ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კისრის ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია


 რას ნიშნავს „კვანძი“- კვანძი ანუ ლიმფური კვანძი წარმოადგენს ცერცვის ანატომიური წარმონაქმნი, რომელიც მოთავსებულია სხეულის ყველა ნაწილში და ლიმფური სისტემის შემადგენელი ნაწილია. ლიმფური კვანძები გვხვდება კისრის, იღლიის, საზარდულის მიდამოებში. ჩვეულებრივ ლიმფური კვანძი პატარა ზომისაა, ხელით გასინჯვა ან დანახვა პატარა ბავშვის კანის ქვეშ შეუძლებელია. თუ ბავშვის ლიმფური კვანძი გადიდდა ან შეშუპდა, თქვენ შეგიძლიათ მისი გასიჯვა და დანახვა. გადიდებული ლიმფურ კვანძს სამედიცინო ტერმინოლოგიით ლიმფადენიტი ან ლიმფადენოპათია ეწოდება. ლიმფური კვანძის გადიდება რამოდენიმე დღის განმავლობაში წარმოადგენს  მწვავე ლიმფადენოპათიას, მაგრამ თუ ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზია რჩება კვირების განმავლობაში ეს ლიმფადენოპათიაა.
ლიმფური კვანძის გადიდება შეიძლება აღინიშნებოდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ ამ თავში განხილულია კისრის ლიმფური კვანძის გადიდება (ჰიპერპლაზია).
რა იწვევს კისრის ლიმფური კვანძის გადიდებას? სხვადასხვა სამედიცინო მდგომარერეობა შეიძლება იყოს აღნიშნულის მიზეზი. თუმცა ბავშვებში გამოყოფენ 2 ძირითად მდგომარეობას:
ინფექციური დაავადებები (ვირუსული ან ბაქტერიული ფარინგიტი)
არაინფექციური დაავადებები  (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, სიმსივნეები)
 
     რა არის კისრის გადიდიებული ლიმფური კვანძის სიმპტომები:
კისრის გადიდიებული ლიმფური კვანძი ისინჯება კისრის უკანა ზედაპირზე. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს მტკივნეული, განსაკუთრებით შეხებისას, თან ახლდეს, კანის სიწითლე და სიმხურვალე, სხვა თანაარსებული სიმპტომები დამოკიდებულია ძირითადად დაავადებაზე, მაგალითად ვირუსული ინფექციით გამოწვეულ კისრის ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზიას თან ახლავს, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნქვის გაძნელება, ხველა
საჭიროა თუ არა დამატებითი კვლევების ჩატარება? - შესაძლებელია,  ექიმი ან სამედიცინო პერსონალი გადაწყვეტს ლაბორატორიული კვლევების აუცილებლობას. ეს დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობაზე, გადიდებული ლიმფური კვანძის მდებარეობაზე და სხვა თანაარსებულ სიმპტომებზე. ნაჩვენებია შემდეგი ლაბორატორიული კვლევები:
სისხლის საერთო ანალიზი
ხახის ნაცხის შესწავლა
ულტრაბგერითი კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია
ლიმფური კვანძის ბიოფსია (ხდება ლიმფური კვანძიდან ქსოვილის აღება და მისი შესწავლა მიკროსკოპის ქვეშ)
კანის ტესტი ტუბერკულიოზზე
 
როგორ ხდება ბავშვებში გადიდებული კისრის ლიმფური კვანძის მკურნალობა?
მკურნალობა დამოკიდებულია ძირითად მიზეზე და თანაარსებულ სიმპტომებზე. უმრავლეს შემთხვევაში გადიდებული ლიმფური კვანძი სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან უხშირესი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია. თუ კისრის ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზიის მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, ამ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის მიღება ხდება სახლის პირობებში, მაგრამ ზოგჯერ თანაარსებული დაავადების მწვავე მიმდინარეობისას საჭიროა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია (ანტიბიოტიკის შეყვანა ხდება ვენაში).
თუ ლიმფურ კვანძში აღინიშნება ჩირქის არსებობა ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად აუცილებელია ჩირქის დრენირება.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close