GEO

QUALIFIED PEDIATRICIAN SERVICES

24-HOUR FREE PHONE CONSULTATION

Title:: ძილის დარღვევები ბავშვებში


შესავალი - ძილის ქცევითი პრობლემები (ქცევითი ინსომნია) ბავშვებში მოიცავს: ჩაძინების დროის უარყოფას ანუ რეზისტენტობის განვითარებას მის მიმართ, ძილის დაწყების დაყოვნებას და ღამით ღვიძილის გახანგრძლივებას, რომლის დროსაც საჭირო ხდებაჩარევა მშობლების მხრიდან. ყველა ეს მდგომარეობა ფართოდ არის გავრცელებული ბავშვთა ასაკში და ხშირად მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებისა და მათი მზრუნველების ცხოვრების ხარისხზე.
მედიკამენტების ზემოქმედების, ტკივილის შემდგომი აშლილობები და ძილის პირველადი დარღვევა (მაგ. ობსტრუქციული ძილის აპნეა) შეიძლება ასევე იწვევდეს ძილის პრობლემებს პირდაპირ ან იმ მდგომარეობების წარმოქმნის გზით, რომლებიც ხელს უწყობს არაჯანსაღი ძილის წარმართვას (მაგ. არარეგულარული ძილი და ხშირი გაღვიძებები) ან ძილის მიმართ ნეგატიური ასოციაციების განვითარებას (მაგ. მშობლის საჭიროება დაძინების დროს).
ქვემოთ განხილული იქნება ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული ძილის პრობლემა - ძილის ქცევითი დარღვევები, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი ჩარევები მის აღმოსაფხვრელად. ასევე განხილული იქნება ძილის პრობლემების კლინიკური შეფასება, მათ შორის, ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პრობლემის განსასაზღვრავად - არის თუ არა პრობლემა ქცევითი ხასიათის.
დეფინიციები - ძილის დარღვევების საერთაშორისო კლასიფიკაციის 2014 წლის გადახედვის (ICSD-3) მიხედვით, ძილის დარღვევებში ქცევითი ინსომნია ბავშვთა ასაკში და პირველადი ფსიქოფიზიოლოგიური ინსომნია ერთმანეთსგან ცალკეულ დიაგნოსტიკურ კატეგორიებად  აღარ არის გამოყოფილი,თუმცა, ბავშვთა ქცევითი ინსომნიების კონცეფცია პირველადად არის დაკავშირებულიჩაძინებისასოციაციების მიმართ შეგუების დარღვევასთან ან მშობლების სიძნელეებთან შესაბამისი გარემო პირობების შესაქმნელად ან ორივე მათგანთან, რაც ითვლება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებად შესაბამისი შეფასებებისა და შემდგომი სპეციფიკური ქცევითი ჩარევების განსახორციელებლად კლინიკურ პრაქტიკაში.
ქცევაზე დამოკიდებული ინსომნია ბავშვებში - კლინიკური თვალსაზრისით, ბავშვებში ინსომნია ვლინდება ჩაძინების დროის მიმართ რეზისტენტობის განვითარებით, ჩაძინების პროცესის გახანგრძლივებითდა/ან ღამით გაღვიძებებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობები ხშირად განცალკევებულად განიხილება, ისინი ხშირად თანაარსებობს და ბევრ ბავშვში ხშირად წარმოდგენილია ორივე მათგანი - ძილის დროის დაყოვნებაც და გახანგრძლივებული ღამის გაღვიძებებიც, რომლებიც საჭიროებს ჩარევას მშობლების მხრიდან. ძილის დარღვევების დიაგნოსტიკურკრიტერიუმებშიშედის სპეციფიკური სიმპტომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს განსაზღვრული სიმძიმის პრობლემას, რომელიც ხანგრძლივდება დროის სპეციფიურ მონაკვეთში და აყენებს მნიშვნელოვან ზიანს ბავშვისა და მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხს. ქცევითი ინსომნია ყველაზე მეტად მცირე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული, რომელთა ასაკი მოიცავს 0-დან 5 წელს, მაგრამ შეიძლება გახანგრძლივდეს შუა ბავშვობის და მის შემდგომ პერიოდებშიც.
ჩაძინების ასოციაციებთან დაკავშირებული ინსომნია - ქცევითი ინსომნიის ამ ტიპის პრობლემა, ძირითადად, წარმოდგენილია ღამით ღვიძილის გახანგძლივებით, რომელიც ხშირად ხდება ძილის უკმარისობის განვითარების მიზეზი. ამ დარღვევის დროს, ჩვილს ან ბავშვს ჩაძინების პროცესი დასწავლილი აქვს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში ან აქვს ძილის სპეციფიური ასოციაციები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გულისხმობს მშობლის ჩარევას, როგორიცაა რწევა ან კვება ძილის წინ რაც, ჩვეულებრივ, უფრო ადვილს ხდის ჩაძინებას. ღამის განმავლობაში, როცა ბავშვი განიცდის მცირეოდენ აღგზნებას, რაც ნორმად ითვლება თითოეული 60-დან 90 წუთამდე ხანგრძლივობის ძილის ციკლის დასასრულის პერიოდში ან გაღვიძებისას, ის ვეღარ ახერხებს ხელახლა დაძინებას („თვითდამშვიდებას“), თუ ჩაძინებასთან ასოცირებული იგივე პირობები არ შეექმნა.ამის შემდეგ ბავშვი „სიგნალს აძლევს“ მზრუნველს ტირილის საშუალებით (ან შედის მშობლების საძინებელში, თუ უკვე აღარ სძინავს ბადეთი გარშემორტყმულ საწოლში) საჭირო ასოციაციებს ხელახლა მისაღებად.
ეს პრობლემა შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ან შევასუსტოთ ბავშვის საწოლში ჩაწვენით იმ დროს, როცა მოდუნებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ღვიძავს, რასაც ვიწყებთ დაახლოებით 3 თვის ასაკიდან. ეს პრაქტიკა თავიდან გვაცილებს ასოციაციის შექმნას ჩაძინებასა და ხელში დაჭერას ან რწევასთან.
უძილობა დაკავშირებული მშობლების არაადექვატურ ღონისძიებებთან - მშობლების არაადექვატურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ქცევითი ინსომნია ყველაზე მეტად გავრცელებულია სკოლამდელი ასაკის და შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებში. ის ხასიათდება აქტიური რეზისტენტობით, ვერბალური პროტესტით და მოთხოვნების განმეორებითი წამოყენებით ძილის დროს („ფარდების ძახილი“), რაც უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე ძილის დროს გაღვიძებები. თუ ჩაძინების პროცესი მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა, შეიძლება შედეგად არაადექვატური ძილი განვითარდეს. ზოგ ბავშვში ვლინდება ღამის შიშები, რაც ხასიათდება შიშთან დაკავშირებული ქცევების განვითარებით (მაგ. ტირილი,ლოგინზე გაკვრა ან ოთახის დატოვება და მშობლებთან შესვლა დასამშვიდებლად), მაგრამ ეს გამოვლინებებიუფრო დაძინებისუარყოფის შედეგია, ვიდრე შფოთვის.
ეს დარღვევა ყველაზე ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომვლელს არ აქვს უნარი ან არ აქვს სურვილი, რომ ბავშვის ძილი წარმართოს მუდმივი დროის ინტერვალებში. პრობლემა ხშირად მწვავდება ბავშვის მეამბოხე ქცევის შედეგად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვის რეზისტენტობის განვითარება ძილის დროის მიმართ სხვა თანმხლები პრობლემის გამოვლინებაა, რაც კავშირშია ჩაძინებასთან, მაგალითად,  ასთმა, მედიკამენტების გამოყენება ან სხვა პათოლოგიები, ასევე ძილის სხვა აშლილობებთან, როგორიცაა დაღლილი ფეხების სინდრომი, ან შფოთვა, ან შეუსაბამობა ბავშვის შინაგან ცირკადულ მდგომარეობასა („ღამის ბუ“) და მშობლის მოლოდინებს შორის.
ინსომნიის სხვა ხელშემწყობი ფაქტორები - ჩაძინების ან ძილის შენარჩუნების ინსომნია, რომელიც დაკავშირებულია შფოთვით მდგომარეობებთან, რაც განისაზღვრება ჩაძინების გაძნელებით ან ფხიზლად დარჩენით, შეიძლება გამოვლინდეს პედიატრიულ პოპულაციაში, თუმცა პირველადი ხასიათისაა უფრო ასაკოვან ბავშვებში და მოზარდებში. ინსომნიის ეს ტიპი დაკავშირებულია მომატებულ ფიზიოლოგიურ და ემოციურ აღგზნებასან, რაც კავშირშია ძილთან და ძილის გარემოსთან. ასეთი ბავშვები ხშირად ვერ ეგუებიან მათ პრობლემას და მასთან დაკავშირებულ შედეგებს, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტად აღრმავებს პრობლემას და უფრო მეტად ამცირებს ჩაძინების შესაძლებლობას.
ეს პირობითი ანუ „ფსიქოფიზიოლოგიური“ ტიპი ინსომნიისა ხშირად მწვავდება წინასწარგანმწყობ ფაქტორებთან ერთად მოქმედებისას, რომლებსაც მიეკუთვნება გენეტიკური მიდრეკილება, სამედიცინო პრობლემა ან ფსიქიატრიული მდგომარეობები, ასევე ძილის დამთრგუნავი ფაქტორები, როგორიცაა მწვავე სტრესი და მუდმივად მოქმედი ფაქტორები, როგორიცაა მცირე ძილის ჩვევა, კოფეინის გამოყენება ან არაადექვატური დღის ჩათვლემები.
ძილის გარდამავალი დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს იმ ბავშვებში, რომლებსაც მანამდე ნორმალური ძილი აღენიშნებოდათ. ამ დროს ღამით გაღვიძებები, მაგალითად, შესაძლოა განვითარდეს სტრესული ცხოვრებისეული ეპიზოდის შედეგად და, ჩვეულებრივ, თვითლიმიტირებადია,ასევე თვითმფრინავით ხანგძლივი მგზავრობისას, ასევე არსებობს ბევრი დაავადება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ძილის დარღვევებს. ეს ძილის დაღვევები დიდხანს არ მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოაგაქრონიკულდეს, თუ მშობლების ქმედებები ხელს უწყობენ ღამით გაღვიძების გახშირებასდა არაადექვატური ძილის ჩვევის ჩამოყალიბებას.
გავრცელება - კროსსექციური კვლევების მიხედვით, ბავშვების 20-დან 30%-მდე ნაწილს  აღენიშნებაჩაძინების მნიშვნელოვანი პრობლემები და/ან ღამის გაღვიძებები და უმრავლეს შემთხვევაში, მათ აქვთ ქცევითი მიზეზები და გარემოებები. ძილის ქცევითი დარღვევების დაახლოებითი გავრცელება  ბავშვებში ზუსტად ემთხვევა კვლევებს, მიუხედავად დეფინიციის სხვაობებისა.
ქცევითი ხასიათის ძილის პრობლემები ნანახია ყველა ასაკობრივ ჯგუფში:
ჩვილები და 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები - ღამის გაღვიძებები წარმოადგენს ყველაზე ხშირ ძილის პრობლემას ამ ასაკობრივ ჯგუფში, 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვების 25-დან 50%-მდე ნაწილს სიფხიზლე უხანგრძლივდებათ ღამის განმავლობაში, 1-დან 3 წლამდე ასაკში ჩაძინების დროის მიმართ რეზისტენტობა გამოხატულია 10-დან 15%-მდე ნაწილში.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები - ამ ასაკის ბავშვების 15-დან 30%-მდე ნაწილს გამოხატული აქვთ სიძნელეები ჩაძინებასთან ან ღამის გაღვიძებებთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში ეს მდგომარეობები თანაარსებობს ერთსა და იმავე ბავშვში.
შუა ბავშვობის ასაკი - მიუხედავად იმისა, რომ ადრე ფიქრობდნენ, რომ ძილის დარღვევები ამ ასაკში იშვიათია, უკანასკნელი მონაცემებით, იგი წარმოდგენილია 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების 25-დან 40%-მდე ნაწილში. ამ ბავშვების 15%-ს გამოხატული აქვს ჩაძინების დროის მიმართ რეზისტენტობა და თითქმის 11%-ს აღენიშნება ძილთან დაკავშირებული შფოთვები.
მოზარდობა - კვლევების მიხედვით, მოზარდების (13-დან 16 წლამდე ასაკი) დაახლოებით 11%-ს  ანამნეზში აღენიშნება მნიშვნელოვნად გამოხატული ინსომნია. ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ნეიროგანვითარების (მაგ. აუტიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა) და ფსიქიატრიული დარღვევები (მაგ. დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი), განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ დგანან ძილის დარღვევების განვითარების თვალსაზრისით.
მიზეზები - ბავშვთა ინსომნია მოიცავს შინაგან ფაქტორებს (ფაქტორები, რომლებიც ბავშვს აქვს დაბადებიდან, ანუ უნიკალურია ბავშვისთვის და წინასწარგანწყობას ქმნის ძილის პრობლემების განვითარების მიმართ) და გარეგან ფაქტორებს (გარემოს ზეგავლენა ან მზრუნველების ზემოქმედება). ტყუპების ჯგუფის შესწავლისას (საშუალო ასაკი 16 თვე) დაადგინეს, რომ ძილის დარღვევების 66% ასოცირებულია გარემოს ეფექტებთან, ხოლო 26% - გენეტიკურ ფაქტორთან. საერთო გარემო ფაქტორები აერთიანებდათ ძილის დარღვევების მქონე ბავშვების 55%-ს, რომელთა მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ბავშვი რეგულარულად იღვიძებს კვირაში 1 ან მეტი ღამის განმავლობაში. ტყუპების ჯგუფის ხანგრძლივი შესწავლისას დაადგინეს, რომ დღის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გარემო ფაქტორები, ხოლო ღამის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობას - გენეტიკური ფაქტორები, თუმცა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში - დაახლოებით, 18 თვის ასაკში ღამის ძილზე განსაკუთრებით მნიშნველოვანი ეფექტი აქვთ გარემო ფაქტორებს.
შინაგან ფაქტორებს, რომლებიც წინასწარგანწყობას ქმნის ძილის პრობლემების განვითარების მიმართ, მიეკუთვნება: ბავშვის ტემპერამენტი, სამედიცინო პრობლემის არსებობა, ცირკადული მიდრეკილებები („ღამის ბუ“ vs „დილის ტოროლა“), ნეიროგანვითარების დარღვევები ან შფოთვითი აშლილობები.
გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება მშობლის ან მზრუნველის ხასიათის თავისებურებები, რომლის გამოც ვერ ხერხდება ზღვრული დროის ნორმის დაწესება დღისა და ღამის ძილის პერიოდებს შორის (მაგ. ფსიქიკური დაავადებები, ემოციური სტრესი, სხვა პასუხისმგებლობებით დაკავება ან მუშაობის ხანგრძლივი საათები). ამ დროს წარმოიქმნება შეუსაბამობა ბავშვის ძილის ქცევაზე მშობლის მოლოდინსა და განვითარების ნორმალურ ტრაექტორიას შორის. გარემო ფაქტორებმა ასევე შეიძლება ძილისთვის არახელსაყრელი მდგომარეობები ანუ ჩაძინებასთან დაკავშირებული ნეგატიური ასოციაციები შექმნას, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ვითარება, როცა ბავშვი თავის ოთახს იზიარებს სხვა დედმამიშვილთან, მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად (მაგ. ბებია და ბაბუა).
ბევრ შემთხვევაში ძილის პრობლემები ვლინდება შინაგანი და გარეგანი ფაქტორების კომბინაციის შედეგად. მაგალითად, ცელქი ბავშვების შემთხვევაში ჩაძინების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მშობლის/მზრუნველის მიერ სპეციალურად მიწოდებული განსაკუთრებული პირობების შემთხვევაში, ხოლო სხვა მეთოდების შეთავაზებისას რეზისტენტობა გამოვლინდეს, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული მზრუნველზე. ამ ქცევაზე პასუხად, გამოუცდელმა მშობელმა შეიძლება მისდაუნებურად გააძლიეროს ამ არასასურველი ქცევის (მაგ. ტირილი ან ლოგინიდან ადგომა) გამოვლინებების სიხშირე ყურადღების მიქცევით ამ სტიმულებზე, ნაცვლად იმისა, რომ მათი იგნორირება მოახდინოს და, აქედან გამომდინარე, შეამციროს ამ ქცევის განმეორების ალბათობა.
შეფასება - პრობლემური ძილის მქონე ბავშვების შეფასება უფრო ხშირად არის კომპლექსური ხასიათის, ვიდრე მოზრდილების, რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ამ შემთხვევაში პაციენტი იშვიათად არის ერთადერთ, ვინც უძილობას განიცდის. აქედან გამომდინარე, მშობლების ზემოქმედება, მათი დაკვირვებები ბავშვის ძილის სქემებზე და ქცევაზე ხშირად განსაზღვრავს ძილის დარღვევებს კლინიკურ კონტექსტში. მეორეც, ძილის პრობლემები პედიატრიულ პოპულაციაში განსაზღვრულ უნდა იქნას ნორმალური განვითარების ტრაექტორიის ფონზე ბავშვის განვითარების ნორმების გათვალისწინებით. „ნორმალური“ ძილის დროის ქცევა, ჩაძინების დრო და ძილის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში და ბოლოს, კულტურული სხვაობები ძილის პრაქტიკაში (მაგ. ძილის შუალედი და გარემო, მარტო ძილი vs მშობელთან ერთად ძილი) ღრმა ეფექტს ახდენს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს მშობელი ძილის „პრობლემას“ და ასევე შესაბამისი ჩარევის მიმღებლობას სხვადასხვა სამკურნალო სტრატეგიების განსახორციელებლად მშობლების მხრიდან.
ძილის დარღვევის შეფასების ადექვატური კრიტერიუმების, მისი მიზეზების განსასაზღვრავი შესაბამისი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია დაწვრილებით განხილულია სხვა თავში. ძილის ანამნეზის შეკრება უფრო ადვილად არის შესაძლებელი სკრინინგული მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა BEARS სქემა. მას კლინიცისტები იყენებენ, როგორც ძილის მდგომარეობის ამსახველი 5 კრიტერიუმის შემაფასებელ სქემას (B = ჩაძინების დროის დარღვევა, E = ძილიანობის გახანგრძლივება დღისით, A = ღამით გაღვიძებები, R = ძილის რეგულარობა და ხანგრძლივობა, S = ხვრინვა).
ქცევითი ხასიათის ძილის პრობლემების დროს იმის გასაგებად, თუ რა არის პრობლემის წყარო და რა გეგმა უნდა გავწეროთ მკურნალობის სტრატეგიების განსახორციელებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ელემენტები:
სამედიცინო ანამნეზი - მიუხედავად იმისა, რომ ინსომნიის მქონე ბავშვებში სამედიცინო ანამნეზი, როგორც წესი, კეთილთვისებიანია, შესაძლოა აღმოჩნდეს რაიმე სახის სამედიცინო პრობლემა, რომელიც ღამით გაღვიძებებისა და მშობლების მხრიდან ჩარევის საჭიროებისწინასწარგანწყობას ქმნის. ამ სამედიცინო პრობლემებს მიეკუთვნება: ალერგიები და ატოპიური დერმატიტი, შაკიკთან ასოცირებული თავის ტკივილი, კრუნჩხვით მიმდინარე პათოლოგიები, რევმატოლოგიური პათოლოგიები (მაგ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ფიბრომიალგია) და ქრონიკული გასტროინტენსტინალური დარღვევები (მაგ. ნაწლავის ანთებითი დაავადება). კომორბიდული სამედიცინო პრობლემების დროს შეიძლება შეიქმნას ქცევითი სტრატეგიები, რომლებიც მოიცავს „გაქრობის“ პროცედურებს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას მშობლისთვის მისი წარმატებით შესასრულებლად.  
განვითარების ანამნეზი - განვითარების მხრივ ჩამორჩენილ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ძილის პრობლემები, რაც უფრო მეტად დამოკიდებულია ბავშვის განვითარების ასაკზე, ვიდრე მის ქრონოლოგიურ ასაკზე და ხშირად უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ძნელად ემორჩილება შესაბამის ჩარევებს. ანამნეზში ფსიქიკური დარღვევები და ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება ასევე ზრდის ინსომნიის განვითარების რისკს. 
ოჯახური ანამნეზი - ოჯახში ინსომნიის ან ფსიქიკური პათოლოგიის არსებობა, განსაკუთრებით, დედის დეპრესია ზოგჯერ დასაწყისშივე ნათელს ჰფენს ბავშვის ძილის პრობლემის მიზეზს. 
ქცევის შეფასება - ქცევის შეფასებით შესაძლებელია ინსომნიის რისკ-ფაქტორების არსებობის იდენტიფიცირება, როგორიცაა ტემპერამენტი. ამ გზით შესაძლებელია ასევე ინსომნიის ქცევითი შედეგების იდენტიფიცირება, როგორიცაა გაღიზიანებადობა, უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა ან აგრესიულობა.
სხვა - ჩანაწერების წარმოება შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაგვეხმაროს ძილის დროსა და გაღვიძებებს შორის ზუსტი პერიოდების აღნიშვნაში.
ფიზიკალური გამოკვლევა - ჩვეულებრივ, არაინფორმატიულია. დიაგნოსტიკური ტესტები, მათ შორის, ღამის პოლისომნოგრაფია, ჩვეულებრივ არ არის ნაჩვენები, თუ სიმპტომები არ მიუთითებს თანმხლებ სამედიცინო ან ძილის პათოლოგიაზე.
ქცევითი ჩარევები - ქცევითი ჩარევა ბავშვთა ქცევითი ინსომნიის დროს მკურნალობის მთავარ საშუალებას წარმოადგენს. მკურნალობის შემდგომი52 კვლევის ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ქცევითი თერაპიული პროცედურები მეტად ეფექტურია და ცვლის როგორც ჩაძინების დროის მიმართ რეზისტენტობის განვითარების ასევე ღამის გაღვიძებების სიხშირეს მცირე ასაკის ბავშვებში. კვლევებით დადგინდა, რომ ქცევითი ჩარევა ეფექტურობას ავლენს შემთხვევათა 94%-ში. პაციენტთა 80%-ზე მეტს აღენიშნა მნიშვნელოვანი კლინიკური გაუმჯობესება, რომელიც შენარჩუნდა მცირე (<6 თვეზე), საშუალო (6-დან 12 თვემდე) და ხანგრძლივი (>12 თვეზე) დროის განმავლობაში. არ არსებობს არცერთი კლინიკური მტკიცებულება, რომელიც ამ ჩარევის საზიანო ზემოქმედებაზე მიუთითებს.კვლევების მიხედვით, ეს ჩარევები პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ასევე ძილის დარღვევის შედეგად განვითარებულ მეორად პრობლემებზე, როგორიცაა ბავშვის ქცევა დღის განმავლობაში (მაგ. ტირილი, გაღიზიანებადობა, გულჩათხრობილობა, პატივმოყვარეობა). ამ ჩარევების შედეგად უმჯობესდება მშობლების ცხოვრების ხარისხიც, რაც აისახება მათ ხასიათზე, სტრესზე ან ოჯახურ ურთიერთობებზე. პროსპექტიული კვლევებით დადგინდა, რომ ამ ჩარევის დროში გახანგძლივებას არ გააჩნია არანაირი ნეგატიური ეფექტი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ძილის პროცესზე, ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებასა და სტრესის რეგულაციაზე, მშობელს და შვილს შორის ურთიერთობაზე და დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აღზრდის მეთოდებზე.
ამ კვლევებში აღწერილი ჩარევების უმრავლესობა შესაძლებელია დავყოთ შემდეგ კატეგორიებად:
ჩაძინების რუტინული პროცედურა,
სისტემატიური იგნორირება (ანუ „გაქრობა“) და მისი ვარიანტები,
თანდათანობითი ჩაძინება,
პოზიტიური სტიმულები,
პაციენტის განათლება/პრევენცია. 
ჩაძინების რუტინული პროცედურა - ჩაძინების დროს რუტინული პროცედურის დაწესება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩაძინების პროცესს და ამცირებს ღამით გაღვიძებების ალბათობას. ამ პროცედურის ხანგრძლივობა უნდა მოიცავდეს დაახლოებით 20-დან 45 წთ-მდე პერიოდს და მასში უნდა შედიოდეს 3-4 აქტივობა, როგორიცაა დაბანა, საღამურების ჩაცმა და ზღაპრების ან რაიმე ისტორიების კითხვა. ეს ეტაპი არ უნდა მოიცავდეს ტელევიზორს ან სხვა რაიმე ელექტრომოწყობილობებს. ძილის ასოციაციების განვითარების ხელის შესაწყობად ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს ღამით და უმჯობესია ფიგურირებდეს საბანი ან სათამაშო. ბავშვი საწოლში არ უნდა ჩავაწვინოთ მძინარე მდგომარეობაში, რათა მოხდეს მშობლის ადგილზე ყოფნასა და ჩაძინებას შორის დამოკიდებულების მინიმალიზაცია. ამ ჩარევის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაწესდეს ძილის წინა მოსამზადებელი განსაზღვრული დრო, რაც გარანტიას გვაძლევს მივიღოთ შესაბამისი ინტენსივობის ძილის პროცესი. ეს პროცედურა დროში უნდა ემთხვეოდეს ბავშვის ბუნებრივი ჩაძინების დროს. ამ პროცესების მუდმივად ღამით განმეორება ეხმარება ბავშვს ცირკადული საათის ჩამოყალიბებაში და ჩაძინება ხდება უფრო ადვილად.
სისტემატიური იგნორირება - ეს მეთოდი ხელს უწყობს ჩაძინების პროცესში მშობლის მონაწილეობის თანდათანობით შემცირებას. მისი მუდმივი გამოყენებისას, მიიღწევა მშობლის საჭიროების „გაქრობა“ ჩაძინების პროცესში.
არამოდიფიცირებული გაქრობა („მტირალი დატოვება“) გულისხმობს ბავშვის ჩაწვენას ლოგინში შესაბამისი რუტინული ჩაძინების პროცედურის შემდეგ და მის იგნორირებას მეორე დილის განსაზღვრულ დრომდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა ძალიან დიდი ეფექტურობით ხასიათდება, ხშირად მშობლები არ თანხმდებიან მის განხორციელებას. მშობლები ხშირად ვერ ეგუებიან ბავშვის ტირილს  და საპროტესტო ქცევას, არ აქვთ მოთმენის უნარი.
თანდათანობითი გაქრობა წარმოადგენს ამ მეთოდის ალტერნატიულ მიდგომას. ის გულისხმობს ბავშვის ჩაწვენას საწოლში მოდუნებულ, მაგრამ მღვიძარე მდგომარეობაში და ბავშვის პერიოდულად შემოწმებას პროგრესულად გახანგრძლივებულ პერიოდებში. თითოეულ მომდევნო ღამეს შემოწმების დრო იზრდება წუთების სპეციფიკური რაოდენობით. ბავშვის შემოწმებისას მშობელი ამშვიდებს ბავშვს, თუმცა კონტაქტი ცოტა ხანს გრძელდება (1-დან 2 წუთამდე) და ნეიტრალური ხასიათისაა (მაგ. მხარზე ხელის გადასმა და არა ხელში აყვანა და ჩახუტება). სანამ ამ გზით მიზანს არ მივაღწევთ, რაც გულისხმობს ბავშვის ჩაძინებას დამოუკიდებლად, მანამდე არ არსებობს რაიმე რეკომენდირებული „ოპტიმალური“ პერიოდი ამ შემოწმებებს შორის და დროის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მშობლის ტირილთან შეგუების უნარით და ბავშვის ტემპერამენტით. მაგალითად, ბავშვთან, რომელიც უფრო მეტად ღიზიანდება მშობლის მცირე მონაწილეობით, უკეთესი იქნება, თუ ამგვარ გამოცდას ნაკლები სიხშირით გააკეთებენ.
ეს მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, თუ მხოლოდ ჩაძინების პერიოდში გააკეთებენ. მას შემდეგ, რაც ბავშვი ჩაძინებას ისწავლის ჩაძინების პერიოდში, 1-2 კვირაში თვითდამშვიდების ეს უნარი გადადის ღამის გაღვიძებების ეტაპზეც.
კონსულტაცია - იმისთვის, რომ შემუშავებულ იქნას ჩაძინების დროსმშობლის თანდათან ჩამოცილების სტრატეგიები, მშობლები და კლინიცისტი უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მათ უნდა განსაზღვრონ მიზანი, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაძინება ძილის შესაბამის დროს და გაწერონ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად. მაგალითად, გეგმა შეიძლება მოიცავდეს 3 დღეს ძილის წინა პროცედურის გასამყარებლად და სამიზნე ძილის დროის მიღწევას, 3 ღამეს მშობლის ჯდომას ბავშვის საწოლთან მანამ, სანამ არ ჩაეძინება, 3 ღამესმშობლის ჯდომას ბავშვის საძინებლის კართან, რასაც მოყვება 3 ღამე მშობლის ყოფნას საძინებლის კარს იქით.
უფრო თანდათანობითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმ ოჯახების შემთხვევაში, რომლებიც ზემოთ აღწერილი თანდათანობითი გაქრობის ნაბიჯებსაც კი ვერ ეგუებიან და მის შესრულებას არ თანხმდებიან.
ძილის წინა პროცედურის შემცირება - ეს სტრატეგია გულისხმობს ძილის წინა პროცედურების დროებით დაწესებას და მისი ხანგრძლივობის თანდათანობით შემცირებას. ეს სტრატეგია ეხმარება განსაკუთრებით იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ „საღამოს“ ცირკადული წინასწარგანწყობა. ჩაძინების დრო უნდა დაემთხვეს ბუნებრივი ძილის დროს,როდესაც ბავშვი უფრო მეტად არის ფიზიოლოგიურად მომზადებული ძილისთვის, შედეგად ცირკადული წინასწარგანწყობა თანდათანობით მოდიფიცირდება ამ პროცედურების დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში ან უფრო ადრე.
პოზიტიური სტიმულები - პოზიტიური სტიმულების სტრატეგია, როგორიცაა დასაკრავი სტიკერების გამოყენება, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს სკოლამდელი ასაკის და უფრო ასაკოვან ბავშვებში. ეს სტრატეგია ყველაზე მეტად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ჯილდო დაუყოვნებლივ იქნება მიღებული. მაგალითად, პირობა, რომ დასაკრავი სტიკერი პირველი საგანი იქნება, რასაც ბავშვი დილით მიიღებს იმ შემთხვევაში თუ პირობას შეასრულებს. წარმატების მისაღწევად, ეს პირობა უნდა იყოს შესრულებადი. მაგალითად, ბავშვი თავდაპირველად შეიძლება იღებდეს სტიკერს მთელი ღამის განმავლობაში მის საკუთარ საწოლში ძილის გამო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხშირად უძახდა მშობლებს. დროთა განმავლობაში, უფრო რთულად შესასრულებელი პირობები უნდა ჩავრთოთ.
სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯილდო შეიძლება მისადაგებული იყოს ბავშვის ინტერესებთან, თუმცა ასევე უნდა ახასიათებდეთ კონკრეტულობა და დაუყოვნებლობა. მრავალი მცირე ჯილდო ძირითად შემთხვევებში უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე მცირე რაოდენობით და ღირებული ჯილდოები.
მშობლების განათლება - პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება განსაზღვრული პირობების დაწესების გამო, ძირითადად შედეგია რამოდენიმე შემდეგი ქცევითი სტრატეგიების კომბინაციისა:
მშობლების მიერ ყურადღების მოკლება - ძილისწინა პროცედურების დაყოვნება,
ძილის წინა პროცედურებისმუდმივი  რუტინის დაწესება, რომელშიც არ შედის მასტიმულირებელი აქტივობები (მაგალითად, ტელევიზორის ყურება),
ძილის წინა პროცედურების თანდათანობით შემცირება,
შესაბამისი ქცევის საპასუხოდ შექმნილი პოზიტიური სტიმულებიძილის წინა პროცედურების დროს.
ყველა ამ ქცევითი სტრატეგიის დაგეგმვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს მიწოდებული ჰქონდეთ ინფორმაცია სხვადასხვა ასაკშიძილის ნორმალური განვითარების, ძილის ჰიგიენის ნორმების და ქცევის ძირითადიპრინციპების შესახებ. მაგალითად, მშობელს უნდა გათავისებული ჰქონდეს ქცევითი ჩარევების მუდმივობა და უწყვეტობა, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი ქცევის უნებლიე განმტკიცება. მშობელი ასევე წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მკურნალობის დაწყებას ხშირად ახასიათებს საპროტესტო ქცევის დროებით გამწვავება (ცნობილია, როგორც „გაქრობისშემდგომი აფეთქება“).
უფრო ასაკოვანი ბავშვები და მოზარდები - ამ შემთხვევაში მკურნალობა და ქცევითი ჩარევები იდენტურია იმ ჩარევებისა, რაც გამოიყენება მოზრდილებში.
ძირითადი სტრატეგიები მოიცავს შემდეგს:
ბავშვის ან მოზარდის განათლება ჯანმრთელი ძილის პრაქტიკასთან დაკავშირებით (განსაკუთრებით,ძილ-ღვიძილის რეგულარული სქემების წარმოება და არა „გამოძინება“ დასვენების დღეებში);
რჩევა, რომ საწოლი გამოიყენოს მხოლოდ დასაძინებლად და ადგეს საწოლიდან, თუ არ ეძინება (სტიმულის კონტროლი);
საწოლში ყოფნის დროის შეზღუდვა აქტიურ პერიოდში ძილის დროს (ძილის შეზღუდვა);
სარელაქსაციო ტექნიკისა და კოგნიტიურ-ქცევითი სტრატეგიების გამოყენება შფოთვის შესამცირებლად.
ფარმაკოლოგიური ჩარევები - ძილის დარღვევების უმრავლესობა ბავშვებში შეიძლება წარმატებითწარიმართოს მხოლოდ ქცევითი თერაპიით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ქცევითი და ფარმაკოლოგიური თერაპიის კომბინაცია შესაძლებელია უფრო ეფექტური აღმოჩნდეს. ეს მართვის სტრატეგია მნიშვნელოვანწილად განსაზღვრულია სპეციფიკური პედიატრიული პოპულაციისთვის, როდესაც გამოხატულია მძიმე ან ქრონიკული ძილის პრობლემები, როგორიცაა სამედიცინო და ფსიქიატრიული დარღვევები ან ნეიროგანვითარების დარღვევები (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან აუტიზმი). ნორმალურად განვითარებულ ჯანმრთელ ბავშვებში ინსომნიის დროს მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ, როგორც დამხმარე საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქცევითი ჩარევა მუდმივად წარუმატებელია, ან ძილის პრობლემა არის ძალიან მძიმე ხარისხ

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close