ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: რა არის სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები?


სათესლე ჯირკვლები მოთავსებულია კანის ქვეშ და ქვია სკროტუმი. დაბადებამდე სათესლე ჯირკვლები მდებარეობს მუცლის ქვედა ნაწილში. დაბადების შემდეგ ხდება მათი ჩამოსვლა სათესლე პარკში. ჩამოუსვლელ სათესლე ჯირკვლებს სამედიცინო ტერმინოლოგიით ეწოდება  კრიპტორხიზმი. ეს შეიძლება ეხებოდეს ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვალს. ზოგჯერ აღინიშნება  ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლების განუვითარებლობა,  რაც განპირობებულია მუცლად ყოფნის პერიოდის პრობლებებით. ექიმები ამ დგომარებას სათესლე ჯირკვლების არარსებობას უწოდებენ. 
როგორ უნდა მივხვდე ჩემ შვილს აქვს თუ არა ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები?
როგორც წესი კრიპტორხიზმის დადგენა ხდება დაბადებისთანავე. იგი ხშირია დღენაკლულ ბავშვებში.
როგორ იმკურნება სათესლე ჯირკვლების ჩამოუსვლელობა?
უმეტეს შემთხვევაში სპეციფიური მკურნალობა საჭირო არ არის და დაბადებიდან რამოდენიმე თვეში აღინიშნება სათესლე ჯირკვლების სპონტანური ჩამოსვლა სათესლე პარკში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს  2 წლამდე ასაკში.
შეიძლება თუ არა სათესლე ჯირკვლების ჩამოუსვლელობამ სხვა პრობლემა გამოიწვიოს?
მამაკაცებს რომლებსაც ბაშვობაში აღენიშნებოდათ კრიპტორხიზმი შეძლება ქონდეთ:
სათესლე ჯირკვლების კიბო 
უშვილობის პრობლემა (ინფანტილობა) - განსაკუთრებით ხშირია ორივე სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლობისას


ზ. ტყეშელაშვილი

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close