ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი



რა არის ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი?    (postconcussion syndrome? )-ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი ეს არის მდგომარეობა , რომელიც ახლავს თავის ტვინის მსუბუქ დაზიანებას.                                                                                                                          
 თავის ტვინის მსუბუქი დაზიანების ძირითადი მიზეზებია: 
ავტოავარია; 
დაცემა და სხვა საყოფაცხოვრებო ტრავმები;
სპორტული ტრავმები: ფეხბურთი, ჰოკეი, კრივი;
საომარი მოქმედებების შედეგად მიღებული დაზიანებები.
რა სიმპტომები ახასიათებს ტვინის შერყევის შემდგომ სინდრომს? 
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
ადვილად დაღლა;
გაღიზიანებადობა;
მეხსიერების პრობლემები და ყურადღების დეფიციტი;
ძილის პრობლემები.
ხმაურზე გაღიზიანება.
საჭიროა თუ არა კვლევები? -შესაძლოა. ექიმი თქვენს სიმტომებზე დაყრდნობით გადაწყვეტს შემდგომი გამოკვლევების საჭიროებას. ზოგ შემთხვევაში ტარედება თავის ტვინის MRI (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა, რომელიც იძლევა თავის ტვინის სრულ სურათს.                                                                                                      
 როგორ ვუმკურნალოთ თავის ტვინის შერყევის შემდგომ სინდრომს?-მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკურ სიმპტომატიკაზე. გამოიყენება მედიკამნტები თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, და სხვა სიმპტომების მოსახსნელად.სიმპტომების უკუგანვითარება იწყება 1კვირაში და სრული ალაგება ხდება 2კვირიდან 3-თვემდე. ერთეულ შემთხვევებში ადგილი აქვს სიმტომთა გახანგრძლივებას.
 



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close