ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: მაღალი არტერიული წნევა

რამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა? როგორ ვუმკურნალოთ?

ექიმთან ყოველი ვიზიტის დროს უნდა ხდებოდეს ბავშვის არტერიული წნევის კონტროლი, რომელსაც შემდგომ ვადარებთ სტანდარტულ მაჩვენებელს - ასაკის, სქესის და სიმაღლის გათვალისწინებით.
მაღალ არტერიულ წნევას ჰიპერტენზია ეწოდება. ცალკე უნდა გამოვყოთ ტერმინი პრე ჰიპერტენზია- მდგომარეობა როდესაც არტერიული წნევა არის ნორმის ზედა ზღვარზე ან მცირედ აღემატება მას.
მაღალი არტერიული წნევის სიმპტომები -მაღალი არტერიული წნევა ჩვეულებრივ სხვა სიმპტომებს ბავშვებში არ იწვევს.
რატომ აქვს ჩემს ბავშვს მაღალი არტერიული წნევა?  
ზოგჯერ მაღალი არტერიული წნევა გამოწვეულია სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობებით, ზოგ შემთხვევაში კი პირველადი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, მას ასევე შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრული ხასიათი.
ბავშვის შეფასებისას წნევის განსაზღვრა უნდა მოხდეს ზედა და ქვედა კიდურზე (სიზუსტის დადგენის მიზნით), ასევე ექიმმა ან ექთანმა უნდა გააკეთოს შემდეგი პარაკლინიკური კვლევები:
ლაბორატორიული ტესტები
გულისა და თირკმლის ულტრაბგერითი კვლევა
აუცილებლად უნდა მოხდებს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, რადგან ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა გართულებები.
ბავშვობის ასაკში მაღალი არტერიული წნევა, მოზარდობის ასაკის ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორია, რაც თავის მხრივ ზრდის ინსულტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს.
ბავშვთა მცირე რაოდენობას მაღალ არტერიულ წნევასთან ერთად შეიძლება ჰქონდეს გულყრები ან გულის უკმარისობის სხვა ნიშნები. გულის უკმარისობა ეს არის მდგომარეობა როდესაც გულის ძირითადი ფუნქცია, სისხლის გადატყირცნა პერიფერიაზე მცირდება.
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
ჰიპერტენზიის დროს ხდება პირველადი მიზეზის მკურნალობა. ასავე გასათვალისწინებელია ბავშვის ცხოვრების სტილიც, კერძოდ:
თუ ბავშვს აქვს ჭარბი წონა უნდა მოხდეს  წონის კორექცია.
საკვებ რაციონში უნდა შეიზღუდოს მარილის ჭარბი გამოყენება. ჩვეულებრივ დასაშვებია ხილი, ბოსტნეული და დაბალ ცხიმიანი საკვები.
ფიზიკური აქტივობა  20-30 წუთის განმავლობაში (ცურვა, სირბილი, ფეხით სწრაფი სიარული).  უნდა შეიზღუდოს კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ბავშვის დიდხანს ყოფნა.
მკაცრად აიკრძალოს ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოყენება. ბავშვებში მაღალ არტერიულ წნევას ასევე იწვევს თამბაქოს ბოლო, რაზეც ინფორმირებული უნდა იყოს მშობელი.
ჰიპერტენზიის დროს გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტი, რომლებსაც მოქმედების განსხვავებული მექანიზმი გააჩნიათ. მედიკამენტის შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი ექიმის მიერ, რადგან ბევრ მედიკამენტს გააჩნია გვერდითი ეფექტები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close