ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ახალშობილთა კოლიკა

ახალშობილთა კოლიკა წარმოადგენს ჩვილ ასაკში გადაჭარბებული ტირილის მიზეზს . იგი ძირითადად იწყება 3-4 კვირის ასაკში და გრძელდება 3-4 თვემდე, ვლინდება ახალშობილთა თითქმის 40%-ში. იგი გარდამავალი პრობლემაა, 60%-ში გაივლის გაივლის 3 თვემდე ასაკში, ხოლი 90%-ში 4 თვემდე. მისი მიზეზი უცნობია და ერთნაირი სიხშირით გვხვდება შემდეგ ჯგუფებში:
• გოგონებსა და ბიჭებში
• ბუნებრივ და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში
• დროულ და დღენაკლ ახალშობილებში
კოლიკის დროს ტირილს ძლიერი (გადაჭარბებული) ხასიათი აქვს, ვითარდება უეცრად, ძირითადად დღის მეორე ნახევარში. ტირილის მიზეზი მშობლისთვის უცნობია, რაც მათ შეშფოთებასაც იწვევს. ტირილი რომელიც ვლინდება კვების შემდეგ, შეიძლება გამოწვეული იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსით ან ჰაერის გადაყლაპვით წოვის დროს .

რით დავეხმაროთ პატარას?
• ეცადეთ კვების დროს ჩვილი ვერტიკალურად გეჭიროთ, რადგან კვებისსწორი ტექნიკა ამცირებს წოვის დროს გადაყლაპული ჰაერის რაოდენობას.
• ბუნებრივი კვების დროს დედამ უნდა შეზღუდოს საკვებ რაციონში ისეთი  პროდუქტები როგორიცაა რძე, კვერცხი, თხილი, შოკოლადი, კოფეინის შემცველი და ცხარე საკვები
• აიყვანეთ პატარა ხელში, დასამშვიდებლად საწოვარა მიეცით, ჩასვით თბილ წყალში (მთლიანად ან წელს ქვემოთ) 
• ხელისგული საათის ისრის მიმართულებით ნაზად დაუსვით მუცელზე

რანდომიზირებული კვლევებით დადგენილია რომ ახალშობილთა კოლიკის მკურნალობაში სიმიტიკონის, სოიოს ცილის შემცველი ფორმულის ან პრობიოტიკების გამოყენებას დადებითი ეფექტი არ გააჩნია

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close