ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჰიდროცეფალია

                                            
რა არის ჰიდროცეეალია?  _ ეს არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც გულისხმობს თავზურგ ტვინის სითხის მომატებას თავის ტვინის პარკუჭებში.  თავზურგ ტვინის სითხე (ლიქვორი) გარკვეული რაოდენობით მუდმივად არსებობს თავის ტვინის პარკუჭებსა და ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში და ის იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას დაზიანებისაგან. მაშინ როდესაც იმატებს ლიქვორის რაოდენობა,  ის აწვება ტვინის ქსოვილს და იწვევს კომპრესიას. ჰიდროცეფალია უფრო ხშირად გვხვდება დღენაკლ ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში, რომელთაც აქვთ თავის ტვინის პრობლემები. თავის დაზიანებას ნებისმიერ ასაკში შესაძლოა მოყვეს ჰიდროცეფალიის განვითარება. 
ჰიდროცეფალიის  სიმპტომებია _ ჩვილებში ადგილი აქვს შემდეგი ხასიათის დაზიანებებს: 
თავი არის ნორმასთან შედარებით უფრო დიდი ზომის
ზომაში მატულობს უფრო სწრაფად
თავს აქვს უჩვეულო ფორმა
ყიფლიბანდი არის ამობურცული (ყიფლიბანდი- თხემის ზედა ნაწილში არსებული ქალას უძვლო, რბილი ნაწილი) 
თავის ქალაზე გაფართოებული, გამობურცული ვენები
უფრო მოზრდილ ასაკში სიმპტომები მოიცავს:
ნორმასათან შედარებით დიდი ზომის თავი
თავის ტკივილები (უხშირესად დილით)
დახრილი თვალები, როდესაც ბავშვს უჭირს ზემოთ ახედვა
გულისრევის შეგრძნება და ღებინება
უმადობა
ძილიანობა
არსებობს თუ არა გამოკვლევები ჰიდროცეფალიის დასადგენად? _ კი. ახალშობილებში გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა ( სონოგრაფია). ექიმი ასევე ზომავს თავის გარშემოწერილობას და აფასებს დინამიკაში როგორ ხდება თავის ზრდა. უფრო დიდი ასაკის ბავშვებში კი გამოიყენება CT (კომპიუტერული ტომოგრაფია)  და  MRI ( მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა.
ზოგჯერ საჭირო ხდება „ლუმბალური პუნქციის“ გაკეთება. ამ პროცედურის დროს წვრილი ნემსით ხდება თავზურგტვინის სითხის აღება ხერხემლის არხიდან და შემდგომში ამ სითხის ლაბორატორიული გამოკვლევა. 
როგორ ვუმკურნალოთ ჰიდროცეფალიას? _ ჰიდროცეფალიის მკურნალობა გულისხმობს შუნტის ჩადგმას თავის ტვინის პარკუჭებში, ეს შუნტი მილით დაკავშირებულია მუცელთან ან გულთან და ხდება სითხის ჩაცლა. ანუ ეს არის დამატებითი გზა ჭარბი სითხის გამოსაყოფად. 
სხვა შესაძლო მეთოდებს წარმოადგენს: 
ქირურგიული მეთოდი _ ამ დროს ახდენენ თავის ტვინიდან სითხის დრენირებას,  მას სხვაგვარად „ მესამე ვენტრიკულოსტომიასაც“ უწოდებენ, თუმცა ეს მეთოდი ყველა ტიპის ჰიდროცეფალიის დროს არ არის გამოსადეგი. 
მედიკამენტები _ გამოიყენება სპეციალური მედიკამენტები, რათა ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნას თავზურგტვინის სითხე ორგანიზმში. 
როგორი იქნება ჩემი შვილის სიცოცხლე ამ ყოველივეს შემდეგ? _ ჰიდროცეფალიის მკურნალობის შემდეგ ბავშვების გარკვეული ნაწილი იზრდება ჩვეულებრივად, პრობლემების გარეშე, ზოგ ბავშვს კი შესაძოა აღმოაჩნდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, ესენია:
შუნტის დაზიანებები _ შუნტი შესაძლოა დაინფიცირდეს ან შეწყვიტოს მუშაობა,  ასეთ დროს ბავშვი ხდება ავად, აღენიშნება ცხელება, თავის ტკივილი ან ღებინება. 
კრუნჩხვები _ თავის ტვინში აღინიშნება ანომალური ელექტრული აქტივობა, რაც ვლინდება კრუნჩხვის სახით : გონების კარგვა და ანომალური მოძრაობები
 ზოგ ბავშვთან ვლინდება თავის ტვინის ისეთი დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს მის გონებრივ შესაძლებლობებზე, მათი IQ ქულები შედარებით დაბალია  (IQ ტესტი გამოიყენება ადამიანის უნარების და გონებრივი განვითარების შესაფასებლად). პაციენტებს დაბალი IQ ქულებით შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი დახმარება სკოლაში. 
შესაძლოა თუ არა ჰიდროცეფალია განვითარდეს მოზრდილებში? _
რა საკვირველია ეს შესაძლებელია თავიის ტვინის დაზიანების შემთხვევაში. მოზრდილებშიც თითქმის იგივე სიმპტომები გვხვდება რაც ბავშვებში. 
უფრო ასაკოვნებში ვითარდება „ ნორმალური წნევით ჰიდროცეფალია“ . მისი სიმპტომები მოიცავს:
მეხსიერების და აზროვნების პრობლემები
სიარულის გაძნელება
უნებლიე შარდვა ან შარდის ბუშტის შეკუმშვის კონტროლის დაკარგვა
დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოზრდილებში იგივეა, რაც ბავშვებში



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close