ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ვაქცინაცია და ორსულობა


    რას წარმოადგენს ვაქცინა? - ვაქცინა ეს არის საშუალება რომელსაც შეუძლია ჩვენ დაგვიცვას სხვადასხვა, სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებისაგან.  ის ამზადებს ორგანიზმს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. ვაქცინა _  იგივე          „ ვაქცინაცია“ ან „იმუნიზაცია“
    რატომ უნდა ავიცრათ? - აცრები ჩვენ გვიცავს მოულოდნელი საშიში დაავადებების განვითარებისაგან, მაშინ როდესაც კონტაქტი გვაქვს ამ დაავადებების გამომწვევ აგენტებთან.  თუ ქალი არ აპირებს დაორსულებას, ის მაინც უნდა იყოს სრულად აცრილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვისას სრულყოფილად აცრების ჩატარება,  რადგან ორსულობის პერიოდში ამ ვერაგ დაავადებებთან კონტაქტმა შესაძლოა ავნოს,  როგორც მომავალ დედას, ასევე ნაყოფს.
    რა უნდა ვიცოდე ვაქცინაციის შესაებ, როდესაც გადავწყვეტ ბავშვის გაჩენას? - პირველ რიგში აუცილებელია გაარკვიოთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი,  ანუ სიცოცხლის მანძილზე რომელ დაავადებაზე ხართ აცრილი, თუ ამის დადგენას ვერ ახერხებთ,  არსებობს სპეციალური სისხლის ტესტები, რომლებიც ადგენენ თქვენს იმუნიტეტს ამა თუ იმ დაავადებაზე. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინაცია არ ჩაგიტარებიათ,  მაშინ სანამ დაორსულდებით, მანამ უნდა შეძლოთ იმუნიზაცია, რადგან ორსულობის პერიოდში ზოგიერთი აცრის ჩატარება უკუნაჩვენებია. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილას აცრებს. ამ დავაადებების ორსულობის პერიოდში შეძენას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოყვეს. კერძოდ:
-         ახალშობილი თანდაყოლილი პათოლოგიებით
-         ნაადრევი მშობიარობა
-         თვითნებური აბორტი
-         ინფექციის გავრცელება ახალშობილზე
  წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილას აცრების ჩატარება შესძლებელია ორსულობამდე მინიმუმ  1 თვით ადრე.
მესაჭიროება თუ არა ჩუტყვავილას აცრა, მაშინ, როდესაც მე ეს დაავადება უკვე გადავიტანე? - თუ ჩუტყვავილა გადატანილი გაქვთ, მაშინ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება საჭირო აღარ არის, რადგან დაავადება განმეორებით აღარ დაგემართებათ.
რომელი ვაქცინის გაკეთება არის უსაფრთხო ორსულობის პერიოდში? - არსებობს ვაქცინები, რომელთა გაკეთებაც ორსულობის პერიოდში უსაფრთხოა. ესენია:
-         გრიპის საწინააღმდეგო აცრა ( ინფლუენსა) - ამ აცრას ყველა მოზრდილი ადამიანი უნდა იკეთებდეს ყოველწლიურად, განსაკუთრებით ორსულები, რადგან ისინი გაცილებით ზიანდებიან გრიპის ვირუსით დაინფიცირებისას . გრიპის ვაქცინა თქვენ დაგიცავთ მთელი ორსულობის პერიოდში ამ დაავადებისაგან, ასევე თქვენს პატარას დაბადებიდან რამდენიმე თვის მანძილზე.
-         ტეტანუსი, დიფტერია, ყივანახველა- ტეტანუსი იწვევს კუნთების დამბლას, დიფთერია რუხ ნადებს ხახაზე, რომელიც სუნთქვის პრობლემების მაპროვოცირებელია, ხოლო ყივანახველას ახასიათებს ძალზედ შემაწუხებელი ხველა, რომელიც ხანგრძლივდება დიდი ხნის მანძილზე. ტეტანუსი, დიფტერია და ყივანახველას ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის 27-36 კვირაზე.
-         ორსულმა ქალმა შესაძლებელია ჩაიტაროს სხვადასხვა ინფექციის საწინააღმდეგო აცრა, თუ ის აპირებს მოგზაურობას იმ ქვეყნებში სადაც დაავადების კერაა.
რამდენი ვაქცინის გაკეთებაა საჭირო ვაქცინციის პერიოდში?  - ზოგი ვაქცინა იმუნიტეტს გამოიმუშავებს ერთჯერადი აცრის შემდეგ, ზოგისთვის საჭიროა ორჯერადად აცრა. იმუნიტეტის გამომუშავება ხდება იმუნიზაციიდან რამდენიმე კვირაში.
   რა გვერდითი ეფექტები ვლინდება ვაქცინაციის შემდეგ? - ზოგი ვაქცინა არ ხასიათდება გვერდითი ეფექტებით, ზოგისთვის კი მათ წარმოადგენს:
-         ადგილობრივად ინექციის ადგილზე შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა.
-         დაბალი ტემპერატურა
-         მსუბუქი გამონაყარი
-         თავის ან მთელი სხეული ტკივილი
  არის უფრო სერიოზული გამოვლინებებიც,  მაგალითად როგორიც არის ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს ნებისმიერი სხვა სიმპტომის შემთხვევაში.
როგორ უნდა მოვიქცე, თუ მე მაქვს ალერგია კვერცხზე? - აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ზოგი ვაქცინა მზადდება კვერცხის ცილაზე, ასე რომ მან შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია თქვენს შემთხვევაში.  ექიმი გირჩევტ, რომელი ვაქცინის გაკეთება არის რეკომენდირებული ასეთ დროს.
როგორ უნდა მოვიქცე, თუ არასოდეს ჩამიტარებია წითელა, წითურა და ყბაყურას ვაქციანაცია და უკვე ვარ ორსულად? - როგორც ვიცით ამ აცრების ჩატარება ორსულების პერიოდში უკუნაჩვენებია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანებს. თუ თქვენ გექნებათ მათთან კონტაქტი, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რათა მოგცეთ ისეთი წამლები, რომლებიც შეამცირებს თქვენი დაინფიცირების რისკს.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close