ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: წინადაცვეთა

                                                      
ზოგადი მიმოხილვა_ წინადაცვეთა  არის ჩუჩის თავის მოცილება სასქესო ასოდან, რომელიც დღემდე ფართოდაა გავრცელებული ებრაელებში და მუსლიმანურ ქვეყნებში, როგორც რელიგიური წეს-ჩვეულება.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ პირებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ წინადაცვეთა უფრო უშვიათად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები, პენისის სიმსივნე და ასევე პარტნიორ ქალში საშვილოსნოს ყელის სიმსივნე; ასევე მცირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ინფიცირების რისკი ( შიდსი,ჰერპეს ვირუსი,ქლამიდია,ტრიქომონა ); შედარებით მარტივია ჰიგიენის ნორმების დაცვა.
შესაძლო გართულებები და რისკები :
კოსმეტიკური დეფექტი;  
სისხლდენა; 
ლოკალური ან გენერალიზებული ინფექცია; 
ასოს თავის დაზიანება,შემდგომი ამპუტაციით; 
ნარჩენი კანის მოცილება,რომელმაც შეიძლება გამოწვიოს ასოს თავის გაშიშვლება;
ეპიდერმული კისტა; 
ადჰეზიები და ნაწიბურები; 
ანესთეზიის გართულებები ;

სხვა მოსაზრებები_ ზოგიერთი მამაკაცის მოსაზრებით წინადაცვეთა აქვეითებს სექსულურ აქივობას, რადგან ხდება ჩუჩაზე განლაგებული ნერვული დაბოლოებების მოცილება, რაც გამოკვლევებით არ დასტურდება.

ტკივილის კონტროლი_გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წინადაცვეთა იწვევს ტკივილის/სტრესს, რაც გამოიხატება ტირილით, გულისცემის გახშირებით და სისხლის წნევის მომატებით. ამიტომ ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ მოწოდებულია, რომ ამ პროცედურის დროს მოხდეს ტკივილის კუპირება.
პროცედურის წინ ექიმმა დაწვრილებით უნდა აუხსნას მშობელს, პროცედურის ჩატარების ტექნიკა და შესაძლო გართულებები.
პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი.
პროცედურის შემდგომი მოვლა _ ჭრილობას ედება სტერილური მარლის საფენი, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ 24 სთ-ში. ჭრილობა მუშავდება თბილ წყალში დასველებული ბამბის ბურთულით  2ჯერ დღეში. როგორც წესი, ახალშობილი შარდავს პროცედურიდან 12 სთ-ის შემდეგ. შეხვევები გრძელდება 3-5 დღის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის სისუფთავეს. დასაწყისში პენისი წითელია, შემდეგ გადადის სიყვითლეში, ეს ნორმალურია და გაივლის რამოდენიმე დღეში. თუ მშობელმა შეამჩნია სიწითლე, სისველე და ჭრილობიდან სისხლდენა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close