ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: საშიშროების ნიშნები

საშიშროების ნიშნების შეფასება
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს პედიატრს , თუ ბავშვი:
 
არის მივარდნილი, ადინამიური, არ გცემთ შეკითხვაზე პასუხს ან ვერ ფხიზლდება
გახშირებულად ან ხმაურიანად სუნთქავს
გალურჯებული აქვს ტუჩები, ენა ან ფრჩხილები
აქვს დაჭიმული კისერი
აქვს ძლიერი თავის ტკივილი
უჩივის მუცლის მწვავე ტკივილს
აქვს გამონაყარი ან სისხლჩაქცევები
უარს ამბობს სითხის მიღებაზე
ტირის განუწყვეტლივ
არის ჭირვეული და გაღიზიანებული
 
დაგეგმეთ ვიზიტი პედიატრთან, თუ ბავშვს:
 
აქვს დიარეა, რომელიც გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს
აქვს ღებინება უკანასკნელი 24 სთ-ის განმავლობაში
გამოხატულია დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ნიშნები (უცრემლოდ ტირილი, ნაკლებად აქტიური, შარდის რაოდენობის შემცირება)
აქვს ყელის ან ყურის ტკივილი

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close