GEO

QUALIFIED PEDIATRICIAN SERVICES

24-HOUR FREE PHONE CONSULTATION

Title:: ჭრილობის დამუშავების ძირითადი პრინციპები


1. პაციენტის და ჭრილობის შეფასება 
ალერგიულობა ლოკალურ ანსთეტიკებზე, ანტიბიოტიკებზე, ლატექსზე
ტეტანუსის იმუნიზაციის სტატუსის განსაზღვრა
2. ჭრილობის ირიგაცია, უცხო სხეულების მოშორება - ირიგაცია (ჭრილობის ჩამორეცხვა)  წარმოადგენს ჭრილობის დამუშავების ერთერთ ძირითად ნაწილს. სუფთა ჭრილობის ირიგაციისთვის ჩვეულებრივ გამოიყება იზოტონური ხსნარი ან წყლის ჭავლი. ჭუჭყიანი ჭრილობის ირიგაციისთვის დამატებით შეიძლება გამოვიყენოთ იზოტონური ხსნარისა და ბეტადინი 1:10 განზავებული ხსნარი, ამავე მიზნით იხმარება ქლოჰექსიდანი;   გასათვალისწინებელია ირიგაციის წნევა და მოცულობა. დაბალი წნევით ირიგაცია სრულიად საკმარისია ჭრილობის ზედაპირიდან უცხო მატერიალების მოსაშორებლად (eg, <15 pounds per square inch [psi]). მაღალი წნევით ირიგაცია შეიძლება გახდეს ქსოვილების დაზიანებისა და ქსოვილოვანი შეშუპების მიზეზი.  ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია ჭრილობის ლოკალიზაციაზე, მის ზომაზე და გამომწვევ მიზეზზე. მცირე ზომის, სუფთა და კარგი ვაზკულარიზაციის მქონე ჭრილობა საჭიროებს მცირე მოცულობით ირიგაციას. მაგ: 1 სმ სიგრძის შუბლის მიდამოში არსებული სუფთა ჭრილობის ირიგაციისთვის საკმარისია 150-200 მლ ხსნარი, მაშინ როდესაც ფეხის მიდამოში არსებული 4 სმ ჭრილობის გამოსარეცხად საჭიროა მინიმუმ 500 მლ მოცულობის ფიზ. ხსნარი ან წყლის ჭავლი.  
3. სისხლდენის შეჩერება - ჭრილობიდან სისხლდენის შემთხვევაში რეკომენდირებულია პირდაპირი ზეწოლა დოლბანდის საშუალებით 10-15 წთ-ის განმავლობაში. პერსისტენტული სისხლდენის დროს შეიძლება საჭირო გახდეს 1%-იანი ლიდოკაინის ინექცია ეპინეფრინთან ერთად. სისხლდენის შეჩერების ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს ჟელატინის ქაფის  (Gelfoam®) აპლიკაცია. აღნიშნული ქაფი არ გამოყენება დაბინძურებული ჭრილობის დროს.  
4. ჭრილობის შეხვევა  ; საჭიროების სემთხვევაში ნაკერის დადება
5. ჭრილობის დატენიანება ამ მიზნით გამოიყენება ჰიდროგელები
6. ტოპიკური ანტიბიოტიკოთერაპია - ყველა ჭრილობის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიმიკრობულ მკურნალობას მიმართავენ მხოლოდ კლინიკურად ინფიცირებული ჭრილობის დროს. არ არსებობობს მტკიცებულება პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ არაინფიცირებული ჭრილობის შემთხვევაში, ასევე ისინი არ აუმჯობესებენ ჭრილობის შეხორცების პროცესს. ჭრილობის ინფიცირებაზე მიუთითებს  ლოკალური (ცელულიტი, ლიმფანგიტი, ჩირქოვანი გამონადენი, ჭრილობიდან ცუდი სუნი, სველი განგრენა, ოსტეომიელიტი) და სისტემური ნიშნები. (ცხელება, შემცივნება, ჰიპოტენზია, ჰიპერგლიკემია, ლეიკოციზტოზი) 


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close