ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჰიპოსპადია



ჰიპოსპადია არის სასქესო ასოს თანდაყოლილი დეფექტი.
ამ დეფექტით დაბადებულ ბიჭებში, მილი, რომელსაც გამოაქვს შარდი შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ, ანუ ურეთრა  არ არის სწორად ჩამოყალიბებული და გარეთ გამოდის არა შესაბამის ადგილას.
ნორმაში ის იხსნება სასქესო ასოს თავზე, ხოლო ჰიპოსპადიის დროს ურეთრა შეიძლება გარეთ გამოდიოდეს პენისის თავთან, ასოს მთელ სიგრძეზე ან სათესლეებთან ახლოს.
თუ მდგომარეობა რთულია და არ მოხდა კორექცია, შარდი გამოვა სხეულის შეუსაბამო ადგილას.
რთული, არაკორეგირებული ჰიპოსპადიის დროს, ბიჭებს უწევთ ჩაჯდომა მოშარდვისას.
რთულმა ჰიპოსპადიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, ერექციის პრობლემა და უშვილობა მოზრდილობისას.
ზოგჯერ ბიჭებს, რომლებსაც აქვთ ჰიპოსპადია, შეიძლება ჰქონდეთ სათესლე ჯირკვლების ჩამოუსვლელობაც. ამ დროს სათესლე ჯირკვლები არ ჩამოდის სათესლე პარკში და რჩება მუცლის ღრუში.
ზოგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი კვლევები.                                      
როგორც წესი, ჰიპოსპადიის დიაგნოზის დასმა ბავშვის დაბადებისთანავე ხდება, თუმცა ექიმის მითითებით შეიძლება ჩატარდეს სისხლის ანალიზი ჰორმონული ან გენეტიკური ცვლილებების გამოსავლენად. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ულტრაბგერითი კვლევა, რომ დადგინდეს სათესლე ჯირკვლების ლოკალიზაცია და მათი ნორმასთან შესაბამისობა.
ჰიპოსპადიას მკურნალობა ყოველთვის არ ესაჭიროება. მსუბუქი ხარისხის ჰიპოსპადიის დროს, ბიჭები შეიძლება შარდავდნენ ნორმალურად, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურეთრა სხვა ადგილას იხსნება. მსუბუქი ჰიპოსპადიის დროს სქესობრივი ფუნქციაც ნაკლებად არის დაქვეითებული ზრდასრულ ასაკში.
რთული ფორმის ჰიპოსპადიისას მკურნალობა ქირურგიულია. ამ დროს იქმნება ურეთრის არხი, რომელიც იხსნება ნორმალურ ადგილას. ოპერაცია ჩვეულებრივ ტარდება 6 თვის ასაკში. ზოგ ბავშვს შეიძლება ერთ ოპერაციაზე მეტი დასჭირდეს.



This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close