ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ბარძაყის დისპლაზიის განვითარება



 რას წარმოადგენს ბარძაყის დისპლაზია?

ბარძაყის დისპლაზია არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ბარძაყის სახსრის პრობლემებს,  უხშირესად  გვხვდება ჩვილებსა და ბავშვებში. ბარძაყის სახსარი წარმოადგენს „ბურთს და ფოსოს“ სახსარს. ეს დასახელება გამომდინარეობს იმისგან რომ ბარძაყის ძვალი არის ბურთის მსგავსი და ზუსტად ჯდება მენჯის ძვალში.
       ბარძაყის დისპლაზიის დროს, სახსრის ფოსოს ნაწილი ნორმალურად არ ვითარდება. ამის გამო ბარძაყის სახსარი არის თავისუფალი (მოშვებული) და სახსრის ბურთისებრი ნაწილი  ამოცურდება ფოსოდან. არის შემთხვევა როდესაც ის სრულად ამოვარდება და ამ შემთხვევას ექიმები უწოდებენ დისლოკაციას.

 რა არის ბარძაყის დისპლაზიის განვითარების სიმპტომები?

ის წესით არავითარ სიმპტომს არ იწვევს ჩვილებში (პატარებში). მისი დადგენა ჩვეულებრივ ხდება სამედიცინო შემოწმების დროს. ყველა ჩვილი მოწმდება დისპლაზიაზე დაბადების შემდეგ. ჩვეულებრივ დამატებით ექიმები და ექთნები ამოწმებენ დისპლაზიის განვითარებას, ყოველ გეგმიურ ვიზიტზე, სანამ ბავშვი გაივლის.
ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც მშობლები აღმოაჩენენ რომ მათ შვილს განუვითარდა დისპლაზია, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იღებენ რენტგენს სხვა მიზეზების გამო.
ჩვილებში და მოზრდილ ბავშვებში დისპლაზიის განვითარების მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები. ეს ვლინდება იმაში, რომ თითქოს ერთი ფეხი უფრო მოკლეა ან სხეულიდან მობრუნებულია. ასევე მან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის არასწორი სიარული.
       
 არის თუ არა რაიმე ტესტი დისპლაზიის დასადგენად? 

დისპლაზიის დადგენა ხორციელდება სამედიცინო შემოწმებისას ბავშვის ფეხის სახსარს წრიულად მოძრაობის დროს,  ასევე   ბავშვის ორივე ფეხი ერთნაირი ზომის უნდა იყოს. ექიმები ასევე ხშირად მიმართავენ რენტგენს ან ულტრაბგერით კვლევას     

როგორ ინკურნება ბარძაყის დისპლაზია?

მისი მკურნალობა დამოკიდებულია ძირითადად ასაკზე. 2 კვირამდე ჩვილებში მკურნალობა არ ხდება. 2 კვირიდან 6 თვემდე მკურნალობა მოიცავს შესაბამისი ხელსაწყოს ტარებას, რომელიც იწვევს ბარძაყის ძვლის ფიქსაციას სახსარში, რათა ძვალი გაიზარდოს ნორმალურად. ამ მოწყობილობას ყველაზე ხშირად ეწოდება \"მენჯის აღკაზმულობა\" \"Pavlik harness\". ჩვილებმა ჩვეულებრივ უნდა ატარონ 2 დან 3 თვემდე. ბავშვებში რომელთა ასაკი  6 თვეზე ზემოთაა მკურნალობა მოიცავს პროცედურებს ან ქირურგიულ ჩარევას, რომლის დროს ძვლების ჩასმა ხდება სწორ პოზიციაში. ამის გამო ბავშვმა უნდა ატაროს თაბაშირი 3-4 თვემდე, რომ დაფიქსირდეს ბარძყის სახსარი სწორ პოზიციაში.

   იწვევს თუ არა დისპლაზია ხანგრძლივ პრობლემებს? ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და დისპლაზიის ხარისხზე, უმრავლეს  შემთხვევებში ბავშვებში დისპლაზია არ იწვევს  ხანგრძლივ  პრობლემას. 
      ზოგიერთ ბავშვს, განსაკუთრებით მათ რომელთაც აღმოუჩინეს ეს პრობლება მოგვიანებით ასაკში აღენიშნებათ სახსრის ტკივილი ან  მისი დაზიანება.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close