ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ანტიბიოტიკ-რეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექცია


 Staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) არის ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ჯანმრთელი ადამიანის კანსა და ცხვირის ლორწოვანზე  30%-ში.  უმრავლეს   შემთხვევაში , აღნიშნული ბაქტერია პათოლოგიური სიმპტომების განვითარებას არ იწვევს. 
კანის საფარველის მთლიანობის  დარღვევისას,   ნაკაწრების ან სხვა მიკროტრავმების შედეგად,  სტაფილოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა  პრობლემები:  დაწყებული უბრალო აკნედან , დამთავრებული მძიმე დაავადებებით, განსაკუთრებით ბავშვებში,  და იმ პირებში რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.  
ეს  სტატია განიხილავს მეტიცილინ-რეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკით (MRSA) გამოწვეული ინფექციის სიმპტომებს , დიაგნოსტიკურ ტესტებს, მკურნალობასა და პრევენციის მეთოდებს. 
საიდან იღებს სათავეს მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA) ?  სტაფილოკოკი  მგრძნობიარეა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების  მიმართ . სამწუხაროდ, 1950 წლიდან გაჩნდა  პენიცილინისა და მეტიცილინის (პრეპარატები , რომელიც შეიქმნა სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ) მიმართ რეზისტენტული  (გამძლე) მიკრობები.  მათ ეწოდათ მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA).   სტაფილოკოკები, რომელზეც მოქმედებენ ეს ანტიბიოტიკები  იწოდებიან  როგორც მეტიცილინ-მგრძნობიარე ოქროსფერი სტაფილოკოკები (MSSA). 
 MRSA  თავდაპირველად  აღენიშნებოდა იმ პირებს , რომლებიც  იყვნენ ჰოსპიტალიზირებულები ან ცხოვრებდნენ თავშესაფრებში . ხოლო 1990 წლიდან MRSA- ინფექცია გამოუვლინდათ დასნებოვნებულებთან   კონტაქტში მყოფ პირებსაც, რომლებიც თავად არ ყოფილან ჰოსპიტალიზირებულები. 2006 წლიდან საზოგადოებაში MRSA- დაინფიცირებულთა  რიცხვი ძალიან გაიზარდა . 
დღეისათვის დასნებოვნებულთ  3ჯგუფს გამოყოფენ : 1. პირები, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოში (ჰოპიტალ-ასოცირებული MRSA );  2. პირები, რომლებიც ადრე იყვნენ ჰოსპიტალიზირებულები ან აქვთ მუდმივი კონტაქტი კლინიკებთან ,მაგ:დიალიზზე მყოფი პირები, ან პირები რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას (ჯანდაცვასთან ასოცირებული MRSA);  3. ჩვეულებრივი მოსახლეობა (საზოგადოებრივი-MRSA).
როგორ ვრცელდება MRSA?- შესაძლოა თქვენ ხართ MRSA-მტარებელი , რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს კანზე ან ცხვირის ლორწოვანზე ბინადრობს ეს ბაქტერია, მაგრამ სიმპტომურად  არ ვლინდება. 
MRSA-მტარებელი შეიძლება გახდეთ სხვადასხვა გზით:
იმ პირებთან შეხებით რომლებიც არიან მტარებლები;
დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით,  მაგ.როგორიცაა კარის სახელურები, ტელეფონის ყურმილი;
თქვენ შეიძლება დაგემართოთ MRSA -ინფექცია , თუ ხართ ბაქტერიამტარებელი და   კანის საფარველის მთლიანობა დაირღვევა. 
MRSA -ის რისკ-ფაქტორები- ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს MRSA-მტარებელი.  ზოგიერთს  კი აქვს დასნებოვნების მაღალ რისკი.  კერძოდ ჰოსპიტალ-ასოცირებული MRSA რისკი  აქვთ  პირებს, რომლებიც მკურნალობენ კლინიკაში:
ქირურგიული ჩარევა, ან ინტრავენური ინექცია;
ხანგრძლივი დროით ჰოსპიტალიზაცია;
ბოლოს მიღებული ანტიბიოტიკები;
დაქვეითებული იმუნური სისტემა
კონტაქტი იმ პირებთან ან სამედიცინო პერსონალთა, რომლებიც არიან მტარებელები.
 ყველა ეს ფაქტორი წარმოადგენს დასნებოვნების რისკს ჰოსპიტალში.
საავადმყოფოებში  MRSA  შეძლება გადავიდეს პერსონალის ხელებით. სამედიცინო მუშაკმა უნდა დაიბანოს ხელები და გამოიცვალოს ხელთათმანები პაციენტთან შეხებამდე და შეხების შემდეგ.
საზოგადოებრივი MRSA - ჰოსპიტალის გარეთ დასნებოვნების რისკს წარმოადგენს:
კანის ტრავმა (დამწვრობა, ნაკაწრი ან ჭრილობა);
პარსვის ან ცვილის საშუალებით თმის მოცილება, განსაკუთრებით იღლიისა  და  საზარდულის არიდან.
თუ გაქვთ ტატუ ან პირსინგი;
სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების  გამოყენება , თუ  არ გარეცხილა და არ გაუვლია სტერილიზაცია. 
მტარებელთან ან დასნებოვნებულთან ფიზიკური შეხება.
საზოგადოებასთან ასოცირებული MRSA  ინფექციები, ძირითადად გვხვდება მჭიდრო კოლექტივებში , როგორიცაა საბავშვო ბაღები, ციხეები, ჯარი, სპორტის ჯგუფური სახეობის წარმომადგენლებში.
MRSA -ინფექციის სიმპტომები-იმ ადამიანებს რომელთაც აქვთ საზოგადოებასთან ასოცირებული MRSA აღენიშნებათ კანის ინფექციები. ეს კანის ინფექციები ზოგჯერ ვითარდება მოულადნელად და შეცდომით შეიძლება ჩათვალოთ მწერის ნაკბენადაც კი. კანზე შეძლება გაჩნდეს ერთეული , კანის ზედაპირიდან ამოწეული, მოწითალო ფერის ამონადრეკი, რომელიც გავს აკნეს, ან  შეერთდეს ერთ დიდი ზომის უბნად ე.წ. კარბუნკულად. დაზიანების კერა თანდათან მატულობს ზომაში, ხდება უფრო წითელი ფერის და უფრო შუპდება. ცენტრი კი ხდება უფრო მხურვალე.
შეიძლება ასევე მოხდეს ინფქციის კერების გავრცელება დაზიანებული ადგილის გარშემო, ასევე შეიძლება მიკრობი კანში შეჭრის შემდეგ  სისხლის საშუალებით მოხვდეს შინაგან ორგანოებში:  ძვლებში, სახსრებში, ფილტვებში,გულში, ან ისეთ მოწყობილობებში, როგორიცაა ინტრავენური კათეტერი, გულის პეისმეიკერი, ხელოვნური სახსარი. ასეთ შემთხვევაში შიძლება გამოიხატოს ცხელება, სისუსტე, ტკივილი ან შეშუპება ინფექციის შეჭრის ადგილზე. 
MRSA -ინფექციის  დიაგნოსტიკა- პაციენტების ტესტირება კანის ინფექციაზე შეიძლება მოვახდინოთ კულტურის კვლევით , რომლის პასუხიც, როგორც წესი 48-72სთ საჭიროებს. 
შინაგანი ორგანოების დაინფიცირების შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები: სისხლის ანალიზი, RO-გრაფია; CT-კვლევა,   ექოკარდიოგრაფია და ა.შ. 
MRSA -ინფექციის მკურნალობა- თუ უკვე მოვახდინეთ MRSA დიაგნოსტირება შეგვიძლია დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის დოზის და ტიპის შერჩევა ხდება მას შემდეგ , რაც გვეცოდინება კულტურის პასუხი.
ბინაზე- MRSA  მკურნალობა მოიცავს 7-10 დღიან  ,,პერ ოს“  ( დასალევ)  ანტიბიოტიკოთერაპიას.  გამოიყენება ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ბაქტრიმი, ბისეპტოლი), კლინდამიცინი, მინოციკლინი ან დოქსიციკლინი. ძალიან მნიშვნელოვანი ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის რეკომნდაცია:  მიიღოთ ანტიბიოტიკი  დანიშნულ დროს და დაასრულოთ მკურნალობის კურსი ბოლომდე, მიუხედავად იმისა,  რომ რამოდენიმე დღეში თავს იქგრძნობთ უკეთ. თუ დასალევი  ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა  ეფექტური , შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია სპეციალური ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.  
გარდა ანტიბიოტიკოთერაპიისა შესაძლოა საჭირო გახდეს ინფიცირებული არის დრენირება ან გაკვეთა, რაც აჩქარებს განკურნებას. თქვენ თავად არ უნდა ცადოთ პუსტულების (ბუშტუკოვანი გამონაყარი)  დრენირება, ვინაიდან ხელით მიჭყლეტა აუარესებს ინფექციის მიმდინარეობას. 
ზოგჯერ  ოჯახში გავრცელების ან რეკურენტული (ხშირი, განმეორებითი)  ინფექციის საპრევენციოდ დამატებით ღონისძიებებს მიმართავენ, მაგ: მუპიროცინის მალამოს ან  ქლორჰექსიდინის საპონის გამოყენებას. თუმცა ეს სტრატეგია ყოველთვის სათანადოდ ეფექტური არ არის. 
ჰოსპიტალიზირებული პაციენტები საჭიროებენ ინტრავენურ  ანტიბიოტიკოთერაპიას. უმრავლეს შემთხვევაში პაციენტებს გაწერის შემდეგაც აძლევენ ანტიბიოტიკებს. ანტიბიოტიკოთერაპია ზოგჯერ 6-8 კვირა გრძელდება. 
MRSA-  ინფექცია შესაძლოა იყოს სერიოზული, ფატალურიც კი.  2005 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დაავადებულთა  20 პროცენტი გარდაიცვალა.  დაახლოებით 86 % შემთხვევაში ინფექცია  შეძენილი იყო ჰოსპიტალში. 
MRSA  პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია შემდეგი ღონისძიებები: 
ჰოსპიტალში  რადგან ინფექცია ვრცელდება ძირითადად მედპერსონალის ხელებით, რისკის შესამცირებლად ყველა პირმა, ვინც კონტაქტშია პაციენტთან უნდა დაიბანოს ხელი საპნითა და წყლით ან დაიმუშავოს ხელი ალკოჰოლის შემცველი სპეციალურ სტერილიუმით პაციენტთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ.  პაციენტმა შეძლებისდაგვარად ხშირად  უნდა იბანოს ხელები. 
 ყველ პირი , ვინც შედის პაციენტის ოთახში, მათ შორის ოჯახის წევრები და მეგობრები, აუცილებლად უნდა ატარებდეს ხელთათმანს, და მოხურული უნდა ჰქონდეთ ხალათი - მიკრობის ტანსაცმელთან კონტამინაციის ასაცილებლად. 
 საზოგადოებაში MRSA-ინფექციის  პრევენცია-  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გვაწვდის შემდეგ რეკომენდაციებს: 
დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით (დაახლოებით 15-30 წმ-ის განმავლობაში გაუსვით ხელები  ერთმანეთს). განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს, თითებს შორის არეს,  მაჯებს.  ხელები გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცთ. 
ალკოჰოლზე დამზადებული სტერილიუმი  ხელების დაბანის კარგი ალტერნატივაა, წყლის უქონლობის შემთხვევაში.  სტერილიუმი შეიზილეთ ხელზე გაშრობამდე. 
ნაკაწრები და ზედაპირული იარები დაიფარეთ სახვევით, ვიდრე მოშუშდება.
მოეიდეთ სხვა ადამიანების ჭრილობებთან  და სახვევთან შეხებას. 
დაუშვებელი  სხვა ადამიანების პირადი ნივთების- პირსახოცის, ბრიტვის, ტანსაცმლის, უნიფორმის, კბილის ჯაგრისის, სავარცხელის, მაკიაჟის გამოყენება. 
სპორტულ კლუბებში -ტრენაჟორები გამოყენებამდე  აუცილებლად უნდა იწმინდებოდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით. 
დაინფიცირებულთა ოჯახის წევრებისთვის არ არის რეკომენდირებული პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკოთერაპია. პრევენციული ღონისძიება გლისხმობს ხელების ჰიგიენას,  ჭრილობების შეხვევას, დაინფიცირებულთა პირადი ნივთების არ გამოყენებას. 
ოჯახში ძირითადი პრევენციული ღონისძიება გულისხმობს :ხველისა და სურდოს დროს ქაღალდის ცხვირსახოცის  გამოყენებას. გამოყენებული ცხვირსახოცი გადააგდეთ დაუყოვნებლივ. 
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ზედაპირებისთვის ( კარის სახელურები, კომპიუტერის კლავიატურა, ტელეფონებიი.ს) ხელს უწყობს ბაქტერიების ელიმინაციას.
უნდა ჩავიტაროთ თუ არა ტესტი MRSA მტარებლობის გამოსვლენად?-  ექსპერტები აღნიშნული ტესტის ჩატარებას , სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაციას არ უწევენ, რადგან დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია,  ყოველწლიურად   10 000  არაჰოსპიტალიზირებული ადამიანიდან საშუალოდ 4 ადამიანს უვლინდება აღნიშნული ინფექცია




This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close