ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: როტავირუსული ინფექცია



რა არის როტავირუსი?- როტავირუსი ეს არის ვირუსი,რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექცია, დიარეა, გულისრევა და პირღებინება.როცა ვირუსი აღწევს ორგანიზმში ის აინფიცირებს ნაწლავებს,რის შედეგადაც ვითარდება დიარეა და შესაძლოა მოჰყვეს პირღებინებაც. ამ ამ სიმპტომების კომბინაციისას ექიმები ვარაუდობენ  „ვირუსული გასტროენტერიტის “ არსებობას.
როტავირუსი ბავშვებში უფრო ხშირად იწვევს   ვირუსულ გასტროენტერიტს.
როგორ შეიძლება განუვითარდეთ ბავშვებს როტავირუსული ინფექცია?
დაინფიცირებულ საგნებთან კონტაქტის შემდეგ 
დაინფიცირებული საკვების ან სითხის მიღების  შედეგად.
როტავირუსული ინფექცია მოზარდებშიც გვხვდება,მაგრამ ბავშვებში უფრო ხშირია.
რა არის როტავირუსული ინფექციის სიმპტომები?
გულისრევა,პირღებინება
დიარეა სითხის და არა სისხლის შემცველი განავლოვანი მასებით
ტემპერატურა
როდესაც თქვენ შვილს აღენიშნება ღებინება და დიარეა, კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს ორგანიზმიდან, ამას  „ დეჰიდრატაცია“ ანუ გაუწყლოვნება ეწოდება
დეჰიდრატაციის სიმპტომებია
დღის განმავლობაში ნაკლები სველი საფენები; მუქი ყვითელი ან მოყავისფრო შარდი
უცრემლო ტირილი
მშრალი ტუჩები და ენა
ჩაცვენილი თვალები
ჩაცვენილ თვალებთან ერთად სახის ძვლების მკვეთრი კონტურები
ადინამია ან ზედმეტად ჭირვეულობა
დაყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
ბავშვს აღენიშნება დეჰიდრატაციის ნიშნები
ბავშვს დიარეა და პირღებინება უგრძელდება რამდენიმე დღე
განავლოვან მასაში ჩნდება სისხლი, ვლინდება  მუცლის ძლიერი ტკივილი
ვერ ღებულობს ბავშვი საჭირო რაოდენობით სითხეს
ბავშვს არ აქვს შარდვა 6-8 საათის მანძილზე, ან ჩვილებს არ უსველდებათ საფენი 4-6 საათის მანძილზე.

საჭიროებს თუ არა თქვენი შვილი დამატებით კვლევებს?-ექიმი შეაჯერებს თქვენგან მიღებულ ინფორმაციას და გადაწყვეტს სჭირდება თუ არა კვლევა თქვენს პატარას. შესაძლოა ჩატარდეს:
ლაბორატორიული ტესტი ნაწლავების პერისტალტიკის შესახებ
სისხლის ან შარდის ტესტი დეჰიდრატაციის ხარისხის დასადგენად.

როგორია როტავირუსული ინფექციის მკურნალობა?-ბავშვების უმეტესობა არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას,სიმპტომები სპონტანურად ლაგდება რამოდენიმე დღეში,მთავარია დროულად და საჭირო რაოდენობის სითხე მივაწოდოთ პატარას,თან ვაწარმოოთ დაკვირვება რათა არ გაგვეპაროს დეჰიდრატაციის ნიშნები, მაგალითად შარდვის კონტროლი, საფენების სისველეზე დაკვირვება.

დეჰიდრატაციის პრევენციისთვის,თქვენ შეგიძლიათ:
მიაწოდოთ პატარას ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები (მაგ: ჰუმანა-ელექტროლიტი,რეჰიდრონი,ალტაფლორა და ა.შ)
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს უფრო ხშირად უნდა შევთავაზოთ ძუძუთი კვება.

ბავშვებს ამ ვირუსით არ უნდა მივცეთ დიარეის შესაჩერებელი პრეპარატები,რომლებმაც შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს და გაახაგრძლივონ დიარეა.
თუ ბავშვი ვერ ღებულობს რეჰიდრატაციულ საშუალებას და გრძელდება დეჰიდრატაცია, აუცილებელია მიმართოთ სტაციონარს, სადაც ექიმი განსაზღვრავს როგორ მოხდინოს ორგანიზმის შევსება სითხით-ინტრავენურად თუ ინტრანაზალური ზონდირებით.
 
შეგვიძლია ავირიდოთ თუ არა თავიდან როტავირუსული ინფექცია? -დიახ.ექიმები იძლევიან რეკომენდაციას როტავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე, არსებობს 2 ტიპის ვაქცინა,ზოგიერთ შემთხვევაში კეთდება  2-3 დოზაზე გაყოფით.

როცა თქვენ შვილს აღენიშნება როტავირუსული ინფექცია,შესაძლებელია თუ არა თავიდან აიცილოთ მისი გადადების საშიშროება?-დიახ:
დაიბანეთ ხელები საპნით ყოველთვის,როცა შეუცვლით საფენს ან საცვალს  თქვენ შვილს
არ დატოვოთ საფენი ან საცვალი იმ ადგილებთან ახლოს ,სადაც მზადდება საჭმელი 
ასუფთავეთ სველი წესით სახლი, ალკოჰოლის ან ანტისეპტიკური შემცველობის ხსნარებით.



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close