ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: დიარეა ბავშვებში


 
რა სიხშირით უნდა ჰქონდეს ბავშვს ნაწლავთა მოქმედება დღის განმავლობაში? - ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.
• ერთი კვირის ბავშვს უმეტესად 4-ჯერ აქვს ნაწლავთა მოქმედება დღის  განმავლობაში.  განავლოვანი მასა  ფაფისებური  ან  სითხის შემცველია. ზოგიერთ ბავშვს  დღეში 10-ჯერ აქვს და  ესეც ნორმად ითვლება. 
• პირველი 3 თვის ასაკში ზოგ ბავშვს დეფეკაციის სიხშირე 2 ან მეტჯერ აქვს ყოველ დღე. ზოგიერთს კი კვირის მხოლოდ ერთხელ.
• 2 წლის ასაკში უმეტეს ბავშვს დღეში ერთხელ აქვს ნაწლავთა მოქმედება. 
• ყველა ბავშვი  ინდივიდუალური  და  განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს ნაწლავთა მოქმედება აქვს  ყოველი კვების შემდეგ, ზოგიერთს - დღეგამოშვებით.
 
როგორ მივხვდე, რომ ჩემს ბავშვს დიარეა აქვს? - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ითვლება თქვენი ბავშვისთვის ნორმად.
• ახალშობილთათვის დიარეად ითვლება, როცა  ნაწლავთა მოქმედება ჩვეულებრივ სიხშირესთან შედარებით გახშირებულია. შეიძლება თქვენს ბავშვს 2-ჯერ უფრო ხშირად ჰქონდეს დეფეკაცია, ვიდრე მას ეს ჩვეულებრივ აქვს.  ბავშებში ნორმალური განავლოვანი მასა შეიძება იყოს ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი. ასევე შეიძლება შეიცავდეს მცირე ზომის ფორმირებულ განავლოვან მარცვლებსაც. 
• უფროსი ასაკის ბავშვებს დიარეას დროს 3-ჯერ ან მეტჯერ აქვთ ნაწლავთა მოქმედება დღის განმავლობაში, სითხის  შემცველი განავლოვანი მასებით.
 
რა არის ბავშვებში დიარეას გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი? ყველაზე ხშირ მიზეზად ითვლება:
• ვირუსები;
• საკვები;
• ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტი.
რა  უნდა დალიოს ან ჭამოს ბავშვმა, თუ მას აქვს დიარეა? - თქვენს ბავშვს შეუძლია გააგრძელოს კვება ჩვეულებრივ, არამკაცრი დიეტით. საკვებად შეიძლება გამოყენებული იქნას:
• უცხიმო ხორცი;
• ყველი, კარტოფილი და პური;
• იოგურტი;
• ხილი და ბოსტნეული;
• რძე (თუ ბავშვს რძის მონელების პრობლემა არ აქვს).
 
რა ტიპის საკვებს და სითხეებს უნდა მოვარიდოთ ბავშვი? - მოერიდეთ პროდუქტს, რომელმაც შეიძლება გაამძაფროს დიარეა.
• მაღალი ცხიმის შემცველი პროდუქტი;
• ვაშლის, მსხლის და ალუბლის წვენები;
• მაღალი შაქრის შემცველი სითხეები;
• სპორტული სასმელები.( Sports drinks)
 
რა შემიძლია გავუკეთო ბავშვს, დიარეას მკურნალობის მიზნით? - თქვენ შეგიძლიათ:
• დაარწმუნოთ ბავშვი, რომ დალიოს საკმარისი რაოდენობის წყალი, მინერალები ან სხვადასხვა სითხე;
• მოერიდეთ დიარეას სამკურნალო მედიკამენტებს. მათ ჩეულებრივ არ საჭიროებენ ბავშვები და შეიძლება მათთვის უსაფრთხოც არ იყოს. 
 
როდის უნდა მივმართო ექიმს ?- თქვენ უნდა მიიყვანოთ ბავშვი ექიმთან, თუ მას აქვს:
• განავალში სისხლი;
• თუ ბავშვი 12 თვემდე ასაკისაა და რამდენიმე საათზე მეტია ვერ ღებულობს საკვებს და სითხეს;
• აქვს ძლიერი მუცლის ტკივილი;
• იქცევა უჩვეულოდ;
• არის ადინამიური, არ იჩენს ინტერსს გარემოს მიმართ
• გამომშრალია (დეჰიდრატირებული).  დეჰიდრატაციის სიმპტომები მოიცავს:
ü    პირის სიმშრალე (მშრალი პირის ღრუს ლორწოვანი გარსი);
ü    წყურვილის გრძნობა;
ü    არ გამოყოფს შარდს, ან მშრალია საფენი ახალშობილის შემთხვევაში 4-დან  6 სთ-მდე  და მცირე ასაკის ბავშვებში 6-8 სთ-ის განმავლობაში;
ü    ტირის უცრემლოდ.
 
 
ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა. (С-difficile infection).
 
რა არის ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა ? - ეს არის 3 ან მეტი სიხშირის ნაწლავთა მოქმედება დღის განმავლობაში, თხელი ან წყლის  შემცველი  განავლოვანი მასებით. ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბიტიკის მიღების ან თერაპიის დამთავრების შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ამ ტიპის დიარეას გამომწვევი არის „ არაპათოგენურ ფლორად“ წოდებული ბაქტერიები. „C. difficile“. ისინი ჩვეულებრივ სახლობენ ნაწლავში, ხოლო ანტიბიოტიკის გამოყენების დროს ხდება მათი გადაჭარბებული ზრდა და გამრავლება.
        ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, როცა ადამიანი არ ღებულობს ანტიბიოტიკს. მათ შეიძლება დაემართოთ С-difficile infection, თუ დაინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემდეგ არ დაიბანეს ხელები.
 
როგორია ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეას კლინიკა? - ყველაზე  მეტად გამოხატული სიმპტომებია:
• წყლის შემცველი დიარეა ; (3-ჯერ ან მეტჯერ ნაწლავთა მოქმედება 2 დღე ან მეტი ხანგრძლივობით);
• მუცლის მსუბუქი ხასიათის მოვლითი ტკივილი. 
 
შეიძლება გამოვლინდეს უფრო სერიოზული სიმპტომები. როგორიცაა:
• სისხლი ან ჩირქი განავლოვან მასაში;
• ცხელება;
• მუცლის ტკივილი, ღებინება ან მადის დაკარგვა;
• დეჰიდრატაცია -  როცა პაციენტი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს. ამის ფონზე შარდი მუქი-ყავისფერია. პაციენტს აქვს გამოხატული წყურვილის, დაღლის, სისუსტის და თვალებში დაბნელების შეგრძნება. 
ზოგჯერ С-difficile infection მიდის უსიმპტომოდ. მიუხედავად ამისა, დაინფიცირებული სხვა ადამიანისთვის მაინც ინფექციის წყაროდ ითვლება.
 
შესაძლებელია თუ არა კველვა ანტიბიოტიკო-ასოცირებული დიარეას დიაგნოზტირებისთვის? - დიახ, შესაძლებელია. ამ მიზნით თქვენს ექიმს შეუძლია გააკეთოს განავლის ანალიზი.
რა შემიძლია  გავაკეთო, რომ  უკეთ  გავხდე ? – იმისთვის, რომ დაეხმაროთ საკუთარ თავს და უკეთ გახდეთ, თქვენ  შეგიძლიათ:
• მიიღოთ  სითხეები, რომელის შეიცავს წყალს, მარილს და შაქარს. 
• შეეცადეთ  მიიღოთ საკვები. კარგი არჩევანია კარტოფილი, ატრია, ყველი, შვრია,  ბანანი, სუფი და მოხარშული ბოსტნეული;
• შეეკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა  მიიღოთ „პრობიოტიკები“. პრობიოტიკი არის ბაქტერია, რომელიც ნაწლავის ფლორაზე დადებითად მოქმედებს. 
 
უნდა მოვმართოთ  თუ  არა ექიმს ? – მიმართეთ ექიმს,თუ თქვენ გაქვთ:
• ხშირი ნაწლავთა მოქმედება  და სითხის   და წყლის  შემცველი განავლოვანი მასით;
• სისხლი ან ჩირქი განავლოვან მასებში;
• ცხელება;
• მუცლის ძლიერი ტკივილი ან შებერილი მუცელი;
• პირღებინება.
   თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი გაუწყლოების ნიშნებიდან ერთ–ერთი მაინც.
 
 როგორ  უნდა ვუმკურნალოთ ანტიბიოტიკ–ასოციერებულ დიარეას? – თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკს, რომელიც  შეიძლება იყოს დიარეას მიზეზი, თქვენმა ექიმმა უნდა შეგიწყვიტოთ მისი მიღება და  ჩაანაცვლოს სხვა ანტიბიოტიკით.
აგრეთვე ექიმმა უნდა უმკურნალოს  С-difficile infection  მედიკამენტით. თუ თქვენი სიმტომები ჩაითვალა სერიოზულად, შეიძლება საჭირო გახდეს სტაციონარული მკურნალობაც.
 
შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკ–ასოცირებული დიარეა? ხანდახან. იმისთვის, რომ შეამციროთ С-difficile  ინფექციით დაავადების და გავრცელების შანსი,  თქვენ შეგიძლიათ:
• ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით და წყლით, განსაკუთრებით ჭამის წინ. არ დაეყრდნოთ მხოლოდ სპირტის შემცველი ხელსახოცის გამოყენებას, რადგან მისი როლი С-difficile infection თავიდან აცილებაში დადასტურებული არაა. 
• დაიცავით წესი ხელების დაბანის შესახებ და გამოიყენეთ ხელთათმანები, თუ მოინახულებთ  С-difficile  ინფექციით დაავადებულ პაციენტს.
 
რა მოხდება, თუ დიარეა კვლავ გაგრძელდა? – თუ დიარეა მკურნალობის შემდეგ კვლავ გრძელდება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ მედიკამენტების შედარებით ხანგრძლივი დროით მიღება.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close