ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: პირის ღრუს და კბილების ტრავმა ბავშვებში



პირის ღრუს ტრავმაა, როცა ზიანდება ტუჩები, ენა, ხახა ან კბილები. კბილი შეიძლება მოტყდეს, მოირყეს ან ამოვარდეს.
ბავშვთა ასაკში პირის ღრუს ტრავმა საკმაოდ ხშირია. ბავშვთა თითქმის ნახევარი ერთხელ მაინც იზიანებს პირის ღრუს ან კბილებს. ხშირ შემთხვევაში ტრავმა უმნიშვნელოა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული დაზიანებებიც, ამიტომ უნდა იცოდეს მშობელმა, როდის მიმართოს ექიმს.

ყველაზე ხშირი მიზეზები, რის გამოც ბავშვები პირის ღრუს იზიანებენ, შემდეგია:
ვარდნა
სათამაშო სპორტის სახეობები
ჩხუბი
რამე საგნის მოხვედრა.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს:
თუ ბავშვს აღენიშნება ძლიერი ტკივილი დაზიანებულ არეში;
დაზიანებული არე მგრძნობიარეა ცხელის ან ცივის მიმართ;
კბილი გატეხილია, ამოვარდნილი ან დაკარგული ტრავმის შედეგად;
თუ აღენიშნება დიდი ზომის ჭრილობა სახის ან პირის ღრუს არეში, ან სისხლდენა გრძელდება 10 წუთზე მეტხანს, ჭრილობაზე ზეწოლის მიუხედავად;
პირის გაღებისა და დახურვისას ყბის მოძრაობა მტკივნეულია;
ბავშვს უჭირს ყლაპვა ან სუნთქვა;
აღინიშნება უცხო საგნის ჩაჭედვა ენაზე, ლოყაში ან ხახაში;
უცხო საგანმა დააზიანა ხახის კედელი;
ბავშვი სუსტადაა ან მივარდნილი, საუბრობს აბნეულად, ცუდად გამოიყურება;
აღენიშნება ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, სიწითლე, მტკივნეულობა და მდგომარეობა დროში უარესდება.
ამ შემთხვევაში მშობელს შეუძლია:
დაფაროს დაზიანებული არე სტერილური საფენით, თუ აღინიშნება სისხლდენა. და ზეწოლა გააგრძელოს 10 წუთის განმავლობაში.
მისცეს ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი, როგორიცაა მაგალითად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.
ექიმი გადაწყვეტს რა დამატებითი კვლევა არის საჭირო, იმის მიხედვით თუ რა სიმპტომები აღენიშნება ბავშვს. ძირითადად ხდება ბავშვის გასინჯვა და ინფორმაციის მიღება, თუ რა სახით მოხდა ტრავმის მიღება.  ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს რენტგენოლოგიური კვლევა მოტეხილობის, კბილის დაზიანების ან გადაყლაპული კბილის გამოსავლენად.
დამატებითი მკურნალობის აუცილებლობა დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე, ტრავმის სირთულეზე და ბავშვის ასაკზე.  შეიძლება ბავშვს საერთოდ არ დასჭირდეს მკურნალობა.
კბილების დაზიანებისას მკურნალობა დამოკიდებულია სარძევე კბილია დაზიანებული თუ მუდმივი კბილი.
კბილების მოცვლა იწყება 6-7 წლის ასაკიდან.  მუდმივი კბილები ვიზუალურად განსხვავდება სარძევე კბილებისგან. თუ მშობელი ან ბავშვის პედიატრი დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომელი კბილი შეიძლება იყოს დაზიანებული, რენტგენის საშუალებით შეიძლება მოხდეს ამისი დადგენა.
სარძევე კბილების მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანებაზე. სტომატოლოგმა შეიძლება კბილი აღადგინოს, მოაცილოს ან საერთოდ არ ჩაერიოს. სარძევე კბილის ამოვარდნის შემთხვევაში მუდმივი კბილი ჩვეულებრივ იზრდება.

მუდმივი კბილის მკურნალობაც დამოკიდებულია დაზიანების სახეზე.
თუ კბილი მოირყა, სტომატოლოგმა შეიძლება დააბრუნოს კბილი თავის ადგილზე. ამ შემთხვევაში საჭიროა კბილის ფიქსაცია, სანამ არ მოხდება შეხორცება.
თუ კბილი გატყდა, სტომატოლოგმა შეიძლება შეაერთოს ნატეხები (ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მოიძიოს ყველა ნატეხი და ჩადოს გამდინარე წყალში ან დაფაროს კბილი კბილის მსგავსი მასალით.
თუ კბილი ამოვარდა, საჭიროა სწრაფი მოქმედება, კბილი უნდა ჩაისვას თავის ადგილას რაც შეიძლება სწრაფად. კბილის გადარჩენა შეიძლება თუ ჩასმა 15 წუთის განმავლობაში მოხდება.
თუ საჭიროა ლოდინი,  კბილი უნდა ჩაიდოს ცივ რძეში, ამ შემთხვევაში კბილის ჩასმა 1 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
კბილის ჩასმა შეიძლება მოხდეგ შემდეგნაირად:
დაიჭირეთ კბილი გარეთა კიდით.
გამორეცხეთ კბილის ბუდე გამდინარე წყლით.
ჩასვით კბილი ბუდეში.
ჩაუდეთ პირსახოცი ბავშვს კბილებს შორის  და სთხოვეთ კბილების მოჭერა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს.

პირის ღრუს სხვა დაზიანებების მკურნალობაც დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე, ტრავმის ტიპზე და სიმძიმეზე.
შეიძლება ბავშვს საერთოდ არ დასჭირდეს მკურნალობა. 
ზოგ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება დასჭირდეს:
1. ნაკერების დადება - ტუჩის ან ენის ჭრილობის დასაფიქსირებლად;
2. ქირურგიული ჩარევა, თუ ბავშვს გაეხვრიტა ხახა ფანქრით, კბილის ჯაგრისით, ლოლიპოპით (ჩუპა-ჩუპსით) ან სხვა საგნით;
3. ანტიბიოტიკები ზოგიერთი ინფექციის პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის;
4. ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა.

როგორ შეიძლება მოვახდინოთ პირის ღრუს და კბილების ტრავმის პროფილაქტიკა ბავშვებში?
ამისთვის საჭიროა:
სპორტული თამაშების დროს სპორტული ნიღბის გამოყენება. 
საკვების მიღება მჯდომარე მდგომარეობაში.
პირის ღრუში მხოლოდ საკვების და სასმელის მოთავსება.
მანქანაში ჭამისგან თავის არიდება.



ე.გარსევანიძე

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close