ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ვარიცელა (ჩუტყვავილას) ვაქცინა

ვარიცელა (ჩუტყვავილას) ვაქცინა

ჩუტყვავილა არის ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე გამონაყარის არსებობა, კანის ქავილი. მისი გამომწვევია ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი შეიძლება ლატენტურად (,,ფარულად“) დარჩეს ორგანიზმში და გამოიწვიოს მტკივნეული გამონაყარი - ჰერპეს - ზოსტერი. ჩუტყვავილას განვითარების თვიდან აცილება შეგვიძლია სპეციფიური ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით. (ე.წ. ვარიცელა ვაქცინა)

 რა ასაკში ხდება იმუნიზაცია ვარიცელა ვაქცინით? - პირველი ვაქცინაცია ხდება 12 – 18 თვის ასაკში, მე-2 ვაქცინაცია - 4 – 6 წლის ასაკში. იმისთვის რომ ბავშვი სრულად დავიცვათ ინფექციის განვითარებისაგან, საჭიროა ვაქცინაციის ჩატარება ორჯერ. ერთჯერადი ვაქცინაცია არ არის საკმარისი.
მოზრდილებს, რომელთაც არ ჰქონიათ ჩუტყვავილა და არ არიან ვაქცინირებული საჭიროებენ აცრას შემდეგ შემთხვევებში:
- თუ მუშაობენ ჯანდაცვის დაწესებულებებში ან მცირე ასაკის ბავშვებთნ.
- არიან მჭიდრო კონტაქტში იმუნოდეფიციტის მქონე, სიმსივნით ან შიდსით დაავადებულებთნ.
- ცხოვრობენ ან მუშაობენ სასწავლებლებში ან საპატიმროებში, სადაც ერთად ბევრი ხალხი ცხოვრობს.
- სხვა ქვეყანაში მოგზაურობის შემთხვევაში.
- ქალები 45 წლამდე.

ვინ არ საჭიროებს ვარიცელა ვაქცინით აცრას? - ექიმები არ უწევენ რეკომენდაციას ვაქცინირებას შემდეგ შემთხვევებში:
-  ბავშვები, რომელთც აქვთ იმუნოდეფიციტი 
- ორსულები ან ქალები, რომლებიც მალე გეგმავენ დაორსულებას
- ბავშვები და მოზრდილები, რომელთაც უკვე ჰქონდათ ჩუტყვავილა
- ადამიანები, რომლების დაბადებულები არიან 1980 წლამდე (როგორც წესი, მათ გადატანილი აქვთ ჩუტყვავილა)

რა არის ვარიცელა ვაქცინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები? - უხშირესი გვერდითი ეფექტია მტკივნეულობა ვაქცინაციის (ინექციის) დროს.

რა სიმპტომები ახასიათებს ჩუტყვავილას? - ეს სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, უმადობა, შემდგომ მათ ემატება ჩუტყვავილასათვის დამახასიათებელი გამონაყარი. ეს არის მცირე ზომის გამჭვირვალე სითხის მქონე ბუშტები, რომელიც ხასიათდება ქავილით. ბუშტების მთლიანობა ირღვევა, შრება და იფარება ქერქით. გამონაყარი უკუგანვითარდება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.
როგორ ვრცელდება ჩუტყვავილა? -  თუ თქვენ არ ხართ ვაქცინირებული ან არ გქონიათ ჩუტყვავილა,  დაავადდებით ჩუტყვავილას მქონე პირთან კონტაქტის შემდეგ.
საჭიროებს თუ არა ჩუტყვავილა მკურნალობას? -  დაავადებულ ბავშვს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდება. თუ მოზარდი ან მოზრდილი ადამიანი დაავადდა  ჩუტყვავილით, მას შესაძლოა დასჭირდეს  მკურნალობა (აციკლოვირი). ძირითადად ჩუტყვავილის შემთხვევაში იყენებენ  სხვადასხვა სიმპტომური საშუალებებს.  მაგ: ცხელების ან ქავილის საწინააღმდეგოდ. მაგრამ გახსოვდეთ, არასოდეს მისცეთ ასპირინი 18 წლამდე პაციენტს ისეთი საშიში სინდრომის განვითარების რისკის გამო, როგორიცაა რეის სინდრომი.
როგორ უნდა მოვიქცეთ ჩუტყვავილით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში?
თუ არ ხართ ვაქცინირებული ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. შესაძლოა მოხერხდეს დაავადების თავიდან აცილება. ვაქცინაციამ დაავადებულთან კონტაქტის შემდეგაც კი,  შესაძლოა თავიდან აგაცილოთ დასნებოვნება. 
როგორ უნდა მოიქცეს ფეხმძიმე ქალბატონი ჩუტყვავილით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში?
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ჩუტყვავილით დასნებოვნებამ ორსულობის დროს ,შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ როგორც თქვენ, ასევე თქვნს პატარას.  თუმცა არსებობს მედიკამენტი, რომელიც დაგეხმარებათ დროულად გამოყენების შემთხცვევაში. 
 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close