ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: სინუსიტი

რა არის სინუსიტი?  სინუსიტი ეს არის ცხვირის და მისი დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი პროცესი. 
რა არის სინუსები? სინუსები ეს არის ოთხი წყვილი ჰაეროვანი ღრუ,რომლებიც მოთავსებული არიან ცხვირის ირგვლივ. მათ ასევე უწოდებენ პარანაზალურ ღრუებს და ცხვირის დანამატ წიაღებს.ისინი ამოფენილია თხელი ლორწოვანი გარსით,რომელიც ნორმაში გამოიმუშავებს მცირე რაოდენობით ლორწოს. 
როდის ვითარდება სინუსიტი? სინუსიტი ვითარდება მაშინ,როდესაც ხდება მისის ამომფენი ლორწოვანი გარსის ინფიცირება ვირუსით ან ბაქტერიით. ეს განაპირობებს ლორწოვანის ჰიპერემიას,შეშუპებას და ლორწოს ჰიპერსეკრეციას.
რა არის სინუსიტის სიმპტომები? 
სინუსიტის ზოგადი სიმპტომები ბავშვებში შემდეგია:
ხველა
ცხვირის გაჭედვა ( ცხვირით სუნთქვის გაძნელება )
გამონადენი ცხვირიდან
ცხელება
თავის ტკივილი
ტკივილი ან შეშუპება ,რომლის ლოკალიზაცია დამოკიდებულია ანთებითი პროცესის მდებარეობაზე( ყვრიმალის არეში,თვალბუდის ირგვლივ,შუბლის არეში)
ყელის ტკივილი
უსიამოვნო სუნი პირიდან

უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები ალაგებას იწყებს 7-10 დღეში.
მიმართეთ ექიმს ,თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ერთ-ერთი სიმპტომი:
ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა, აქვს სურდო 10 დღეზე მეტხანს
აქვს ცხელბა 39° ჩ  და მეტი, ყვითელი ან მწვანე გამონადენი ცხვირიდან 3-4 დღის განმავლობაში და გამოიყურება ავად.
ბავშვის ავადმყოფობის სიმპტომები გაუარესდა პირველ დღეებთან შედარებით

ზოგჯერ სინუსიტმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ ( არ დელოდოთ 10 დღის გასვლას) ,თუ თქვენს შვილს აღენიშნება ერთ-ერთი ამ სიმპტომებიდან:
ცხელბა 39° ჩ  და მეტი
ტკივილის უეცარი და ძლიერი დასაწყისი თავისა და კისრის არეში
მხედველობის გაუარესება ან მხედველობის გაორება
გონების დაბინდვა
შეშუპება ან შეწითლება ერთი ან ორივე თვალის ირგვლივ
სუნთქვის გაძნელება
კისრის კუნთების რიგიდობა

შეგიძლიათ თუ არა რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა უკეთ იგრძნოს თავი? დიახ. იმისთვის რომ სიმპტომები შეუმსუბუქოდ,შეგიძლიათ:
მისცეთ ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი, აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი. არასოდეს მისცეთ ასპირინი თუ ბავშვის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.  ეს პრეპარატი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ რეის სინდრომს.არასოდეს მისცეთ პრეპარატი რეკომენდირებულ დოზაზე მეტი რაოდენობით.
გამოურეცხეთ ბავშვს ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით რამოდენიმეჯერ დღეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ როგორ გააკეთოთ ეს.
არ მისცეთ ბავშვს გაცივების ან ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.ამ პრეპარატებმა შესაძლოა მდგომარეობა გააუარესონ.ასევე მათი გამოყენება არ არის უსაფრთხო 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

როგორია სინუსიტის მკურნალობა?  უმეტეს შემთხვევაში სინუსიტს არ სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა,რადგან მისი გამომწვევი უხშირესად არის ვირუსი,ანტიბიოტიკი კი ვირუსს ვერ კლავს.ბევრი ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდება ანტიბიოტიკების გარეშე.
თუმცა ზოგიერთ ბავშვს სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.თუ ავადობის სიმპტომები არ ალაგდა 10 დღის შემდეგ, ჰკითხეთ ექიმს ხომ არ სჭირდება თქვენს შვილს ანტიბიოტიკი.თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკს დარწმუნდით,რომ იღებს სრული დოზით და სრული კურსით,ისე როგორც დანიშნულებაშია მითითებული.
თუ ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ,მიმართეთ ექიმს,რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის შეცვლა. თუ ესეც არ მოგვცემს შედეგს,მაშინ ექიმი დანიშნავს დამატებით კვლევებს,რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევებში როგორც წესი არაა საჭირო.
ეს კვლევებია:
კომპიუტერული ტომოგრაფია ან სხვა სავიზუალიზაციო კვლევები_მათი საშუალების მიიღება ცხვირის ღრუს და წიაღების გამოსახულება.
გამოკვლევა,რომლის საშუალებითც ხდება წიაღების დათვალიერება_ამისთვის ექიმს კამერიანი მილი შეყავს ცხვირში და შემდეგ წიაღებში.




This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close