ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გრიპის ვაქცინა

რა არის გრიპის ვაქცინა?-გრიპის ვაქცინა არის მკურნალობა, რითაც შეიძლება დავიცვათ საკუთარი თავი გრიპის ვირუსით დაავადებისაგან.
         გრიპის ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ტემპერატურა, ხველა,კ უნთების ტკივილი და სხვა სიმპტომები. არსებობს გრიპის ვირუსის სხვადასხვა ფორმები, ესენია: 1) სეზონური გრიპი, 2) H1N1 პანდემია (რომელსაც ღორის გრიპსაც უწოდებდნენ) და 3) ფრინველის გრიპი. ყველა ტიპის გრიპის გამომწვევი ვირუსია. სამედიცინო ტერმინოლოგიით მას ეწოდება ,,გრიპი’’.
      ვის უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია და როდის?- ყველა  6  თვეზე და მეტი ასაკის ადამიანს ყოველწლიურად. ეს ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ყველაზე საუკეთესო დრო ვაქცინაციისათვის არის ზამთრის დასაწყისი. აშშ-ში ვაქცინაციისათვის საუკეთესო დროა ოქტომბერი.სამხრეთის ქვეყნებში ვაქცინაციისათვის საუკეთესო დროა მაისი.
    რატომ უნდა ჩავიტარო ვაქცინაცია?-ვაქცინაცია გვიცავს დაავადებისაგან. თუ თქვენ ხართ ვაქცინირებული და მაინც დაავადდით გრიპის ვირუსით, ვაქცინა ამ შემთხვევაშიც გიცავთ გრიპის მძიმე და სასიკვდილო ფორმისაგან.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია უეფექტოა, იმიტომ რომ ისინი იცნობენ ადამიანებს, რომელთაც ჩაუტარდათ ვაქცინაცია მაგრამ მაინც დაავადდნენ გრიპის ვირუსით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინაცია უეფექტოა.
არსებობს გრიპის ვირუსის ვაქცინის სხვადასხვა ფორმები?-დიახ.არსებობს ვაქცინის სხვადასხვა ფორმები,ესენია:
ვაქცინა რომელიც კეთდება კუნთში (როგორც წესი,მხრის ზედა ნაწილში)
ვაქცინაცია კანში
ნაზალური სპრეი 
რა გვერდითი ეფექტები აქვს გრიპის ვაქცინას?
ლოკალურად , ვაქცინაციის ადგილას კანის სიწითლე, ზომიერი შეშუპება, ან მტკივნეულობა 
ზომიერი ცხელება
იშვიათი გამონაყარი
თავის და  კუნთების ტკივილი.
 
ზოგჯერ ვაქცინაციას აქვს სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტები მძიმე ალერგიული რეაქციის სახით, რაც ძალზე  იშვათია.
შეიეძლება გრიპის ვაქცინამ გამოიწვიოს გრიპის ვირუსი?-არა.ვაქცინა არ არის გრიპის ვირუსით დაავადების მიზეზი. ზოგჯერ ვაქცინაციის შემდეგ პაციენტი თავს გრძნობს შეუძლოდ, ამის მიზეზი შეიძლება  იყოს ვირუსით ინფიცირება ვაქცინაციამდე.
 არის გრიპის ვირუსის ვაქცინა აუტიზმის მიზეზი?-არა. მას შემდეგ ჩატარდა ბევრი კვლევა და მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი ვაქცინასა და აუტიზმს შორის.
როგორ მოვიქცე თუ ვარ ორსულად?-თუ თქვენ ხართ ორსულად, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რადგან ორსული ქალბატონები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს. ორსულ ქალბატონებში ვირუსის სიმპტომები ვითარდება სწრაფად და საშიშია. გრიპის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები და გახდეს ქალის ან მისი ბავშვის სიკვდილის მიზეზი.ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ ვაქცინაცია თუ თქვენ ხართ ან გეგმავთ ორსულობას ამ ვირუსის სეზონის განმავლობაში.
 როგორ მოვიქცე თუ მაქვს კვერცხზე ალერგია?-თუ თქვენ გაქვთ კვერცხზე მსუბუქი ალერგიული რეაქცია შეგიძლიათ მშვიდად ჩაიტაროთ ვაქცინაცია. 
 


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close