ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სიელმე

რა არის სიელმე და ზარმაცი თვალი?
სიელმე არის მდგომარეობა,რომლის დროსაც თვალების მოძრაობა და მზერის ფიქსაცია განსხვავებული, ამ მდგომარეობას ექიმები ასევე უწოდებენ სტრაბიზმს.
ზარმაცი თვალის დროს მხედველობა დაქვეითებულია ერთ თვალში(ამბლიოპია). იგი უფრო ხშირია ბავშვებში ვიდრე მოზრდილებში.
თუ თქვენს შვილს აქვს მსგავსი პრობლემა საჭიროა მკურნალობა ჩაუტარდეს ადრეულ ასაკში. პაციენტებს, რომლებსაც არ უტარდებათ დროული მკურნალობა მომავალში შეიძლება ჰქონდეთ მხედველობის პრობლემები.
რა იწვევს ამ მდგომარეობას?
სიელმეს იწვევს თვალის მამოძრავებელი კუნთების პრობლემები,რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილიც. სიელმე ხშირად განაპირობებს ზარმაცი თვალის განვითარებას. ამ შემთხვევაში თვალების შუქგარდატეხის უნარი სხვადასხვაგვარია, რის გამოც ტვინი გამოსახულებას ორივე თვალიდან ერთდროულად ვეღარ აღიქვამს, ცალი თვალი ხდება წამყვანი, მეორე კი მხედველობის ფუნქციაში ნაწილობრივ მონაწილეობს ან სრულიად გამოთიშულია.ზარმაცი თვალის განვითარება შეიძლება თვალის სხვა პრობლემებმაც განაპირობოს.
რა სიმპტომები ახასიათებს სიელმეს და ამბლიოპიას?
სიელმის დროს თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას,რომელიც არის მუდმივი ხასიათის,თუმცა მსგავსი რამ  ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თვალის გადაღლის დროს. 
ზარმაცი თვალის დროს მხედველობა ერთ თვალში უფრო სუსტია ვიდრე მეორეში,რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაორება.
ხშირ შემთხვევებში ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს მშობელი, მისი აღმოჩენა უფრო მეტად ხდება ექიმის მიერ რუტინული გასინჯვის დროს.
სჭირდება თუ არა ჩემს შვილს კვლევები? -შესაძლებელია არა.
ექიმმა გასინჯვის საფუძველზე უნდა შეაფასოს აქვს თუ არა თქვენს შვილს სიელმე ან ზარმაცი თვალი ან ორივე ერთად,გამოკვლევის დროს ექიმი აფასებს მხედველობას და თვალების მოძრაობას, უფრო დეტალური გასინჯვისთვის საჭიროა თვალის ექიმის (ოფთალმოლოგის) კონსულტაცია.
როგორ ვუმკურნალოთ ამ მდგომარეობას?
იმისათვის რომ თქვენს შვილს გაუუმჯობესდეს მხედველობა, პირველი ნაბიჯი არის სათვალის ტარება,შემდგომი მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობაზე და გამომწვევ მიზეზებზე.
ზარმაცი თვალის შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს თვალის მამოძრავებელი კუნთების გამაგრებას ვარჯიშებით.საჭიროა ავუხვიოთ ჯანმრთელი თვალი , რათა ვაიძულოთ ზარმაცი თვალი დაინახოს სწორად.
სიელმის შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს თვალების სინქრონული მოძრაობის უზრუნველყოფას , რაც მიიღწევა სპეციალური სათვალის, თვალის წვეთების ან თვალის ახვევის გზით.
თუ ეს მკურნალობა უეფექტოა და ან თუ თქვენს შვილს აქვს ძლიერი სიელმე საჭიროა ოპერაციული ჩარევა,რათა მოხდეს თვალის კუნთების დაფიქსირება. მკურნალობის შემდეგ საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა, რადგანაც შესაძლებელია მოხდეს ამ პრობლემის განმეორება.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close