმი პატარა მიკროფონს ათავსებს ბავშვის ყურში. მიკროფონი გამოსცემს ხმებს (წკაპუნს ან ტონს), რომელიც ამოწმებს, თუ როგორ აღიქვა ბგერის მიმღებლობა სმენაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა. 
 
ორივე ეს ტესტი უმტკივნეულოა და სულ რაღაც 5–15 წუთი სჭირდება. თუ ამ ტესტის შედეგად დადგინდა, რომ თქვენს ბავშვს აქვს სმენის პრობლემები, მაშინ ტარდება სხვა ტესტიც. 

სმენის დაკარგვის რისკი მეტია შემდეგ შემთხვევებში:
ნეონატალური ინტენსიური თერაპიის გამყოფილებაში 2 დღეზე მეტი ხნით დაყოვნება. ახალშობილები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყავთ მაშინ, როცა არიან დღენაკლები ან აქვთ რაიმე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
ერთი ან ორივე ყურის ანომალური ფორმა;
სიყვითლის მძიმე ფორმა. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close