ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ტერნერის სინდრომი

                                             
   რა არის ტერნერის სინდრომი?  - ტერნერის სინდრომი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც  ვლინდება მხოლოდ გოგონებში. ის მოქმედებს გოგონების ნორმალურ ზრდასა და საკვერცხეების ნორმალურ განვითარებაზე. მან აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს  თირკმელების, გულის და სხვა ორგანოების მხრივ პრობლემები.
   რა არის ტერნერის სინდრომის სიმპტომები?  - აღნიშნული სინდრომი კლინიკურად ვლინდება:
ტანდაბლობით;
„კვადრატული ფორმის“ გულმკერდით;
ტერფების და მტევნების შეშუპებით;
კისერზე ფრთისებრი ნაოჭებით;
შორს მდებარე ძუძუს დვრილებით.
  გოგონებს ტერნერის სინდრომით არ აქვთ ნორმალურად განვითარებული საკვერცხეები, არ ხდება მათი სქესობრივი ნიშნების ნორმალური განვითარება. ახასიათებთ სარძევე ჯირკვლების განუვითარებლობა მიუხედავად ქალის ჰორმონებით მკურნალობისა. ზრდის ჰორმონის დარტყმითი დოზებით მკურნალობის მიუხედავად, ამ სინდრომით დაავადებულნი მაინც ვერ აღწევენ ნორმალურ სიმაღლეს.
   აღინიშნება გონებრივი განვითარების შეფერხება,  მენტალური დარღვევები. ასევე პრობლემები სხვა ორგანოების მხრივ:
გულის დაავადებები;
თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
სმენის დაკარგვა და ყურის ინფექციები;
მხედველობის დარღვევები
   რა დიაგნოსტიკური ტესტები ტარდება ტერნერის სინდრომის დროს? _ თუ ექიმი ეჭვს მიიტანს ტერნერის სინდრომზე, ტარდება სისხლის სპეციფიური ანალიზი
   როგორია ტერნერის სინდრომის მკურნალობა? მკურნალობა მიმართილია დაავადებით გამოწვეული ზემოთ აღნიშნული პრობლემების შემცირებისკენ.  რათა შემცირდეს პრობლემები რომელსაც ეს სინდრომი იწვევს. მკურნალობა ხდება ჰორმონებით, რომელიც ეხმარება მათ გაზრდაში ნორმალურ სიმაღლემდე და პუბერტატული ასაკის ნორმალურ გავლაში. პაციენტების შემოწმება მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მოხდეს იმ პრობლემებზე, რომელიც ტერნერის სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს გულისხმობს მოსასმენ ტესტებს, სხვადასხვა სახის სისხლის ტესტებს და ზოგიერთ ტესტს რომელიც ამოწმებს მდგომარეობას გულში. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ეს ტესტი დადებითი აღმოჩნდება, მოხდება დაავადების შესაბამისი მკურნალობა.
     როგორ უნდა მოიქცეს  ტერნერის სინდრომით დაავადებული, თუ სურს რომ ჰყავდეს შვილი? _ მკურნალობის მიუხედავად ბევრი გოგო ვერ ახერხებს შვილის ყოლას. ზოგიერთს კი შეუძლია დაორსულება სპეციალური მკურნალობის დახმარებით, როგორიცაა „ინ-ვიტრო ფერტილოსკოპია“,  ამ დროს  ხდება  სხვა ქალის კვერცხუჯრედის გამოყენება. 
    როგორი იქნება ჩემი შვილის ცხოვრება? _ ამ სინდრომით დაავადებულნი საჭიროებენ მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალური მედიკამენტებით. როდესაც თქვენი შვილი გაიზრდება,  გააცნობიერებს თავის მდგომარეობას, რომ სჭირდება მას წელიწადში ერთხელ შემოწმება სხვადასხვა ორგანოების მხრივ: 
გულის პრობლემები;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
დიაბეტი;
ქოლესტერინის მაღალი დონე;
ღვიძლის პრობლემები;
სმენის დაკარგვა;
მხედველობის პრობლემები;
ოსტეოპოროზი (მდგომარეობა, როდესაც ძვლები სუსტდება)

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close