ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: საკვებისმიერი ალერგია

რა არის საკვებისმიერი ალერგია?
 საკვებისმიერი ალერგია არის ადამიანის იმუნური სისტემის „გაუკუღმართბული არანორმალური“პ ასუხი გარკვეული სახის საკვებ პროდუქტებზე ე. წ. ალერგენებზე
ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია:
რძე და რძის შემცველი პროდუქტები(ნაყინი კარაქი...)
კვერცხი
ხორბალი
სოიო
არახისი
კაკალი
ნუში
თევზი
მოლუსკები(კრევეტები, ხამანწკები)
რა სიმპტომები ახასიათებს საკვებისმიერ ალერგიას?
სიმპტომატიკა მეტად მრავალფეროვანია და შეიძლება ვარირებდეს მსუბუქად გამოხატული სიმპტომებიდან მძიმე ალერგიულ რეაქციებამდე. მსუბუქი ხარისხის ალერგიისათვის დამახასიათებელია შმდეგი ნიშნების არსებობა:
ურტიკარია ანუ“ ჭინჭრის ციება“-აღინიშნება კანზე ლაქების არსებობა, რომელსაც ახლავს სიწითლე, შეშუპება, და ქავილი.
კანის სიწითლე, შეშუპება
თვალების სიწითლე, ქავილი ,ცრემლდენა
სეროზული გამონადენი ცხვირიდან,ცემინება
ალერგიული რეაქციის მძიმე ხარიხს  „ანაფილაქსია“ ეწოდება. დამახასიათბელი სიმპტომებია:
ხორხის შშუპება, შეტევითი ხველა
ვიზინგი, ან სუნთქვის გაძნელება
ლეტალური გამოსავალი  
როგორ ხდება საკვებისმიერი ალერგიის დიაგნოსტირება?
ამისათვის ალერგოლოგები იყენებენ ფართოდ გავრცელებულ 2 ტესტს: კანის სინჯი („პრიკ“-ტესტი) და სისხლის ტესტი.
„პრიკ“-ტესტირებისას პაციენტის კანში გაკაწვრის გზით შეყავთ მცირე ოდენობის ალერგენი. ამის შმდეგ ექიმი აწარმოებს დაკვირვებას. განაკაწრის ადგილას გაწითლება, ამობურცვა, ქავილი ალერგიის არსებობაზე მიუთითებს.
რაც შეეხებს სისხლის ტესტს ამ დროს ხდება სპეციფიური Iგ E განსაზღვრა( Iგ E ორგანიზმის ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს)
საჭიროა თუ არა ექიმთან ვიზიტი?
თუ პაციენტს აღნიშნება მმძიმე ხარისხის ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის)ნიშნები დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და ეპინეფრინის შეყვანა ორგანიზმში. მათ ვისაც ადრეც ქონიათ ანაფილაქსიური რეაქცია მუდამ თან უნდა ატარონ ე.წ. „ეპიპენი“ ავტოინჯექტორი-ეს არის მზა ეპინეფრინი ,პორტატული მოწყობილობა და მისი გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი ექსტრემალურ პირობებში.
შესაძლებელია თუ არა ალერგიული რეაქციის განვითრებისგად დაცვა  პრევენცია?- შესაძლოა თუ მოვახდენთ ალერგენის მოცილებას ან მის რაოდენობას მინიმუმამდე დავიყვანთ.
თუ თქვენ აღგენიშნებათ საკვებისმიერი ალერგია გაითვალისწინეთ შმდეგი რჩევები:
„ახალი“ პროდუქტის შეძენისას გაეცანით ეტიკეტს- მის შედგენილობაში ხომ არ შედის თქვენთის ალერგიული კომპონენტი;
თუ სადილობთ რესტორანში გააფრთხილეთ პერსონალი რომ ალერგიული ბრძნდებით;
ყოველთვის თნ გქონდეთ ეპინეფრინი;
ატარეთ სპეციალური სამედიცინო სამაჯური რომელზეც მითითებულია თვენი ალერგიულობის შესახებ.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close