ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: საცრემლე არხის დახშობა



    რა არის საცრემლე არხის დახშობა? _ ეს არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ცრემლდენას. საცრემლე არხით ხდება ცრემლის დრენაჟი თვალში. ეს არის პატარა არხი, რომელიც თვალიდან მიემართება ცხვირისკენ. საცრემლე არხის დახშობის შემთხვევაში აღარ ხდება ცრემლის ნორმალური დრენირება, რაც იწვევს გარკვეულ სიმპტომებს.
    საცრემლე არხის დახშობა არის ხშირი მდგომარეობა ბავშვებში, ის ჩვეულებრივ თანდაყოლილია. მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში შესაძლებელია მოხდეს საცრემლე არხის დახშობა. რისი მიზეზიც არის თვალის ინფექცია ან/და დაზიანება.
    რა არის საცრემლე არხის დახშობის სიმპტომები? _ ეს სიმპტომებია:
გაძლიერებული ცრემლდენა;
„ქერქები ქუთუთოებზე“;
სიწითლე თვალის თეთრ ნაწილში;
მოლურჯო ელფერის შეშუპებული უბანი თვალსა და ცხვირს შორის, ეს ხდება მაშინ როდესაც დახშულია ორივე საცრემლე არხი. 
ზოგჯერ აღინიშნება დახშული საცრემლე არხი ინფიცირდება. ინფიცირება ხდება მაშინ დახშულ საცრემლე არხის ცრემლში იზრდება მიკრობების რაოდენობა.
       საცრემლე არხის ინფიცირებაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები:
სიწითლე;
შეშუპება;
სიმხურვალე;
ტკივილი;
ჩირქდენა თვალიდან.
 
   საჭიროებს თუ არა ჩემი შვილი კვლევებს? _ შესაძლებელია არა. სიმპტომებზე დაყრდნობით ექიმს შეუძლია გითხრათ აქვს თუ არა თქვენს ბავშვს დახშული საცრემლე არხი ან ექიმმა  უნდა გააკეთოს კვლევა არხის მუშაობის შესამოწმებლად.       
  როგორ ვუმკურნალოთ დახშობილ საცრემლე არხს? _    მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, დახშობის მიზეზებზე და არხის ინფიცირებაზე.                                                  
      დაინფიცირებული საცრემლე არხის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით. რომელთაგან ზოგიერთის ჩაწვეთება ხდება თვალში, ზოგი მიიღება აბების ან სიროფის სახით. ბავშვების უმეტესობა არ საჭიროებს მკურნალობას თუ არ არის ინფიცირებული საცრემლე არხი. ეს იმიტომ რომ დახშული საცრემლე არხი ხშირ შემთხვევაში იხსნება თვითნებურად 6 თვემდე ასაკში.
      იმისათვის რომ დავეხმაროთ დახშულ საცრემლე არხს გახსნაში, ექიმმა უნდა გაგიწიოთ რეკომენდაცია და გაჩვენოთ როგორ გავუკეთოთ ბავშვს მსუბუქი მასაჟი.
      თუ საცრემლე არხი სპონტანურად არ გაიხსნა, მაშინ თქვენი ბავშვი საჭიროებს თვალის ექიმის კონსულტაციას (ოფთალმოლოგის). საცრემლე არხის გახსნა ხდება სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით ( ზონდით), რომელიც ტარდება საცრემლე არხში, რათა მოხდეს დახშული არხის გახსნა. ამ პროცედურის უეფექტობის ან განმეორებითი დახშობის შემთხვევაში არსებობს სხვა შესაძლო, განსხვავებული  მკურნალობა. ეს პროცედურები მოიცავს საცრემლე არხის გაფართოებას.
      მოზარდებში და ზრდასრულებში მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია დახშობის გამომწვევ მიზეზებზე. განსხვავებული მკურნალობა უნდა მოიცავდეს:
პროცედურებით საცრემლე არხის გაფართოებას; 
ქირურგიული მკურნალობით ახალი არხების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ცრემლის დრენირება.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close