ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: მწვავე სტრეპტოკოკური ფარინგიტი

                          
რა არის მწვავე სტრეპტოკოკური ფარინგიტი? ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია  და მიმდინარეობს ყელის ტკივილით. აღსანიშნავია, რომ ფარინგიტების ხშირი მიზეზი ვირუსია და არა სტრეპტოკოკი.
ფარინგიტის მქონე ყოველი 10 ბავშვიდან, 3–ს სტრეპტოკოკური ფარინგიტი აქვს. ეს დაავადება განსაკუთრებით ხშირია სასკოლო ასაკის ბავშვებში.
როგორ გავიგო, რომ ჩემს შვილს სტრეპტოკოკური ფარინგიტი აქვს? რთულია ვირუსული და სტრეპტოკოკური ფარინგიტების ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ დაავადების კლინკური სურათით, მაგრამ არსებობს რამდენიმე განსხვავება.
სტრეპტოკოკური ფარინგიტის მქონე ბავშებს ხშრად აქვთ:
–ყელის ძლიერი ტკივილი;
–ცხელება (როგორც წესი, 38°C–ზე მაღალი);
–კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ დაინახოთ, რომ თქვენს ბავშვს ყელი წითელი აქვს ან შენიშნოთ თეთრი ლაქები ხახის უკანა კედელზე.
5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებიც ავად არიან სტრეპტოკოკური ფარინგიტით, როგორც წესი, არ აღენიშნებათ ხველა, სურდო, თვალების სიწითლე ან ქავილი. 
არსებობს თუ არა გამოკვლევები სტრეპტოკოკური ფარინგიტის დიაგნოზის დასასმელად? დიახ. სტანდარტულ საწყის კვლევას წარმოადგენს ბაქტერიოლოგიური კვლევა. ექიმი სპეციალური ტამპონით აიღებს ნაცხს ბავშვის ხახის უკანა კედლიდან და შეამოწმებს მას ბაქტერიებზე, რომელმაც შეიძლება ფარინგიტი გამოიწვიოს.
ჭირდება თუ არა ანტიბიოტიკი ჩემს შვილს? თუ ტესტი აჩვენებს, რომ ბავშვს სტრეპტოკოკური ფარინგიტი აქვს, მას ანტიბიოტიკი სჭირდება.  გარდა ამისა მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტის დროს ანტიბიოტიკოთერაპა  ხელს უშლის ინფექციის გადაცემას სხვა ადამიანებზე. 
როგორ დავეხმარო ჩემს შვილს, რათა მან თავი უკეთ იგრძნოს? დარწმუნდით, რომ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკს დანიშნულების მიხედვით. სიმპტომების შესამსუბუქებლად არის სხვა საშუალებებიც:
–მიეცით ბავშვს ისეთი საკვები, რომელსაც ადვილად გადაყლაპავს. მაგ. ჩაი, თხიერი საკვები. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკმარისი რაოდენობის სითხე მიიღოს. ამისთვის, შესთავაზეთ მას სხვადასხვა სახის თბილი სასმელები;
–აცეტამინოფენი ან იბუპროფენი დაგეხმარებათ ყელის ტკივილის შემსუბუქებაში. მედიკამენტის დოზა დამოკიდებულია თქვენი შვილის წონაზე, ამიტომ ჰკითხეთ თქვენს ექიმს, რა დოზით მისცეთ მედიკამენტი ბავშვს;
არ მისცეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ასპირინი ან პრეპარატი, რომელიც ასპირინს შეიცავს. ასპირინმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული პრობლემა, რომელსაც რეის სინდრომი ეწოდება.
არ მისცეთ ბავშებს ყელის სპრეები ან ხველის საწინააღმდეგო წვეთები. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ მძიმე ალერგიული რეაქციები. 
–მკურნალობის სხვა მეთოდები: 6–8 წელზე უფროს ბავშვებში შეიძლება მარილიანი სავლების გამოყენება.
როგორ დავიცვა ჩემი შვილი, რომ ისევ არ დაემართოს მწვავე ფარინგიტი? დაბანეთ ბავშვს ხელები ხშირად საპნითა და წყლით. ეს ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ინფექციის თავიდან ასაცილებლად. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სტერილური ხსნარები ხელებისათვის, მაგრამ დარწმუნდით, რომ ბავშვის ხელები მთლიანადაა დამუშავებული. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close