ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჰოჯკინის ლიმფომა ბავშვებში

                                             
     რა არის ჰოჯკინის ლიმფომა? - ჰოჯკინის ლიმფომა მიეკუთვნება ლიმფომების ერთ-ერთ ტიპს. ლიმფომა ეს არის ლიმფური სისტემის სიმსივნე. ლიმფური სისტემის შემადგენლობაში შედის ყველა ის ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს ინფექციებთან საბრძოლველ უჯრედებს. ასეთ უჯრედებს უწოდებენ სისხლის თეთრ უჯრედებს. როდესაც ბავშვს აქვს ლიმფომა, მისი სისხლის თეთრი უჯრედები ხდება „არანორმალური“, იზრდება უკონტროლოდ და ცირკულირებს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში. ლიმფურ კვანძებში ამ უჯრედების დაგროვდება იწვევს მათ ჰიპერპლაზიას (გადიდებას).
     რა არის ჰოჯკინის ლიმფომის სიმპტომები? - თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ ან შეიგრძნოთ გადიდებული ლიმფური კვანძები კანქვეშ. ეს კვანძები შესაძლოა იყოს კისრის გარშემო, ლავიწის ზემოთ, იღლიის ან საზარდულის მიდამოში. ლიმფური კვანძები შესაძლოა გადიდდეს შინაგან ორგანოებში. მაგალითად გადიდებულმა მკერდშიდა ლიმფურმა კვანძებმა, შესაძლოა  გამოიწვიოს ხველა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. 
სხვა სიმპტომებია: 
დაღლილობა
ცხელება
წონის დაკლება ან უმადობა
ღამის ოფლიანობა
   არსებობს თუ არა კვლევის მეთოდები? - დიახ, არსებობს. ექიმი დაგისვამთ კითხვებს სიმპტომების შესახებ და დანიშნავს გამოკვლევებს:
სისხლის ანალიზი
ლიმფური კვანძის ბიოფსია - ექიმის ამოიღებს ერთ-ერთ გადიდებულ ლიმფურ კვანძს, დაათვაალიერებს მის უჯრედებს მიკროსკოპში და ნახავს თუ არის სიმსივნური უჯრედები მასში.
   ჰოჯკინის ლიმფომა როგორც წესი იწყება კისრის ან გულმკერდის ლიმფური კვანძების გადიდებით. თუ სიმსივნე გავრცელდა, ის თავდაპირველად ვრცელდება ახლომდებარე ლიმფურ კვაძებში,შემდგომ ელენთასა და ღვიძლში.
     ლიმფომის გავრცელების სტადიის დასადგენად საჭიროა კომპიუტერული ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ასევე ძვლის ტვინის ბიოფსია ( ძვლის ტვინი არის ქსოვილი, რომელიც ავსებს ძვალს შიგნიდან, ექიმი იღებს ძვლის ტვინის მცირე ნაწილს და ათვალიერებს მიკროსკოპში).
ჰოჯკინის ლიმფომის სტადიის დადგენა აუცილებელია სწორი მკურნალობისთვის.

როგორია მკურალობა ჰოჯკინის ლიმფომის დროს? - მკურნალობა მოიცავს:
ქიმიოთერაპიას - პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც კლავენ სიმსივნურ უჯრედებს. ექიმი ირჩევს ქიმიოთერაპიის კურსს, რომელიც მორგებულია თქვენს ბავშვზე.
სხივურ თერაპიას - დასხივება კლავს სიმსივნურ უჯრედებს.
უმრავლეს შემთხვევაში ჰოჯკინის ლიმფომა განკურნებადია.
მკურნალობის შემდეგ დროდადრო საჭიროა ექიმის კონტროლი, სისხლის ანალიზი, რადიოლოგიური კვლევის მეთოდები.
თქვენ ასევე უნდა დააკვირდეთ სიმპტომების არსებობას, თუ რომელიმე სიმპტომი გამოჩნდა ისევ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რადგანაც ეს შესაძლოა ნიშნავდეს რომ განვითარდა რეციდივი.
რა მოხდება თუ განვითარდება რეციდივი? (ჰოჯკინის ლიმფომის განმეორებითი შემთხვევა) - თუ განვითარდება რეციდივი, შესაძლოა საჭირო იყოს ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ( ამ შემთხვევაში ექიმი ანაცვლებს ძვლის ტვინის ქიმიოთერაპიის ან სხიური თეაპიის შედეგად მკვდარ უჯრედებს ახალი უჯრედებით).
დამატებით რა უნდა ვიცოდეთ მკურნალობის შესახებ?  მკურნალობის ზოგიერთმა მეთოდმა შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები მომავალში. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ გართულებების შესახებ. მნიშნელოვანია,რომ ყველა პაციენტი ან მშობელი მიჰყვეს ექიმის მითითებებს ვიზიტებთან და კვლევებთან დაკავშირებით. აგრეთვე მნიშვნელოვანია  მიმართოთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვს აქვს რაიმე გვერდითი ეფექტი ან პრობლემა მკურნალობის განმავლოაბში. ექიმს ყოველთვის შეატყობინეთ როგორ გრძნობს თავს ბავშვი მკურნალობის განმავლობაში, ჰკითხეთ ექიმს:
რა უპირატესობები აქვს მკურნალობას? დაეხმარება ბავშვს სიცოცხლის გახანგრძლივებაში? შეამცირებს ან თავიდან აგაცილებთ სიმპტომებს?
რა არის მკურნალობის უარყოფითი მხარეები?
არსებობს თუ არა სხვა ალტერნატიული მკურნალობა ამ მკურნალობის გარდა?

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close