ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჰირშპრუნგის დაავადება

                                                                     
   რა არის ჰირშპრუნგის დაავადება? _ ჰირშპრუნგის დაავადება (იგივე HD) არის მდგომარეობა, როდესაც საერთოდ წყდება ან ნელდება ნაწლავებში საკვების მონელების პროცესი და გამოყოფა. „HD” შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერვა, ღებინება  და სხვა სიმპტომები.
   ჯანმრთელ ადამიანებში, ნაწლავთა კუნთოვანი გარსის შეკუმშვას და მოდუნებას, საკვების ბიძგებს და ნაწლავებიდან ნარჩენების გამოყოფას, მივყავართ ნაწლავის მოძრაობამდე.  ჰირშპრუნგის დაავადების დროს  ნაწლავს ეს ფუნქცია დაკარგული აქვს. 
   პაციენტები, რომელთაც აქვთ „HD“ იბადებიან ამ დაავადებით. ექიმები ჩვეულებრივ აღმოაჩენენ მას ბავშვის დაბადებიდან მალევე. ზოგჯერ მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება მანამ სანამ ბავშვი არ გაიზრდება. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ როდესაც „HD” გამოვლინდება მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით.  ზოგჯერ დაავადება ვლინდება ზრდასრული ასაკის პერიოდში. ამასთანავე აღნიშნული დაავადება ხშირია დაუნის სინდრომის მქონე პირებში. 
   რა არის ჰირშპრუნგის დაავადების სიმპტომები? _ ახალშობილებში „HD” -ის სიმპტომებია: 
ღებინება;
მუცლის შებერილობა;
ყაბზობა (ნაწლავის მოძრაობის პრობლემა, მტკივნეული ნაწლავის მოქმედება, ან ძალიან მცირე მოქმედება). ყაბზობა, რომელიც გამოწვეულია „HD\"_ ით შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივად.
წონის დეფიციტი ან ზრდაში ჩამორჩენა ასაკთან შედარებით; 
     ჰირშპრუნგის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ანთება , რაც იცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ნაწლავთა ანთების სიმპტომებია: 
ცხელება; 
ღებინება;
დიარეა  სუნიანი განავლით - დიარეა შესაძლოა იყოს სისხლის მინარევით;
მუცლის ტკივილი, შებერილობა, ან ორივე ერთად;
შრომისუნარიანობის დაქვეითება; ადინამია
   დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ზემოთ აღნიშნული სიმპტომების დროს.
   რა სახის კვლევები არსებობს ჰირშპრუნგის დაავადებისის დიაგნოზისთვის? ყველა არ არის საჭირო. „HD”- ის დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს: 
რექტალური ბიოფსია - ამ დროს ხდება ნაწლავის ნიმუშის აღება და შემდგომ  მისი  შესწავლა მიკროსკოპის .
მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევა; 
ბარიუმის ფაფით გამოკვლევა - პაციენტს ასმევენ ბარიუმის შემცველ სითხეს, რომლის ფონზეც რენტგენის სხივების ქვეშ ჩანს მუცლის ღრუს გამოსახულება
მანომეტრია - აღნიშნული კვლევა გამოიყენება ნაწლავის სხვადასხვა უბანზე ზეწოლის ხარისხის განსაზღვრისათვის , რაც ექიმს აძლევს საშუალებას დაინახოს ნაწლავის მოძრაობა. 
    როგორ ვუმკურნალოთ „HD”_ს? _ მისი მკურნალობა ქირურგიულა, ამ დროს ხდება ნაწლავის უფუნქციო ნაწილის ამოკვეთა.
შეიძლება ჩემმა შვილმა იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით მკურნალობის შემდეგ?  - შესაძლებელია. ზოგიერთი ბავშვი ან ზრდასრული, რომელმაც ჩაიტარა ქირურგიული მკურნალობა ცხოვრობს ნორმალური ცხოვრებით, მაგრამ მათ შეიძლება მაინც ჰქონდეთ ისეთი პრობლემები,  როგორიცაა:
ყაბზობა;  
ნაწლავთა ანთება, რომელიც შეიძლება განვითარდეს ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომ. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close