ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: აპენდიციტი


            რა არის აპენდიქსი? _ აპენდიქსი არის გრძელი , თითის ფორმის ნაწლავი. რომელიც ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს მსხვილი ნაწლავისას.
                რა არის აპენდიციტი?_ აპენდიციტი არის სამედიცინო ტერმინი. ამ ტერმინს ექიმები იყენებენ მაშინ როცა არის აპენდიქსის ინფილტრილება და ანთება. ამ დროს ნაწლავის მოცულობა იზრდება. მის პერფორაციას (გასკდომას) შეიძლება მოყვეს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი გართულებები,
                აპენდიციტი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ბავშვთა ასაკში  გამოირჩევა სწრაფი მიმდინარეობით.  შემთხვევათა რაოდენობა მატულობს პუბერტატულ ასაკში.
                რა არის აპენდიციტის სიმპტომები?- სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავებული ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. აპენდიციტის გამოვლენის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
1)            მუცლის ტკივილი- როგორც წესი ერთ-ერთი პირველი სიმპტომია რომელიც იწყება ჭიპის ირგვლივ და მიგრირებს მარჯვენა საზარდულის მიდამოსკენ. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ხტუნვის და ხველის დროს,
2)            გულისრე –ღებინება.
3)            ცხელება - რომელიც შეიძლება დაიწყოს პირველი სიმპტომების  გამოვლენიდან 1-2 დღის შემდეგ.
4)            უმადობა.
 თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა ზემოთ აღნიშნული სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც მიმართეთ ექიმს.
 
აპენდიციტის დიგნოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში კეთდება შემდეგი ანალიზები და კვლევები:      
1)            სისხლის საერთო ანალიზი.
2)            შარდის საერთო ანალიზი.     
3)            ულტრაბგერითი კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
   აღნიშნული კვლევები ვერ უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტირებას, ამისთვის აუცილებელია მოხდეს როგორც ლაბორატრიული ასევე კლინიკური მონაცემების შეჯერება ექიმის მიერ,
   აპენდიციტის მკურნალობა- აპენდიციტის  მკურნალობის ძირითადი გზა ქირურგიული ჩარევაა. არსებობს ოპერაციის 2 სახე.
1)            მუცლის ღრუს გახსნა_ ამ დროს ხდება მუცლის წინა კედლის კვეთა და აპენდექტომია.
2)            ლაპარასკოპიული მეთოდი _ ამ დროს მუცლის წინა კედელზე კეთდება რამდენიმე ხვრელი რომელიც ბევრად უფრო პატარაა ვიდრე ლაპარატომიის დროს გაკეთებული განაკვეთი, აღნიშნული ხვერელების მეშვეობით მუცლის ღრუში შეყავთ წვრილი გრძელი ქირურგიული ინსტრუმენტები, ერთ-ერთის ბოლოში მიმაგრებულია კამერა, (ლაპარასკოპი) რომლის საშუალებითაც პერიტონეალური სივრცის ვიზუალიზაცია ხდება.
        თუ აპენდიქსი არის გადიდებული და აღინიშნება მის გარშემო მყოფი ქსოვილების ინფილტრატი. ხდება მათი მოცილება.
        იმ შემთხვევაში თუ ბავშს აქვს რამდენიმე დღიანი ანამნეზი და სახეზე გვაქვს დანამატის გასკდომა შესაძლებელია მოხდეს პროცესის ბიოლოგიური შემოიფარგვლა. ასეთ შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, თავდაპირველად ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია და გრძელდება პაციენტზე დაკვირვება დინამიკაში. მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ტარდება ინფილტრირებული არის დრენირება. 
თუ აღნიშნული მკურნალობის მეთოდი იძლევა დადებით დინამიკას ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close