ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კარბონის მონოქსიდით (ნახშირჟანგით) ინტოქსიკაცია


   რა არის კარბონის მონოქსიდი? – კარბონის მონოქსიდი მიეკუთვნება აირების ჯგუფს. წვის პროცესში, როგორიცაა ბენზინი, ბუნებრივი აირი, შეშა, ხდება CO გამოყოფა. ასევე კარბონის მონოქსიდს გამოყოფენ ავტომობილები და სატვირთოები (იგულისხმება გამონაბოლქვი),  ღუმელი, გაზის გამათბობელი, გენერატორები და სისტემური გამათბობლები.
   რა არის CO-თი მოწამვლა (ინტოქსიკაცია)? ინტოქსიკაცია აღინისნება იმ შემთხვევაში, როცა ხდება დიდი რაოდენობით ნახშირჟანგის შეშუნთქვა. კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილი, გონების კარგვა, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალი. 
   როდის ხდება ადამიანის მოწამვლა (ინტოქსიკაცია)? – როცა ადამიანი შეისუნთქავს მაღალი კონცენტრაციით CO- ს დახურულ სივრცეში, სადაც არ ხდება სუფთა ჰაერის შეღწევა. ზოგადად,  კარბონის მონოქსიდის  წყაროებად ითვლება:
ცეცხლის კვამლი;
გაზის ან ზეთის ღუმელი, რომელიც გაუმართავად მუშაობს;
გრილები, ბენზინზე მომუშავე ელექტრო გენერატორები;
ავტომანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდიხანს რჩებიან დაქოქილ მდგომარეობაში საწყობებში ან გარაჟებში.
  რა არის CO-თი მოწამვლის სიმპტომები? ინტოქსიკაციის სიმპტომებია:
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
დაღლილობის შეგრძნება;
ღებინების შეგრძნება.
თუ თქვენ, ან ის პიროვნება, რომელსაც აქვს აღნიშნული ჩივილები და იმყიფებით CO-ს გარემოში, უნდა გამოხვიდეთ სუფთა ჰაერზე და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
დიდი რაოდენობით CO-ს შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს:
კრუნჩხვა - არასწორი ელექტრული ტალღები თავის ტვინში, რის გამოც ვლინდება უჩვეულო, არაადეკვატური ქცევა ან გულის წასვლა;
ლეტალური შედეგი.
    არსებობს თუ არა CO-თი  მოწამვლის სადიაგნოსტიკო ტესტი?- ინტოქსიკაციის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზიდან ან სიმპტომებიდან გამომდინარე. ასევე ტარდება სისხლის ანალიზი, რათა განისაზღვროს CO-ს  კონცენტრაცია ორგანიზმში. 
    როგორ ვიმოქმედოთ?პაციენტს  დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ჟანგბადი.
   ჟანგბადის მიწოდების გზებია:
ნიღაბ ი- იგი ხურავს ცხვირს და პირს
სავენტილაციო აპარატი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც ეხმარება პაციენტს ისუნთქოს საყლაპავში მოთავსებული მილის საშუალებით.
მაღალი წნევის ჟანგბადის პალატა - სხეულზე დიდი წნევით ზემოქმედება ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგბადის სწარაფად შეღწევას.
  როგორ შევამციროთ მოწამვლის რისკი?- ამისთვის საჭიროა:
სახლში დააყენოთ მოწყობილობა, რომელიც სახანძრო სიგნალიზაციის მსგავსია და ხმოვანი სიგნალით რეაგირებს გარემოში CO-ს  კონცენტრაციის მომატებაზე.
დარწმუნდით, რომ ყველა მოწყობილობა სახლში გამართულად მუშაობს, მათ შორის გამათბობელი სისტემა.
არ დატოვოთ დაქოქილი მანქანა გარაჟში მაშინაც კი, თუ გარაჟის კარი ღიაა.
არ დაამონტაჟოთ გენერატოები თქვნი სახლის ან გარაჟის ფანჯარასთან ახლოს, რომ არ მოხდეს აირის შენობაში შემოღწევა.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close