GEO

QUALIFIED PEDIATRICIAN SERVICES

24-HOUR FREE PHONE CONSULTATION

Title:: ადრეული ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვება


თანამედროვე მიდგომით ხელოვნური კვების ორგანიზაცია გულისხმობს გამოყენებული იქნას ბავშვთა კვების სპეციალიზირებული პროდუქტები, ქალის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევები (Infant formula),რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის ადექვატურ ზრდა განვითარებას. 
ადაპტირებული რძიანი ნარევი ეს არის საკვები პროდუქტი რომელიც მომზადებულია ძროხის რძის საფუძველზე და ქიმიური შემადგენლობით მიახლოვებულია დედის რძესთან,რომ  მაქსიმალურად  უზრუნველყოს ადრეული ასაკის ბავშვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ადაპტირებული ნარევი შეიძლება იყოს
თხევადი ფორმით (მზა ფორმა) 
ფხვნილის ფორმით (powdered formula)
კონცენტრირებული თხევადი ფორმით (Concentrated liquid formula)
ადაპტირებული ნარევი შედარებით სრულფასოვანია და მიახლოებულია ქალის რძესთან მასში შემავალი ინგრედიენტების თვალსაზრისით. ადაპტირებული ნარევის ცილები წარმოდგენილია შრატის ცილებით; ცხიმები გამდიდრებულია უჯერი ცხიმოვანი მჟავეებით; ხელოვნურ ნარევს დამატებული აქვს შეუცვლელი ამინომჟავეები, ნუკლეოტიდები, მინერალური ნივთიერებები, მიკროელემენტები და ვიტამინები; ხშირია პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების დამატებაც. ნებისმიერი სახის ადაპტირებული ხელოვნური ნარევის კვებითი შემადგენლობა რეგლამენტირებულია ქვეყნის ან საერთაშორისო სტანდარტებით (codex Alimenatarius)
არჩევენ ფიზიოლოგიურ და სამკურნალო ნარევებს. ფიზიოლოგიური ნარევები დამზადებულია ძროხის რძეზე და გამიზნულია ჯანმრთელი ბავშვის ხანგრძლივი კვებისთვის. სამკურნალო ნარევები გამოიყენება სპეციალური სამედიცინო ჩვენებების მიხედვით. აქდან გამომდინარე ხელოვნური ფორმულის შერჩევა მკაცრად უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით, ბავშვის ინდივიდუალი თავისებურებიდან გამომდინარე. კერძოდ გასათვალისწინებელია სამი ძირითადი კრიტერიუმი: კალორიულობა, ნახშირწყლებისა და ცილის ფრაქცია. მაგალითად: ახალშობილთა უმრავლესობას ესაჭირეობა რკინით გამდიდრებული ფორმულა; სოიოს ცილის საფუძველზე დამზადებული ფორმულა ნაჩვენებია ლაქტოზას თანდაყოლილი დეფიციტისა და გალაქტოზემიის დროს; ჰიპოალერგიული ფორმულა რომელიც შეიცავს ჰიდროლიზირებულ ცილას ნაჩვენებია რძის ცილაზე ალერგიის დროს და რეკომენდირებულია ატოპიური დერმატიტის რისკის ჯგუფის ახალშობილებში; ფორმულა ანტირეფლუქსი ამცირებს ღებინებასა და რეგურგიტაციას, თუმცა ნაკლებად ეფექტურია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის; ამიტომ ხანგრძლივად მისი ხმარება რეკომნდირებული არ არის. 
ახალშობილთა უმრავლესობას ესაჭირეობა სტანდარტული ფორმულა (ფიზიოლოგიური ადაპტირებული ნარევი), რომელიც დამზადებულია ძროხის რძის საფუძველზე და ნახშირწყლები წარმოდგენილია ლაქტოზას სახით , მისი კალორიულობა შედგენს 20 კკალ/30 მლ-ში. ყველა ახალშობილმა უნდა მიიღოს რკინით გამდიდრებული ფორმულა ახალშობილთა რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკის მიზნით.  ხელოვნურ ნარევებში ცხიმი წარმოდგენილია  გრძელჯაჭვიანი უჯერი ცხიმოვანი მჟავეებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავის ტვინის განვითარებაში; 
ნახშირწყლების კომპონენტების ადაპტირებისთვის რძის ნარევებს დაუმატეს ლაქტოზა,რომლის შემცველობა ძროხის რძეში საგრძნობლად ნაკლებია. ქალის რძეში არსებულ ლაქტოზას აქვს მრავალი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა, დადებით გავლენას ახდენს მინერალური ნივთიერებების აბსორბირებაზე (კალციუმი,თუთია,მაგნიუმი), ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბიფიდო და ლაქტობაქტერიების განვითარებას. მაღალი ოსმოლარობის გამო მხოლოდ ლაქტოზის დამატება რძის ნარევებში არასაკმარისი აღმოჩნდა,რის გამოც ნარევებს დაამატეს ლაქტოზასთან ერთად დექსტრანმალტოზა-დაბალმოლეკულური გლუკოზის პოლიმერი, ამ გზით ნარევის ოსმოლარობის დაქვეითებას მიაღწიეს, ამსთან დექსტრანმალტოზა კარგად უტილიზირდება ნაწლავებში და ხელს უწყობს მიკროფლორის შენარჩუნებას, იგი თანდათან შეიწოვება ნაწლავებში,ნელა გადადის სისხლში,ამით ბავშვი დიდხანს არ განიცდის შიმშილის გრძნობას, აღნიშნული საშუალებას იძლევა გაიზარდოს ინტერვალი კვებათა შორის. 
სხვა ნახშირწყლების-გლუკოზის,ფრუქტოზის,საქაროზის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სასტარტო რძიან ნარევებში (0-6 თვემდე ასაკის ბავშვთა ნარევები),რადგან მათი დამატება საკვებზე ზრდის ოსმოლარულ დატვირთვას, ბავშვი ეჩვევა ტკბილ გემოს და იტვირთება ინსულინური აპარატი. 
ძროხის რძის ქალის რძესთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანია ნარევის მინერალური შემადგენლობის ოპტიმიზაცია, რის გამოც ნარევებში მარილების საერთო რაოდენობას ამცირებენ და ამატებენ  მიკროელემენტებს (რკინა,თუთია,სპილენძი,იოდი,სელენი) , რომელთა რაოდენობაც ნაკლებია ძროხის რძეში.
ძროხის რძეში ასევე ნაკლებია ვიტამინების შემცველობა, ამიტომ ხელოვნურ ნარევებში დამატებულია წყალში და ცხიმში ხსნადი ვიტამინებიც.
სამკურნალო ნარევები
სოიოს ცილის საფუძველზე დამზდებული ფორმულა - აღნიშნული ფორმულა არ შეიცავს ლაქტოზას და ძროხის რძის ცილებს. ამიტომ ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ რეკომენდირებულია აღნიშნული ნარევის გამოყენება გალაქტოზემიისა და ლაქტოზას თანდაყოლილი დეფიციტის დროს.
ლაქტოზა თავისუფალი ნარევები - აღნიშნული ადაპტირებული ნარევი წარმოადგენს სოიოს ცილის საფუძველზე დამზადებული ნარევის ალტერნატივას გალაქტოზემიისა და ლაქტოზას თანდაყოლილი დეფიციტის დროს
ჰიპოალერგიული ფორმულა - აღნიშნული ადაპტირებული ნარევი ნაჩვენებია ძროხის რძის ცილაზე ალერგიის შემთხვევაში. ძროხის რძის ცილაზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ფორმით : კანის , რესპირატორული ან გასტროინტესტინალური გართულებებით. ჰიპოალერგიული ფორმულა შეიცავს ჰიდროლიზირებულ ცილას , რის გამოც მკვეთრადაა შემცირებული მისი ანტიგენური პოტენციალი
ანტირეფლუქსი  - ახალშობილებში ხშირია ფიზიოლოგიური გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, რომელიც სპეციფიურ მკურნალობას არ საჭირობას იმ შემთხვევაში თუ ბავშვის წონის ნამატი ნორმალურია. ანტირეფლუქსი მნიშვნელოვნად ამცირებს ღებინებისა და რეგურგიტაციის ეპიზოდებს
არსებობს სპეციალური ნარევები რომლებიც არ შეიცავენ ფენილალანინს, ლეიცინს და სხვ. და გამოიყენებიან ფერმენტოპათიების დროს.
 



ხელოვნური კვების პრინციპები
ბავშვის ასაკის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს დღე-ღამეში საჭირო საკვების რაოდენობა და შეირჩეს ხელოვნური ნარევი, საკვების სადღეღამისო რაოდენობის გამოსათვლელად სარგებლობენ კალორიული და მოცულობითი მეთოდით. 
პირველი დღეების განმავლობაში ახალშობილს ერთ ჯერზე ეკუთვნის დაახლოებით 10X n, სადაც n დღეების რიცხვია მოცულობითი მეთოდის მიხედვით 10 დღიდან 2 თვემდე ასაკის ბავშვს ეკუთვნის სხეულის მასის 1/5; 2-დან 4-თვემდე - 1/6; 4-დან 6-თვემდე 1/7; 6-დან 8-თვემდე - 1/8; სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს 1/9. უფრო ფართოდ გამოიყენება კალორიული მეთოდი:
0-2 თვემდე ასაკის ახალშობილმა უნდა მიიღოს100-110კკალ/კგ დღეში
3-5 თვის ასაკის ახალშობილმა 85-95 კკალ/კგ დღეში
6-8 თვემდე ასაკის ახალშობილმა 80-85 კკალ/კგ დღეში
9-11 თვის ასაკის ახალშობილმა 80 კკალ/კგ დღეში

ჯანდაცვის მსოფილო ორგანიზაციის მონაცემებით ჩვილს სადღეღამისოდ ეკუთვნის 150 მლ ნარევი 1 კგ-წონაზე. დღენაკლულს პირველ დღეს ეკუთვნის 60 მლ/კგ-ზე, ყოველდღიურად საკვების რაოდენობა იზრდება 20 მლ-ით სანამ არ მიაღწევს 150 მლ-ს/კგ-ზე.
ხელოვნური კვების დროს მიზანშეწონილია კვებათაშორისი ინტერვალების დაცვა. დაბადებიდან ერთ თვემდე ჩვილი 7-ჯერად კვებაზეა, ანუ იკვებება ყოველ 3 საათში ერთხელ ღამის 6 საათიანი ინტერვალის გათვალისწინებით. 1 თვიდან 4 თვემდე 6-ჯერად კვებაზეა ანუ იკვებება 3,5 საათში ერთხელ, 4 თვის შემდეგ წლამდე 5-ჯერად კვებაზეა ანუ იკვებება 4 საათში ერთხელ.
ხელოვნური კვების დროს სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვს უნიშნავენ ადაპტირებულ ნარევს ფორმულა 1; 4-6 თვის ასაკიდან იყენებენ ფორმულა 2 და იწყებენ რაციონში დამატებითი საკვების შეტანას. დღენაკლული და მცირე წონის ბავშვთა კვებისთვის იყენებენ პრე ფრომულას, რომლებიც უფრო მარალკალორიულია და შეიცავს მეტი რაოდენობით ცილას, კალციუმს, ფოსფორს, D და E ვიტამინებს.

ამერიკის პედიატრთა აკადემიიის რეკომენდაციები
წლამდე ასაკის ყველა ბავშვი უნდა იკვებებოდეს დედის რძით ან ადაპტირებული ხელოვნური ნარევებით; არ გამოიყენება ძროხის რძე
ყველა სტანდარტული ფორმულა უნდა იყოს დამზადებული ძროხის რძეზე შემდეგი კალორაჟის გათვალისწინებით: 20 კკალ/30 მლ-ში ( 0.45 გრ ცილა/30 მლ -ში)
ხელოვნური კვების დროს ბავშვს არ ესაჭიროება ვიტამინების ან მიკროელემენტების დამატებით მიწოდება

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close