ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: თავის ტკივილი ბავშვებში


რა სახის თავის ტკივილი გვხვდება ბავშვებში? თავის ტკივილი ხშირია ბავშვთა ასაკში. მისი ყველაზე ხშირი ტიპებია: 
დაძაბვის თავის ტკივილი, რომლის დროსაც აღინიშნება მოჭერითი ხასიათის ტკივილი თავის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ეს ტკივილი არც ისეთი ძლიერია, რომ ბავშვს ხელი შეუშალოს თავის ყოველდღიურ აქტიურობაში და სკოლაში სიარულში და 
შაკიკი, რომელიც ხშირად იწყება მსუბუქი ტკივილით და თანდათან ძლიერდება. ის შეიძლება ლოკალიზებული იყოს თავის ერთ მხარეს ან ორივე მხარეს, შეიძლება თან ახლდეს გულისრევა ან ღებინება, ან ბავშვი გახდეს მგრძნობიარე სინათლისა და ხმაურისადმი. შეიძლება იყოს მხედველობის გარდამავალი პრობლემები. მაგ. შაკიკის დაწყებამდე ზოგიერთი ბავში ხედავს ფერად ლაქებს ან სხივებს. შაკიკის დროს ბავშვები ვერ აგრძელებენ თავიანთ ყოველდღიურ აქტივობას, სკოლაში სიარულს. 
ბავშვებს, შეიძლება, ქონდეთ თავის ტკივილი გაცივების, გრიპის, ყელის ტკივილის ან სინუსიტების დროს. იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში თავის ტკივილი, შეიძლება, გამოწვეული იყოს სერიოზული დაავადებებით, როგორიცაა მენინგიტი, სისხლის წნევის მომატება ან თავის ტვინის სიმსივნეები.
რა დროსაა საჭირო ბავშვის მიყვანა ექიმთან? ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ექიმთან მედიკამენტის მიცემის გარეშე, თუ:
ტკივილი დაიწყო თავის ტრავმის შემდეგ;
აღვიძებს ბავშვს თავის ძლიერი ტკივილი;
ტკივილი დაიწყო მოულოდნელად, არის ძლიერი და თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა: ღებინება, კისრის ტკივილი ან რიგიდობა, მხედველობის გაორება ან სხვა დარღვევები, გაბრუება, წონასწორობის დარღვევა, ტემპერატურა 38*C და მეტი.
ბავშვი ექიმთან უნდა მიიყვანოთ მაშინაც
თუ ბავშვის ასაკი ნაკლებია 3 წელზე და ერთი თვის განმავლობაში  აღინიშნება თავის ტკივილის 1-ზე მეტი ეპიზოდი 
თუ მას თავის ტკივილთან ერთად აქვს სხვა სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, გენეტიკური დაავადებები, იმუნიტეტთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები და სიმსივნე.
რა შეუძლია მშობელს გააკეთოს ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? თუ ბავშვის თავის ტკივილი არ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილს, მშობელს შეუძლია გააჩეროს ბავშვი ბნელ და წყნარ ოთახში, დაადოს გრილი ხელსახოცი შუბლზე, თუ ეძინება მისცეს უფლება დაიძინოს, ეს ხშირად აუმჯობესებს მის მდგომარეობას, განსაკუთრებით, შაკიკის შემთხვევაში. მისცეს ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი, როგორიცაა, მაგ. აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. არასდროს მისცეთ ბავშვს ასპირინი, მან შეიძლება  გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა რეის სინდრომი. 
საჭიროა თუ არა დამატებით კვლევები? ძირითადად, არა. ბავშვებში თავის ტკივილი, როგორც წესი, არ არის გამოწვეული სერიოზული პრობლემებით. თქვენი ექიმი დიაგნოზს ბავშვის გასინჯვითა და სიმპტომების გამოკითხვით დასვამს. მაგრამ თუ მან ეჭვი მიიტანა სერიოზულ დაავადებაზე, შეიძლება მოითხოვოს დამატებითი კვლევა, როგორიცაა, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია. 
როგორ ხდება ბავშვებში თავის ტკივილის მკურნალობა? არსებობს მრავალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება თავის ტკივილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. თქვენი ბავშვის ექიმი გადაწყვეტს, სჭრდება თუ არა ბავშვს მედიკამენტი.
შესაძლებელია თუ არა თავიდან ავიცილოთ თავის ტკივილი ბავშვებში? დიახ. ზოგ შემთხვევაში თავის ტკივილი შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეული საკვებით ან მიზეზებით, ამიტომ საჭიროა აწარმოოთ თქვენი ბავშვის თავის ტკივილის დღიური, სადაც ჩაწერთ, როდის ქონდა მას თავის ტკივილი და რას აკეთედებდა მის დაწყებამდე. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ თავის ტკივილის მიზეზი და თავიდან აიცილოთ ის. 
თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზებია: 
არასრულფასოვანი კვება
არასაკმარისი რაოდენობით სითხეების მიღება;
კოფეინის ზედმეტი ან არასაკმარისი რაოდენობით მიღება;
ძილის ნაკლებობა ან ზედმეტი ძილი;
სტრესი;
გარკვეული სახის საკვები, მაგ. როგორიცაა ჰოთდოგი.





This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close