ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ყივანახველა

                                                                
რა არის ყივანახველა?- ეს არის ინფექცია, რომელიც იწვევს ძლიერ ხველას. ის ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. მას პერტუსისსაც უწოდებენ. 
ბავშვთა ასაკში იყენებენ ვაქცინას ყივანახველას საპრევენციოდ.  ექიმები  ბავშვთა ასაკში გვირჩევენ მიღებულ იქნას ვაქცინის 5 დოზა.  ბავშვებისთვის 11-დან 12 წლამდე და მოზრდილთათვის რეკომენდირებულია ვაქცინის 1 დოზა. ძალიან მნიშვნელოვანია ზრდარულმა პირებმა მიიღონ ვაქცინის ერთი დოზა, თუ ისინი იმყოფებიან ახალშობილებთან მჭიდრო კონტაქტში. მიუხედავად ვაქცინაციისა ბავშვები და მოზრდილები მაინც შეიძლება ყივანახველით დაინფიცირდნენ. ბავშვებს შეიძლება შეხვდეთ ინფექცია, სანამ ისინი ვაქცინის ყველა დოზას მიიღებენ. შეიძლება დაავადნენ თინეიჯერებიც და მოზრდილებიც  თუ ისინი არ არიან ვაქცინირებულნი ან გასულია რამდენიმე წელი ვაქცინაციიდან. 
რა არის ყივანახველას  სიმპტომები? დასაწყისში დამახასიათებელია ცხვირცემინება, რინორეა, ცხვირის გაჭდილობა და გაციების სხვა სიმპტომები. ახასიათებს ზომიერი ხველა. 
დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ გაციების სიმპტომები გაივლის, მაგრამ ხველა ძლიერდება. ხველა ხდება შეტევითი ხასიათის. ბავშვებში შეიძლება ადგილი ქონდეს სუნთქვის გაჩერებას, სულხუთვას ან გაძნელებულ სუნთქვას.  ძლიერ შეტევით ხველას შეიძლება მოყვეს ღებინება. 
2-6 კვირის შემდეგ ხველის მხრივ აღინიშნება გაუმჯობესება , მაგრამ ამ სიმპტომის სრულად უკუგანვითრებს შეიძლება რამდენიმე კვირა  და თვეც დასჭირდეს. 
ამ დაავადებას უწოდებენ ყივანახველას, ვინაიდან შეტევითი ხველის შემდეგ ახასიათებს ხმაურიანი (ყიჟინა) სუნთქვა, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. 
მჭირდება ანალიზები ? -შესაძლოა. მას დანიშნავს ექიმი და ეს შეიძლება იყოს: 
*ცხვირის და ყელის ლორწოს ანალიზი;
* სისხლის ანალიზები;
* გულმკერდის რენტგენოგრაფია

როგორ იკურნება ყივანახველა? - ექიმები ყივანახველას დროს იყენებენ ანტიბიოტიკებს. მკურნალობა აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას  და ხელს უშლის დაავადების გავრცელებას. ანტიბიოტიკის შერჩევისას ითვალისწინებენ პაციენტის ასაკს. ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება დასჭირდეთ აგრეთვე მათ, ვინც იმყოფება დაავადებულ პირთან კონტაქტში. ამან შეიძლება დაგვიცვას ინფექციის გავრცელებისაგან. 
ბავშთა უმეტესობა საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას, ვინაიდან ყივანახველა არის საკმაოდ სერიოზული ინფექცია და ბავშვებში შეიძლება ფატალური გამოსავალიც ქონდეს. კლინიკაში ბავშვი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მიეწოდება ჟნგბადი, სითხეები და საკვები (თუ საჭიროა). 
  რა შემიძლია თვითონ გავაკეთო, რათა თავი უკეთ ვიგრძნო? 
იყავით მოსვენებულ მდგომარეობაში;
მიიღეთ სითხეები უხვად;
მიიღეთ საკვების მცირე რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოთ ღებინება შეტევითი ხველის შემდეგ;
მოერიდეთ მწეველებს;

როდის უნდა მივმართო ექიმს ან ექთანს? -თუ თქვენს შვილს აქვს ყივანახველა  გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა , თუ :
ბავშვი აჩერებს სუნთქვას ან სუნთქავს მძიმედ
აღენიშნება გულის წასვლა  

მიმართეთ ექიმს ან ექთანს თუ ბავშვს აქვს ყივანახველა და აღენიშნება:
მაღალი ცხელება
შეუპოვარი ღებინება 
დეჰიდარატაციის ნიშნები  (დეჰიდრატაცია  ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი კარგავს ბევრ წყალს. დეჰიდრატაციისთვის დამახასიათებელია წყურვილის ძლიერი გრძნობა, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და მუქი ყვითელი შარდი ).
თქვენ ასევე უნდა მიმართოთ ექიმს ან ექთანს , თუ ფიქრობთ რომ  თქვენ ან თქვენს შვილს აქვს ყივანახველა. 
 
რა შემიძლია გავაკეთო , რათა თავიდან ავიცილო ყივანახველის გავრცელება ? - თქვენ შეგიძლიათ :

მიიფაროთ პირზე ხველის დროს ან გამოიყენოთ ნიღაბი;
დაიბანოთ ხელები ხშირად;
მოერიდეთ ახალშობილებს და ბავშვებს , სანამ არ მიიღებთ  ანტიბიოტიკს 5 დღე. თუ მუშაობთ ბავშვებთან  არ დაუბრუნდეთ სამსახურს , თუ არ არის გასული ანტიბიოტიკის მიღების დაწყებიდან 5 დღე.
დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის სხვა წევრებმაც მიიღეს პერტუსისის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუ აქამდე არ ქონდათ მიღებული.
არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში ,მანამ სანამ ამის ნებას ექიმი ან ექთანი არ დაგრთავთ. 




This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close