ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: როზეოლა


        რა არის როზეოლა? – როზეოლა  2 წლამდე ასაკის ბავშვებში  გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება და გრძელდება 3–დან 5დღემდე. გამონაყარი ვლინდება ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ.  როგორც წესი მდგომარეობა არ რთულდება და როზეოლა მკურნალობის გარეშე ლაგდება. 

როზეოლის სიმპტომებია:
ცხელებ, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი (t 40 C ). ცხელების ხანგრძლივობა 3-5 დღეა
გამონაყარი
ზოგჯერ ბავშვს აღენიშნება სხვა დამატებითი სიმპტომები:
დაღლილობა
უმადობა
ქუთუთოების  შეშუპება
შეშუპება ყურის უკანა და კისრის მიდამოში

რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილის დასახმარებლად?
როცა თქვენს შვილს აქვს სიცხე შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი:
შესთავაზეთ სითხეები დიდი რაოდენობით. თუ ვერ ღებულობს  სითხეებს შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
სიცხის დამწევად გამოიყენეთ აცეტამინოფენი(პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი. თუ ბავშვს არ აქვს დისკომფორტი არ არის საჭირო დამწევის მიცემა. ასპირინი არასდროს მისცეთ თქვენს შვილს, რადგან  მან  შეიძლება  გამოიწვიოს  რეის სინდრომი.

 რა შემთხვევაში მივმართო ექიმს?
3 თვემდეა და ტემპერატურა მეტია 38C-ზე 
თუ ბავშვის ასაკი 3-36 თვისაა, ტემპერატურა მეტია 38C-ზე და არის მივარდნილი, გაღიზიანებული, არ ღებულობს სითხეს. 
ნებისმიერი ასაკის შემთხვევაში თუ ტემპერატურა მეტა 40C -ზე
თანაარსებული დაავადებებივროგორიც არის: გულის დაავადებები, კიბო, წითელი მგლურა,  ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. 
ცხელება და კანზე ახალი ელემენტები.

   დასჭირდება თუ არა ჩემს შვილს გამოკვლევის ჩატარება? სავარაუდოდ არა.
  როგორია მკურნალობა?– დაავადება ახასიათებს თვითგანკურნების ტენდენცია. ძირითადად საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close