ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება ბავშვებში


ტუალეტის ჩვევის სწავლება ბავშვებში მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისათვის. პირველ რიგში მშობლებისთვის ეს ნიშნავს გათავისუფლებას საფენებისგან, ხოლო  პატარასთვის ეს არის ნაბიჯი თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობისკენ.
სანამ ამ ჩვევის ჩამოყალიბებაზე ზრუნვას დავიწყებთ საჭიროა ვიცოდეთ,არის თუ არა ბავშვი მზად ამისთვის,როგორ დავეხმაროთ მას და რა გავაკეთოთ პრობლემების გადასაჭრელად.
 ბავშვს უნდა შეეძლოს:
 1.ტუალეტში სიარული, ქოთანზე ჯდომა
2.დღის გამნავლობაში რამდენიმე საათი სიმშრალის შენარჩუნება
3.ტანსაცმლის ჩაცმა
4.ტუალეტში წასვლის საჭიროების გაცნობიერება
5.მიმბაძველობა მშობლისა და უფროსი ასაკის ბავშვების მიმართ
 ტუალეტის  სწავლების დროს მშობელმა უნდა შეარჩიოს ბგერები, რომელსაც გამოიყენებს უშუალოდ ამ პროცესის აღსაწერად. სწავლების განმავლობაში ხშირად გამოუცვალოს საფენი,რათა ბავშვმა იგრძნოს მშრალი  საფენის უპირატესობა. რეკომენდირებულია ღამის ქოთნის შეძენა ბავშვთან ერთად, ადგილის მიჩენა ბავშვისთვის მოსახერხებელ ადგილას, როგორიცაა საძინებელი ან სათამაშო ოთახი.
გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა თქვენს შვილთან მუშაობისას:
წაახალისეთ ბავშვი,იმისთვის რომ მიგანიშნათ ტუალეტის საჭიროება.
დაუყვავეთ, იყავით მომთმენნი და ნუ გაუწყრებით თუ ჩაისველა ან არ გამოიყენა ქოთანი.
ჩააცვით მისთვის მოსახერხებელი ტანსაცმელი, მუდამ თან იქონიეთ სათადარიგო ტანსაცმელი.
ნუ ჩარეცხავთ უნიტაზს სანამ ბავშვი ზის, ბიჭებს მდგომიარე პოზიციაში მოშარდვა  ასწავლეთ მას შემდებ რაც ის მიეჩვევა ქოთნის მოხმარებას.
შეახსენეთ პატარას დილით გაღვიძებისას და დღის განმავლობაში ტუალეტის საჭიროება.
2–4 წლამდე ბავშვთან უშედეგო სწავლების დროს საჭიროა მცდელობის შეწყვეტა 2–3 თვით,ხოლო თუ ბავშვი არის 4 წელზე მეტი ასაკის  რანდენიმე თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სწავლებისას წარმოიქმნება სიძნელეები,როგორიცაა ჩასველება,უარი ტუალეტის გამოყენებაზე. განუმარტეთ ბავშვს, რომ საჭიროა თამაშის ან ნებისმიერი საქმიანობის შეწყვეტა ტუალეტის საჭიროებისას. როდესაც ბავშვი მიჩვეულია ტუალეტის გამოყენებას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შემთხვევით ჩასველების აქტს. ქრონიკული ყაბზობისას საჭიროა პრობლემის აღმოფხვრა,რადგან მტკივნეული და გაძნელებული დეფეკაცია განაპირობებს უარის თქმას ტუალეტის გამოყენებაზე.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close