ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ინტრავენტრიკულური ჰემორაგია (სისხლჩაქცევა) ახალშობილებში

    რა არის ინტრავენტრიკულური ჰემორაგია (სისხლჩაქცევა) ახალშობილებში? - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ახალშობილის ტვინის პარკუჭებში ხდება სისხლდენა და სისხლის დაგროვება. ეს არის ახალშობილებში ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა. რისკის ჯგუფის ახალშობილებია:
ახალშობილი, რომელიც იბადება 8 კვირაზე ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ (ამას ეწოდება „ ვადამდელი“ ან „ნაადრევი“ დაბადება), ნორმალური ორსულობა გრძელდება 40 კვირა, ამ შემთხვევაში კი 32 კვირის ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს ინტრავენტრიკულური ჰემორაგია. 
ახალშობილები, რომელთა წონა 3 ფუნტი ან ნაკლებია
    რა არის ინტრავენტრიკულური ჰემორაგიის სიმპტომები? 
ძილიანობა და ზედმეტად ჭირვეულობა
სუსტი, მოდუნებული კუნთები;
მოძრაობა ნაკლებია ვიდრე ჩვეულებრივ;
სუნთქვას აჩერებს დროის მცირე მონაკვეთში.
    რა არის ინტრავენტრიკულური ჰემორაგიის სადიაგნოსტიკო ტესტები? - დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება თავის ტვინის ულტრაბგერითი კვლევა. რომლის დროსაც ბგერითი ტალღები აღწევენ სხეულის შიგნით და გვაძლევენ სურათს სხეულის შიგნიდან.ზოგიერთი ექიმი  იდღენაკლულ ახალშობილებში რუტინულად მიმართავს ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რათა შემოწმდეს ინტრავენტრიკულურ სისხლჩაქცევაზე.
    როგორია მკურნალობა ინტრავენტრიკულური ჰემორაგიის დროს ახალშობილებში? - არ არსებობს მკურნალობა რომელიც სისხლდენას გააჩერებს, მაგრამ ექიმმა უნდა შეამოწმოს როგორია სისხლის ნაკადი და ჟანგბადის დონე.
    თქვენს ბავშვს შეიძლება დასჭირდეს სითხის გადასხმა( სითხე შედის  მცირე მილით ვენაში), რასაც ეწოდება „IV“ (ინტრავენური) ტრანსფუზია. ასევე საჭიროა ჟანგბადის მიწოდება შემდეგი ფორმით: 
პლასტიკური ჩაჩით, რომელიც ბავშვის თავზეა მოთავსებული;
ორი პლასტმასის მილი (ნაზალური კანულა), რომელიც ბავშვის ნესტოებშია მოთავსებული;
ნიღაბი, რომელიც ფარავს ბავშვის პირს და ცხვირს, ამ მკურნალობას ეწოდება „ უწყვეტი აერაცია“ ან CPAP. 

შეიძლება თუ არა ინტრავენტრიკულური ჰემორაგიის თავიდან აცილება? - შეგიძლიათ შეამციროთ რისკი მისი განვითარების, როდესაც ხართ ორსული და დადიხართ ექიმთან ვიზიტზე, ნაკლებია რისკი იმის რომ თქვენი ბავშვი დაიბადოს ნაადრევად და განუვითარდეს ინტრავენტრიკულური ჰემორაგია.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close