ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: პირის ღრუს პრობლემები და პრევენციული ღონისძიებები ახალშობილებსა და ბავშვებში

პირის ღრუს პრობლემები და პრევენციული ღონისძიებები ახალშობილებსა და ბავშვებში

პირის ღრუს მრავალი დაავადება, მათ შორის კბილის კარიესი, არასწორი თანკბილვა და ფლუროზი იწყება ბავშობის ასაკში, ამიტომ პრევენციული ღონისძიებების რეგულარული დაცვა უნდა დავიწყოთ ადრეული ასაკიდან. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ორგანიზაციის მონაცემებით კბილის კარიესი ორიდან ხუთ წლამდე ასაკში გაიზარდა 24%-დან 28 %-მდე

კარიესის რისკ ფაქტორების შეფასება

რისკ ფაქტორების შეფასება წლამდე ასაკის ბავშვებში საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ პირის ღრუს მოსალოდნელი პრობლემები. უნდა მოხდეს როგორც ანამნეზის ასევე ფიზიკალური გასინჯვის შედეგების შეჯამება. ბავშვებში სადაც ვლინედება შემდეგი რისკ ფაქტორები, აუცილებელია პრევენციული რონისძიებების დროული დაწყება და კონსულტაცია სპეციალისტთან

დაბალი სოციალურ-ეკონომიური გარემო

დედის ინტელექტის დაბალი დონე

ხანგრძლივი ძუძუთი კვება ან ბოთლით კვება (>12 თვე)

შაქრის ჭარბი მოხმარება

დღის განმავლობაში “ტუჩიანი “ ჭიქის ხშირი გამოყენება 

დაძინების დროს ბოთლით დამტკბარი სითხის მიღება

ფტორის სიმცირე ან სიჭარბე (0,05მგ/კგ და მეტი დღის განმავლობაში)

თვალით შესამჩნევი ლაქები ზედა წინა კბილებზე

კბილის ემალის დეფექტები

თამბაქოს კვამლის ზეგავლენა

პრევენციული ღონისძიებები მოიცავს შემდეგ მეთოდებს

წოვითი პროცესების და ჩვევების უგულვებელყოფა - წოვითი მოძრაობები მიზეზი ხდება არასწორი თანკბილვის (მატყუარას ხანგრძლივი გამოყენება, ძუძუთი კვება ან ბოთლით კვება 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში)

პირის ღრუს ჰიგიენა - 6 თვიდან 2 წლამდე კბილების გასუფთავება დღეში ერთხელ საკმარისია, ხოლო შემდეგ დღეში ორჯერ. მშობელმა უნდა შეარჩიოს რბილი ჯაგრისი. ფლუროზის თავიდან აცილების მიზნით, ფტორის შემცველი კბილის პასტა უნდა გამოვიყენოთ მცირე რაოდენობით . 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ფტორის შემცველი კბილის პასტის ძალიან თხელი ფენა უნდა ფარავდეს ჯაგრის მხოლოდ ნახევარს

სწორი კვებითი ჩვევები

პირის ღუს ტრამვის პრევენცია

ამერიკის აკადემიის პედიატრთა ასოციაციის მიერ რეკომენდირებულია სკრინინგი წლამდე ასაკის ბავშვებში.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close