ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: თავის დახურული ტრავმა

                              

  თავის დახურული ტრავმა ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი თავს დაარტყამს მაგარ საგანს, ან პირიქით მას მოხვდება თავის მიდამოში მაგარი საგანი, რომელიც თავში არ გაივლის (არ მოხდება გამჭოლი დაზიანება). მიუხედავად იმისა, რომ მაგარი საგანი არ გაივლის თავის გასწვრივ, თავის ქალას დაზიანება შესაძლოა მაინც მოხდეს.  დახურული თავის ტრავმა იწვევს:
ტვინის დაზიანებას ქალას ან სახის ძვლების ნამსხვრევებით
ტვინის შეშუპებას ან უბრალოდ დაზიანებას
სისხლდენას თავის ტვინში ან მის გარსებში
  თავის ტრავმის გამომწვევ უხშირეს მიზეზებს წარმოადგენს დავარდნა, სპორტული ტრავმა ან სატრანსპორტო შემთხვევა. ის შესაძლოა იყოს მსუბუქი ფორმის, შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის შერყევა ან თავის ტვინის უმძიმესი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება. 
  რა სიმპტომები ახასიათებს თავის დახურულ ტრავმას? –  სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია მიღებული ტრავმის სიმძიმეზე. თავის მსუბუქმა დარტყმამ შესაძლოა საერთოდ არ გამოიწვიოს არანაირი სიმპტომი. თუ შეჯახება უფრო მძიმე და რთულია, მაშინ ვლინდება:
თავის ტკივილი
გულისრევა და პირღებინება
შეშუპება, დაჭეჭილობა ან სისხლდენა თავის ქალაზე
თავბუსხვევა
დაბნეულობა ან მეხსიერების პრობლემები
დაღლილობის შეგრძნება
ხასიათის და ქცევის შეცვლა
სიარულის ან მეტყველების გაძნელება
გულყრები (კრუნჩხვა) 
თავის ტრავმა, რომელიც მოიცავს ქალას ძვლების მოტეხილობასაც, ხასიათდება :
თვალის გარშემო და ყურის უკან სისხლჩაქცევებით და შეშუპებით
ცხვირიდან ან ყურებიდან სისხლდენით ან სეროზული სითხის დრენირებით 
აღიშნული სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ტრავმის მიღებისთანავე ან ტრავმიდან რამდენიმე საათში ან დღეში. ზოგ დაზარალებულს ეს სიმპტომები უგრძელდება ხანმოკლე დროით, ზოგთან კი შესაძლებელია ხანგრძლივად გაგრძელდეს. 
  რა კვლევების ჩატარებაა საჭირო თავის ტრავმის დროს?– თუ რა გამოკვლევებს საჭიროებს პაციენტი, ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. გამოკვლევების სქემა უნდა განსაზღვროს ექიმმა სიმპტომების მიხედვით. ის ასევე დაგისვამთ შეკითხვებს მეხსიერების შესამოწმებლად. 
თუ დაზიანება შედარებით ძლიერია, მაშინ ექიმს შესაძლოა დასჭირდეა კომპიუტერული ტომპგრაფია ან მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. 
მკურნალობა – მკურნალობის ტაქტიკაც დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. თუ დაზიანება მსუბუქია, მას არ სჭირდება მკურნალობა, უბრალოდ ექიმი გირჩევთ 24 საათის განმავლობაში დაკვირვებას ახალ სიმპტომებზე, ასევე ჩაძინების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის გაღვიძება ყოველ რამდენიმე საათში, რათა დავაკვირდეთ, თუ როგორ იფხიზლებს დაზარალებული. 
ძლიერი ტრავმის შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს:
მედიკამენტებს - ტვინის შეშუპების ან კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად
ქირურგიულ ჩარევას - თუ თავის ტვინში ან მის გარსებში მოხდა სისხლჩაქცევა ან კიდევ აღინიშნება ტვინის შეშუპება, მაშინ საჭიროა ქირურგიული ჩარევა
  როდის უნდა დავურეკო ექიმს დაუყოვნებლივ?
თუ თქვენი თავის ტკივილი ძლიერდება
გამოხატულია გულისრევა ან ღებინება
შეგეცვალათ ქცევა და აზროვნება
არ შეგიძლიათ გამართულად სიარული
გამოხატულია კრუნჩხვები

როდის შემიძლია დავუბრუნდე სპორტულ აქტივობებს ან ზოგადად აქტიურ ცხოვრებას?–  ამის შესახებ უნდა ჰკითხოთ თქვენს ექიმს, ის სიმპტომების შეფასების შემდეგ მოგცემთ რეკომენდაციას დაუბრუბდეთ თუ არა აქტიურ ცხოვრებას. 
  როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან თავის ტრავმა?– აუცილებელია ჩაფხუტის ტარება ველოსიპედით სეირნობის დროს, ასევე ისეთი სპორტის სახეობებში, სადაც დიდია დაცემის რისკი. გადაიკარით ღვედი მანქანით მგზავრობის დროს. 
          


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close