ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გულისრევა და ღებინება


ჩვეულებრივ გულისრევა და ღებინება  ბავშვებში  როგორც წესი ვირუსული წარმოშობისაა. მიუხედავად ამისა ბავშვების უმრავლესობაში გულისრევა, ღებინებისგან განკურნება მკურნალობის გარეშე ხდება.
რა იწვევს ღებინებას? - ღებინება ვითარდება მაშინ როდესაც ხდება პერიფერიული ნერვული სისტემის ან ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანება ისეთი ტრიგერებით, როგორიცაა კვებითი ტოქსინები, გარკვეული ინფექციები და მედიკამენტები. გულისრევა ზოგჯერ, მაგრამ არა ყოვლთვის წინ უსწრებს ღებინებას. მცირე ასაკის ბავშვები ვერ აღწერენ გულისრევას, მიუხედავად ამისა შეიძლება ჰქონდეთ მუცლის ტკივილი ან სხვა ჩივილები. ღებინება ხშირად სასარგებლოა, რადგან იგი უზრუნველყოფს  ორგანიზმის განთავისუფლებას პოტენციურად მავნე ნივთიერებებისგან. თუმცა , ღებინების გამოწვევის მიზნით მედიკამენტების  ან სხვა გამოყენება არ არის რეკომენდირებული, იმ შემთხვევაშიც თუ ეჭვია მავნე ნივთიერების მიღებაზე. ამ შემთხვევაში საუკეთესოა დაუყოვნებლივ გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
წამოქაფება (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) - ხშირ შემთხვევაში მოჰყვება კვებას. მისი  სამედიცინო ტერმინია გასტროეზოფაგური რეფლუქსი.  ახალშობილების უმრავლესობში წამოქაფება (რძის ან ხელოვნური საკვების) ხდება პირიდან ან ცხვირიდა.
ღებინების მიზეზი - ღებინების მიძეზი შეიძლება იყოს სხადასხვა. იგი დამოკიდებულია ბაშვის ასაკზე.
ახალშობილი და ჩვილი - ამ შემთხვევაში ძნელია დიფერენცირება ეს არის რეფლუქსი თუ ღებინება, რადგან ზოგიერთ ახალშობილს და ჩვილს რეფლუქსი ხანგრძლივად აქვთ გამოხატული. თქვენი შვილის ექიმს შეუძლია დაგეხმაროთ მიზეზის დადგენაში და მკურნალოების საჭიროებაში. ძლიერი ღებინება ახალშობილებში შეძლება მიუთითებდეს სერიოზულ მდგომარეობაზე და ყოველთვის მოითხოვს შემდგომ შეფასებას. ღებინების პოტენციურ მიზეზს ახალშობილებში და ჩვილებში  წარმოადგენს პილორო სტენოზი ან  ნაწლავის ობსტრუქცია, ასევე შეიძლება ღებინება ქონდეს ნაწლავური  ან სხვა ინფექციები.  ჩვილებს (ახალშობილი 3 თვემდე) რომელთაც აქვთ ტემპერატურა 100.4 ფარენგეიტით (ანუ 38 გრადუსი) ან უფრო მაღალი, ღებინებით ან მის გარაშე, აუცილებელად საჭიროებს ექიმის კონსულტაცია.
ბავშვებში ღებინების ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექციური გასტროენტერიტი (ინფექცია კუჭის ან ნაწლავების), რომლის მიზეზი უხშირესად ვირუსია. გასტროენტერიტის დროს ღებინება ყოველთვის უეცრად იწყება. გასტროენტერიტის სხვა სიმპტომები მოიცავს გულისრევას, დიარეას, ცხელებას, ან მუცლის ტკივილს.
გასტროენტერიტი შეიძლება განვითარდეს დაბინძურებული საკვების მიღების ან დაბინძურებული საგნების (ან ხელების) პირში ჩადებით. ვირუსი რომელიც იწვევს გასტროენტერიტს ვრცელდება ადვილად. პრევენციას წარმოადგენს  ჰიგიენის დაცვა (ხელების დაბანვა) .
იშვიათად გვხდება ღებინება არასწორად შენახული ან მომზადებული საკვების მიღებისას, რომელიც შეიცავს ბაქტერიას ან ტოქსინს. რასაც ჰქვია კვებითი ინტოქსიკაცია.
სხვა დაავადებებიც შეიძლება გახდეს ღებინების მიზეზი, როგორიცაა: გასტროეზოფაგური რეფლუქსი, წყლულოვანი დაავადება, ან ნაწლავთა ბლოკადის დროს (გაუვალობა) და სხვა.
მოზარდებში - როგორც ბავშვებში გულისრევის და ღებინების ყველაზე ხშირი მიზეზია ვირუსული გასტროენტერიტი. იგი დაახლოებით 24-დან 48 სთ-მდე გრძელდება.
ღებინების მიზეზი  მოზარდებში შეიძლება იყოს : აპენდიციტი (აპენდიქსის ანთება), ინდუცირებული ღებინება (როგორიცაა ბულემია), ორსულობა, კუჭის წყლული, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება), ნაწლავთა ანთებითი დაავადება (მაგ.: კრონის დაავადება), ტოქსიური ნივთიერებები ( დოზის გადაჭარბება).
გულისრევა და ღებინების დიაგნოზი - ბავშვების უმრავლესობა არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურების გაწევას. თუმცა, თქვენ უნდა მიაქციოთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას ყურედღება, თუ ხდება უფრო მძიმე ან არ უმჯობესდება 24 სთ-ში, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ძლიერი ტკივილი ან დეჰიდრატაციის ნიშნები, ან გაშფოთებთ თქვენი შვილის მდგომარეობა, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს რომელიც მოიქცევა საჭიროებისამებრ (გაუწევს სათანადო სამედიცინო დახმარებას).
სახლში მოვლა გულისრევა, ღებინების - ზოგიერთი მარტივი რეკომენდაცია :
დეჰიდრატაციის ნიშნები - დეჰიდრატაცია შესაძლოა განვითარდეს ბავშვებში ღებინებისას.
მსუბუქი დეჰიდრატაციის ნიშნებია:
მცირედ მშრალი პირის ღრუ (ენა);
წყურვილი;
ბავშვებს , რომელთაც აქვთ მცირედ გამოხატული დეჰიდრატაცია არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მაგრამ აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა.
საშუალო და მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებია:
შარდის გამოყოფის შემცირება ( არ აღენიშნება შარდის გამოყოფა ან არ სველდება საფენი 6 სთ-ის განმავლობაში);
უცრემლოდ ტირილი;
მშრალი პირი;
ჩაცვენილი თვალები;
ბავშვს, რომელსაც გამოხატული აქვს საშუალო ან მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა.
კვებითი რეკომენდაციები - ბავშვებს რომელთაც აქვთ ღებინება, მაგრამ არ აქვთ გამოხატული დეჰიდრატაცია შეუძლიათ გააგრძელონ კვება დამზოგავი დიეტით, მაგრამ თუ გამოხატულია დეჰიდრატაცია, საჭიროებენ რეჰიდრატაციას (დაკარგული სითხის შევსებას).
ჩვილებში - თუ იგი იმყოფება ძუძუთი კვებაზე, იგი უნდა გაგრძელდეს. თუ იგი ვერ ახდენს კომპენსირებას, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ორალური რეჰიდრატაცია არ ჭირდებათ იმ ჩვილებს, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე, რადგან რძე უფრო ადვილი ასათვისებელია. ღებინების შემთხვევაში სასურველია ძუძუთი კვების გახშირება. მაგალითად: ძუძუთი კვება ყოველ 30 წთ-ში 5 ან 10 წუთით, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა გაუმჯობესდა 2-დან 3 სთ-ში , შესაძლლებელია გააგრძელოთ ჩვეულებრივი კვების რეჟიმი. თუ მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება 24 სთ-ის განმავლობაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, რეჰიდრატაცია უნდა მოხდეს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარებით ყოველ 30 წუთში 2- დან 3 სთ-მდე. თუ მდგომარეობა გაუმჯობესდა, კვება გაგრძელდება ჩვეული რეჟიმით. იმ შემთხვევასი თუ მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება 24 სთ-ის განმავლობაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და სასკოლო ასაკის ბავშვებში ღებინების შემთხვევაში სასურველია გაგრძელდეს კვება. მიუხედავად იმისა, აქვს ბავშვს უმადობა თუ არა:
დაკვირვება დეჰიდრატაციის ნიშნებზე, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, ნუ აიძულებთ ჭამას, განსაკუთრებით პირველ 24 სთ-ში. წაახალისეთ ბავშვი რომ დალიოს სითხე. საუკეთესო სითხეს წარმოადგენს ორალური სარეჰიდრატაციო  ხსნარები. სხვა სითხეები, როგორიცაა წყალი, განზავებული წვენები, ან გაზიანი სასმელები მცირე რაოდენობით.
ვაშლის, მსხლის და ალუბლის წვენი და სხვა სასმელები, რომლებიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავენ შაქარს არ არის სასურველი, რადგან მათში დაბალია ელექტროლიტების შემცველობა.
რეკომენდირებულია ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ( ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, პური), მჭლე ხორცი, იოგურტი, ხილი და ბოსტნეული. ცხიმებით მდიდარი საკვები ძნელი მოსანელებელია, ამიტომ არ არის რეკომენდირებული.
არ არის აუცილებელი ბავშვის კვების დიეტით შეზღუდვა (მხოლოდ ბანანით, ბრიჯით, ვაშლის პიურით და ორცხობილით კვება), მართალია ეს საკვები რეკომენდირებულია დიარეის დროს, მაგრამ მათ არ აქვს კვებითი ღირებულება.
ორალური რეჰიდრატაციის უსაფრთხო, ნაკლებად ძვირი და ადვილი ალტერნატივაა ინტრავენური ინფუზია. ორალური სარეჰიდრატაციო სითხეები ( ORS) შეიცავს გლუკოზას (შაქარს) და ელექტროლიტებს (ნატრიუმს, კალიუმს, ქლორს), რომელიც იკარგება ღებინების და დიარეის დროს.
ორალური რეჰიდრატაცია არ არის ღებინების მკურნალობა, იგი წარმოადგენს დეჰიდრატაციის პრევენციას და მკურნალობას, რომელსაც იწვევს ღებინება. ORS შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში (რეჰიდრონი, ჰუმანას ელექტროლიტი, ალტაფლორა) . ჟელატინი, ჩაი, ხილის წვენი, ბრიჯის ნახარში და სხვა სასმელები არ არის რეკომენდირებული ბავშვებში, რომელთაც გამოხატული აქვთ დეჰიდრატაცია.  ნუ ეცდებით ORS მოამზადოთ სახლში, რადგან შეიძლება ფორმულის დოზირება იყოს არასწორი.
შეგიძლიათ მიცეთ სახლში ბავშვს ORS თუ აქვს მსუბუქად გამოხატული დეჰიდრატაცია, უარს ამბობს ჩვეულ კვებაზე, ან აქვს ღებინება, დიარეა, ან ორივე. თუ საჭიროა თქვენ შეგიძლიათ ORS მისცეთ ხშირად, მცირე ყლუპებად ან მცირე რაოდენობით კოვზებით. ბოთლით, ან ჭიქით 3 ან 4 სთ-ის განმავლოვაში. სათანადო რეკომენდაციას მოგცემთ ექიმი:
რეკომენდირებულია 50 მლ კგ-ზე, ანუ თუ ბაშვი არის 9 კგ უნდა მიიღოს 450 მლ (ანუ 100 ჩაის კოვზი).
ზუსტი დოზირებისთვის შესაძლებელია ჩვეულებრივი სამედიცინო შპრიცის გამოყენება, ან საზომიანი ჭიქის და კოვზის, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაის კოვზის და ჭიქის.
უნდა მისცეთ სავსე ჩაის კოვზი ( 5მლ) ყოველ 2 წთ-ში.
იმ შემთხვევაში თუ ბავშვი აურს ამბობს ORS-ის მიღებაზე და აღენიშნება ღებინება მის ფონზე მიმართეთ ექიმს, ბავშვს რომელსაც არ აღენიშნება დეჰიდრატაციის ნიშნები და აქვს ღებინება ORS-ის მიღებებს შორის დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა გავაგრძელოთ მისი მიწოდება.
მედიკამენტები - მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ გულირევას და ღებინებას ეწოდებათ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, მათი გამოყენება შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევევბში ( იმისთვის რომ შეამციროს დეჰიდრატაციის რისკი იმ ბავშვებში რომელთაც აქვთ მარავალჯერადი, შეუპოვარი ღებინება ან პრევენცია გართულებებისგან). არ არის მისი მიცემა რეკომენდირებული  ექიმის რეკომენდაციების გარეშე. ჩვილებში გულისრევა/ღებინების მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის რეკომენდირებული.
პრევენცია - თუ თქვენ ბავშვს აქვს ღებინება, თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად რომ არ დაინფიცირდეთ თქვენ, თქვენი ოჯახი და მეგობრები. დაიბანეთ ხელები ხშირად და არ გაუშვათ ავადმყოფი  ბავშვი სკოლაში ან ბაღში. ბავშვის სკოლაში ან ბაღში წასვლა რეკომენდირებულია თუ მას ღებინება არ აქვს 24 სთ-ის განმავლობაში.
ჰიგიენა - ინფექციის გავრცელებისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა ხელების დაბანვა, წყლით და ჩვეულებრივი ან ანტისეპტიკური  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს და თითებს შორის არეებს, მაჯებს. გაიმშრალეთ ხელები საფუძვლიანად  ქაღალდის ხელსახოცით, და გადაყრეთ ისინი.
ასევე რეკომენდირებულია დეზინფექცია ხელების სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარებით. გადაინაწილეთ ხსნარი თანაბრად ხელებზე, თითებზე და მაჯებზე სანამ გაშრება. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ მისი ხშირი გამოყენება. შეგიძლიათ ატაროთ პორტატული მცირე ზომის ანტისეპტიკური ხსნარები ჯიბით ან ჩანთით.თუ ხელი შესამჩნევლად ჭუჭყიანია, დაბინძურებულია აუცილებლად დაიბანეთ საპნით და წყლით.
 
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
ნაღვლის შემცველი (მომწვანო ფერის) ან სისხლის შემცველი (წითელი ან ყავისფერი) მასებით ღებინებისას;
ახალშობილობის დროს ყველა ღებინების ეპიზოდისას, ან 24 სთ-ზე მეტხანს გახანგრძლივებული ღებინებისას ნებისმიერ ასაკში;
თუ ბავშვი უარს ამბობს სითხის და საკვების მიღებაზე რამოდენიმე საათის განმავლოვაში;
ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციის დროს: მშრალი პირი; უცრემლოდ ტირილი, შარდვის შემცირება ან არ სველდება საფენი 6 სთ-ის განმავლოვაში.
მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი;
ერთი ეპიზოდი ცხელების 39, ან სამი დღის განმავლობაში ცხელევა 38.4;
ძილიანობა, მივარდნილობა.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close