ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: პილოროსტენოზი ჩვილებში




რა არის პილოროსტენოზი?    
პილოროსტენოზი არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ძლიერ ღებინებას ჩვილებში.  ეს გამოწვეულია პილორუსის  პრობლემით. ჩვეულებრივ საკვები პილორუსის გავლით გადაადგილდება უპრობლემოდ, მაგრამ პილოროსტენოზის დროს პილორუსის სფინქტერის კუნთი ძლიერ სქელდება, ამიტომ საკვები ვერ გადადის კუჭიდან ნაწლავში, რაც საბოლოოდ იწვევს სიმპტომების განვითარებას. დაავადება ვლინდება ახალშობილებში 3-6 კვირის ასაკიდან. 
რა სიმპტომები ახასიათებს პილოროსტენოზს?–  ამ დროს აღინიშნება  ღებინება ,როგორც  წესი  უშუალოდ  კვების  შემდგომ  და  ითვლება    დამცველობითი  ხასიათის  მოვლენად.  ეს ღებინება საკმაოდ  ძლიერია  და  განსხვავდება  „ამოქაფენისგან“ . პილოროსტენოზისას ღებინება  არის  შადრევანისებური ხასიათის. ასეთი ბავშვები მუდმივად  ითხოვენ საკვებს,  კვების შემდეგ კი  კვლავ  ვლინდება შადრევანისებური ღებინება.
საჭიროა თუ  არა მიმართოთ   ამ  დროს  ექიმს?––  დიახ თუ  ბავშვს  აქვს მსგავსი  სიმპტომები აუცილებლად მიმართეთ ექიმს .
თუ  თქვენი  ექიმი ფიქრობს,  რომ თქვენს  ბავშვს  აქვს  პილოროსტენოზი, ის სავარაუდოდ გაააკეთებს ულტრაბგერით კვლევას , რაც დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. 
როგორ  იკურნება პილოროსტენოზი?––მისი  კურნალობა  ქირურგიულია, ამ დროს  ხდება პილორუსის სფინქტერის  გაფართოვება და შედეგად საკვები  თავისუფლად  გადაადგილდება  კუჭიდან წვრილ ნაწლავებში. 





This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close