ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ფილტვის ვენების ტოტალური ანომალური კავშირები

რა არის ფილტვის ვენების ტოტალური ანომალიური კავშირები?-წარმოადგენს იშვიათ დაავადებას, ამ  დროს აღინიშნება ფილტვებიდან გულისკენ მომავალი ვენების  ანომალური შეერთება გულთან. ექიმები ფილტვის ვენების ტოტალურ ანომალურ კავშირს შემოკლებით ეძახიან TAPVC  (Total Anomalous Pulmonary Venous Connection ).
ნორმაში სისხლი გულიდან ფილტვებისაკენ მიედინება შემდეგი გზით :  სხეულიდან  წამოსული სისხლი მიდის მარჯვენა წინაგულში,მარჯვენა წინაგულიდან სისხლი ჩაედინება მარჯვენა პარკუჭში და შემდგომ მიედინება ფილტვებისაკენ. ფილტვებში ხდება სისხლის გაჯერება ჟანგბადით. ჟანგბადით გაჯერებული სისხლი კი ფილტვის ვენების საშუალებით ჩაედინება მარცხენა წინაგულში ,შემდეგ მარცხენა პარკუჭში ხოლო შემდეგ აორტის საშუალებით სისხლი მიეწოდება მთელს ორგანიზმს.
TAPVC-ის შემთხვევაში ფილტვებიდან წამოსული ჟანგბადით გაჯერებული სისხლი ვერ ბრუნდება მარცხენა წინაგულში, ვენების ანომალური განლაგების გამო სისხლი ჩაედინება მარჯვენა წინაგულში ან სხვა ვენების საშულებით ბრუნდება სხეულში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მარჯვენა წინაგულში. შედეგად ჟანგბადით გაჯერებული სისხლი ვეღარ მიეწოდება  ორგანოებს. ასევე, ზოგჯერ ხდება იმ ვენების ბლოკირება ,რომლებსაც სისხლი მოაქვს ფილტვებიდან. ორივე შემთხვევაში გამოხატულია მათთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
არსებობს TAPVC განსხვავებული ფორმები,რაც დამოკიდებულია ფილტვის ვენების ბლოკადის ადგილზე. TAPVC  ეს არის თანდაყოლილი მდგომარეობა. გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი.
რა სიმპტომები ახასიათებს TAPVC? - სიმპტომები დამოკიდებულია TAPVC ის ტიპზე და ვენების ბლოკირების ხარისხზე.
ბავშვებს, რომელთაც აქვთ მწვავე მდგომარეობა, მძიმდებიან დაბადებიდან 12 საათში. მათ კანს აქვს მოლურჯო შეფერილობა და სუნთქვის გაძნელება.
 ბავშვებს, რომელთაც არ აქვს მწვავე მდგომარეობა  სიმპტომები უვლინდებათ მოგვიანებით. ეს შეიძლება იყოს:
სუნთქვის გახშირება
თავს გრძნობს ცუდად
არ იმატებენ წონასა და სიმაღლეში
კანის მოლურჯო შეფერილობა
სჭირდება თუ არა ჩემს შვილს გამოკვლევები? __დიახ. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, უკეთდებათ ექოკარდიოგრაფია.  ეს კვლევა დამყარებულია ბგერით ტალღებზე და ქმნის სურათს თუ როგორ ძგერს გული. გვიჩვენებს სისხლის ნაკადს გულსა და ფილტვებში.
ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარებასაც. კვლევები წარმოდგენას გვაძლევს ორგანიზმში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
როგორ ხდება მკურნალობა? _ მოწოდებულია ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციის დროს ექიმი აერთებს ან გადააადგილებს ვენებს ისე,რომ სისხლი ფილტვებისკენ მიედინება სწორად. მაგრამ ოპერაციამდე ბავშვის სუნთქვა და ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა საჭიროებს მუდმივ კონტროლს. თუ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ოპერაციამდე შეიძლება დაჭირდეს: 
ოქსიგენოთერაპია
სასუნთქი მილი - ეს არის მილი, რომელიც თავსდება ხორხში და მიემართება ყელიდან ფილტვებისაკენ. მილის მეორე ბოლო მიერთებულია სასუნთქ აპარატზე. 
გულის მასაჟი,რომელის საშუალებით  ჟანგბადით გაჯერებული სიხლი გადადის მარცხენა წინაგულში.
გულ-ფილტვის აპარატურა - ეს არის აპარატი, რომელსაც უწოდებენ „ECHMO’’ ,რომელიც მუშაობს გულისა და ფილტვის ნაცვლად. ის ტუმბავს სისხლს ბავშვის ორგანიზმიდან, ამარაგებს მას  ჟანგბადით და ისევ ტუმბავს ბავშვის სხეულში.
როგორი იქნება ბავშვის ცხოვრება მკურნალობის შემდეგ? -ეს დამოკიდებულია ბავშვის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ყველა ბავშვს TAPVC -ით ესაჭიროება საკუთარი კარდიოლოგის რეგულარული კონსულტაცია. ზოგჯერ ოპერაციის შემდეგ პრობლემა ისევ შეიძლება გაჩნდეს ერთ-ერთ ვენაზე, ასეთ შემთხვევაში ბავშვს ოპერაცია  ესაჭიროება თავიდან. ხშირად ბავშვებს ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღენიშნებათ გულის რითმის დარღვევა.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close