ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კრუპი

კრუპი
რა არის კრუპი? – „კრუპი“ ამ ტერმინით ექიმები აღნიშნავენ ინფექციების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ ტრაქეაზე,  სასუნთქი გზების მთავარ შემადგენელ ელემენტზე, რომლის საშუალებითაც ვსუნთქავთ. კრუპი ყველაზე ხშირად გვხვდება 6 თვიდან - 3 წლამდე ასაკში, ის იწვევს ხველას, რომელიც მოგვაგონებს სელაპის ხმას. ხშირ შემთხვევაში კრუპი გაივლის თავისით, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ექიმის დახმარება.
   როგორია კრუპის სიმპტომები? - როგორც წესი იწყება ჩვეულებრივი გაციებით, დასაწყისში ბავშვებს აღენიშნებათ ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ერთი ან ორი დღის შემდეგ იწყება:
ხველა, რომელიც მოგვაგონებს სელაპის ხმას ან ბაყაყის ყიყინს
ხმის ჩახლეჩა (შესაძლოა იყოს ხმის სრული დაკარგვა -აფონია)
ცხელება (ტემპერატურა 100,4 F ან 38.0*C)
ხმაურიანი, მსტვინავი სუნთქვა, განსაკუთრებით დატვირთვის დროს
ეს სიმპტომები როგორც წესი უარესდება ღამით.
უნდა მიმართოთ თუ არა ექიმს? ყველა შემთხვევა არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტს, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან სიმპტომს.
      გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა თუ თქვენი ბავშვი:
გალურჯდა ან ძალიან ფერმკრთალია
სუნთქვა გაუძნელდა
არ შეუძლია ლაპარაკი ან ტირილი, რადგანაც ვერ იღებს საკმარის ჰაერს
ძალიან მოწყენილია
გამოხატულია ძილიანობა ან არ გეკონტაქტებათ
     დაურეკეთ თქვენს პედიატრს თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან ეჭვი ბავშვის მდგომარეობის შესახებ ან თუ:
ხველა არ გაივლის 
თქვენს ბავშვს აქვს ნერწყვდენა ან არ შეუძლია ყლაპვა
თუ აქვს ხმაურიანი სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში
თუ კანი და კუნთები ნეკნებს შორის და გულმკერდის ქვემოთ არის ჩადრეკილი
თუ თქვენი ბავშვი არის 3 თვემდე ასაკის და აქვს ცხელება (38.0*C და მეტი)
ან თუ თქვენი ბავშვი არის 3 თვეზე მეტის, მაგრამ აქვს ცხელება (38.0*C და მეტი) 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში
აქვს კრუპის სიმპტომები, რომელიც 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.
 
როგორ ვუმკურნალოთ კრუპს? მთავარი მკურნალობა მიმართულია იმისკენ  რომ დავრწმუნდეთ რომ ბავშვი იღებს საკმარის ჟანგბადს. ამისათვის ექიმი ბავშვს აწვდის:
ასუნთქებს ტენიან ჰაერს ან ჟანგბადს
პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ შეშუპებას და სასუნთქ გზებს ხდის გამავალს
 
         კრუპის დროს ანტიბიოტიკები არ გამოიყენება, რადგანაც კრუპი გამოწვეულია ვირუსებისგან და ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე.
 
        შემიძლია თუ არა მე, როგორც მშობელს ვიმოქმედო დამოუკიდებლად ბავშვის დასახმარებლად? დიახ, შეგიძლიათ:
გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი საძინებელ ოთახში ან სააბაზანოში მოუშვით ცხელი წყალი და დაჯექით იქ ბავშვთან ერთად
ცხელების დროს გამოიყენეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. არ გამოიყენოთ ასპირინი 18 წლამდე ასაკში.
კვებეთ თბილი სითხეებით
თავი წამოუწიეთ ბალიშით ან ჩასვით მანქანის სავარძელში. არ გამოიყენოთ ბალიში თუ ბავშვი არის 12 თვეზე მცირე ასაკის.
დაიძინეთ ბავშვთან ერთად ოთახში და იყავით ყურადღებით, რომ არ გამოგეპაროთ სუნთქვის გაძნელება
არ მოწიოთ სიგარეტი ბავშვთან ახლოს
დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი ღებულობს საკმარის სითხეს.
 
         როგორ შეხვდა ჩემს ბავშვს კრუპი? კრუპის გამომწვევი არის ვირუსები, რომლებიც ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ამ ვირუსებს ადამიანი გამოყოფს გარემოში ხველის ან ცემინების დროს.
 
         შეგვიძლია თუ არა მოვახდინოთ პრევენცია? შეგვიძლია შევამციროთ რისკი კრუპის განვითარების თუ:
დავიცავთ ჰიგიენის წესებს, ხშირად დავიბანთ ხელს და დავბანთ ბავშვსაც საპონით ან სპირტის შემცველი ხსნარებით.
მოვერიდებით ავადმყოფ ბავშვებს და მოზრდილებს
დარწმუნდით. რომ თქვენს ბავშვს ჩატარებული აქვს ყველა ასაკობრივი ვაქცინაცია, ასევე ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებმაც და მშობლებმაც.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close