ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ლეიკემია ბავშვთა ასაკში


რა არის  ლეიკემია ? -  სხვა  სიტყვებით  რომ ვთქვათ,  ლეიკემია  სისხლის ავთვისებიანი დაავადებაა.  სისხლი სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან შედგება და ამ უჯრედების წარმოქმნა ხდება ძვლის ტვინში. ლეიკემიის დროს, ძვლის ტვინში ნორმალური სისხლის უჯრედების ნაცვლად წარმოიქმნება ანომალური უჯრედები. ხდება ამ უჯრედების უკონტროლო გამრავლება, ისინი ხვდებიან სისხლში და მოგზაურობენ მთელს სხეულში. ხანდახან ხდება ამ უჯრედების თავმოყრა სხეულის განსაზღვრულ ნაწილში. ანომალურ ანუ ლეიკემიურ უჯრედებს არ შესწევთ უნარი ნორმალური ლეიკოციტების ფუნქცია  შეასრულონ. ისინი ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო სწრაფად  იზრდებიან და დროთა განმავლობაში ავიწროებენ ნორმალურ უჯრედებს. ეს კი სხვადასხვა  სიმპტომის განვითარებას იწვევს.  არესბობს ლეიკემიის რამოდენიმე ტიპი (მწვავე და ქრონიკული). ბავშვთა ასაკში ლეიკემია უმეტესად სწრაფადპროგრესირებადია და იწვევს „მწვავე ‘’ ლეიკემიას. ბავშვებში ხშირია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია  (ALL),   ზოგჯერ გვდება მწვავე მიელოიდური ლეიკემია  (AML).
რა სიმპტომები ახასიატებს ლეიკემიას?  _  ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია :
ადვილად დაღლა და სისუსტე;
სისხლდენისკენ მიდრეკილება;
ცხელება და ხშირი ინფექცია;
ძვლების და სახსრების ტკივილი, რის გამოც ბავშვი კოჭლობს ან უარს ამბობს მოძრაობაზე;
ლიმფური კვანძების გადიდება, რომელსიც კანქვეშ ვიზუალურად შეიმჩნევა ან პალპაციით  შეიგრძნობთ.   
       ამ  სიმპტომებმა გარდა  ლეიკემიისა,  შეიძლება სხვა მიზეზების გამოც იჩინოს თავი. მაგრამ  თუ თქვენი შვილს აღენიშნა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანი, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.  

რა კვლები  ტარდება ლეიკემიის დიაგნოზის დასმის მიზნით?- თავდაპირველად უნდა მოხდეს ანამნეზის დეტალური შეგროვება და  პაციენტის გულდასმით გასინჯვა.  გარდა ამისა კეთდება:
სისხლის საერთო ანალიზი;
მკერდის ძვლის პუნქცია -  ამ ტესტის დროს აღებული მასალა ძვლის ტვინის მცირე ნაწილია,  ხდება ამ უჯრედების მიკროსკოპული დათვალიერება.
როგორ ხდება ლეიკემიის მკურნალობა? _ ლეიკემიის სწორი მკურნალობისთვის აუცილებელია იცოდეთ რომელი ტიპის ლეიკემია აქვს თქვენს შვილს. ლეიკემიის მკურნალობა ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამოდენიმე მეთოდის გამოყენებით ხდება. 
ქიმიოთერაპია - სპეციალური პრეპატიებით სიმსივნური უჯრედების განადგურება;
სხიური თერაპია -  სიმსივნური უჯრედების განადგურება  რენტგენის სხივების მეშვეობით;
ძვლის ტვინის გადანერგვა - ამ  თერაპიის  დროს  ხდება რადიაციის ან ქიმიოთერაპიის დროს  დაზიანებული უჯრედების  ჩანაცვლება ღეროვანი უჯრედებით.  უჯრედების დონორად შეიძლება გამოყენებულ  იქნას:
ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან  პაციენთან სისხლით ნათესაურ კავშირში და სისხლი შეთავსებადია;
ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან  პაციენთან სისხლით ნათესაურ კავშირში,   მაგრამ   სისხლი შეთავსებადია;
ახალშობილის ჭიპლარიადნ აღებული მასალა.
          ბავშვთა უმეტესობაში, მკურნალობის შედეგად მიიღწევა რემისია. ეს ნიშნავს რომ სისხლში და ძლის ტვინში ანომალური უჯრედები აღარ იძებნება.  მაგრამ  ისეთ შემთხვევაშიც  კი  როცა მასალაში  ანომალური უჯრედების პოვნა ვერ ხერხდება, ისინი მაინც არიან ორგანიზმში.  იმისთვის რომ მოხდეს ამ უჯრედების განადგურება და კვლავ  არ  განვითარდეს დაავადება, ამისთვის საჭიროა ბოლომდე იქნას მიყვანილი მკურნალობის კურსი. ჩვეულებრივ  მკურნალობა  დაახლოებით 2-3 წელის გრძელდება. 

რა ხდება მკურნალობის შემდეგ? -  მკურნალობის დამთავრების შემდეგ, პაციენტი იმყოფება  ექიმთან მჭიდრო კონტაქტში. ხდება ბავშვის  ხშირი შეფასება. შემდგომი მართვის გეგმა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდომარეობაზე და სისხლის ანალიზის პასუხზე. ამავე დროს დედამ ყურადგება უდნა მიაქციოს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს. მათი გაჩენა შეიძლება ლეიკემიის გამწვავებაზე მიუთითებდეს,  ამიტომ ასეთ შემთხვევაში  აუცილებლად  უდნა მიმართოთ ექიმს. 

რა ხდება როცა ლეიკოზი კვლავ იჩენს თავს?-  თუ ბავშვს ლეიკოზი კვლავ განუვითარდა, ისევ უტარდება ქიმიოთერაპია, სხიური  თერაპია ან ძვლის ტვინის გადანერგვა.

რა  უნდა  გააკეთოთ მშობელმა?-  მნიშნვნელოვანია დაიცვათ ექიმის მიერ მოცემული ყველა ინსტრუქცია მკურნალობის თუ კვლევების  შესახებ.  თუ თქვენს შვილს განუვითარდა რაიმე სახის გვერდითი მოვლენა ან მკურნალობის დროს წარმოიშვა რაიმე პრობლემა, აუცილებებლია დაურეკოთ ექიმს.
ლეიკემიის მკურნალობის დროს, თქვენ უნდა იცოდეთ  როდის და რა ტიპის მკურნალობა უტარდება თქვენს შვილს.  ყველა შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს:
რამდენად შედეგიანია ეს მკურნალობა?  
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს მკურნალობას?
არის თუ არა ამ მკურნალობის გარდა სხვა ალტერნატიული საშუალებები?
რა საფრთხე ემუქრება ბავშვის ჯანმრთელობას თუ აღნიშნული მკურნალობა არ ჩაუტარდა?


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close