ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გასტროეზოფაგალური რეფლუქსი ჩვილებში



 რას ნიშნავს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი? _ ეს არის კუჭის წვენის კუჭიდან საყლაპავში ამოსვლა, რასაც სხვაგვარად გულძმარვას, ან უბრალოდ რეფლუქსს ეძახიან.  კუჭში მუდმივად ხდება კუჭის წვენის წარმოქმნა,  რომელიც წესით  საყლაპავში არ უნდა ხვდებოდეს. საყლაპავი კი წარმოადგენს მილს, რომელიც პირის ღრუს კუჭთან აკავშრებს.
    ჩვილების გარკვეულ ნაწილს ჩვეულებივ ახასიათებს რეფლუქსი და წამოქაფება, რომელიც პათოლოგიად არ ითვლება და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. ზოგჯერ ეს წამოქაფება და რეფლუქსი იღებს სერიოუზულ სახეს და ვლინდება დაავადების სახით, რომელსაც „გერდი“-ის უწოდებენ (gastroesophageal reflux deases)
 რამდენად არის ჩემი შვილი გერდ-ის განვითარების რისკის ქვეშ? _ ზოგი ბავშვი არის გერდ-ის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ეს ბავშვებია:
დღენაკლი ახალშობილები, რომლებიც იბადებიან 2-3 კვირით ადრე
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ მწეველთა გარემოში
ბავშვები, რომელთაც აქვსთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, კერძოდ დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა ან თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა დაზიანებები.     
როდის შეიძლება მივიტანოთ ეჭვი  რეფლუქსზე? _ თუ თქვენს ბავშვს ხშრად აღენიშნება წამოქაფებები, თუმცა ამის მიუხედავად ის გამოიყურება ჯანმრთელად, იცინის და კარგ ხასიათზეა,  მაშინ მეტი შანსია საქმე გვქონდეს უბრალო, გაურთულებელ რეფლუქსთან. ასეთ დროს რეკომენდირებულია ბავშვის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერა კვების შემდეგ რამდენიმე წუთით, რათა ბავშვმა მოახერხოს რამდენიმეჯერ დაბოყინება.
თუ თქვენს შვილს აქვს გერდი-ს დაავადება მაშინ მას დამატებით ექნება შემდეგი სიმპტომები:
საკვებზე უარის თქმა
ტირის ან იკლაკნება ჭამის დროს (ჭამის დროს ტკივილის შეგრძნების მაჩვენებელია)
წამოქაფების დროს აღენიშნება ხველა და გადაცდენა
წნევით ღებინება
ვერ იმატებს წონაში
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან, რომელიმე აქვს თქვენს ბავშვს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს,  ის გადაწყვეტს დამატებითი გამოკვლევების დანიშვნის საკითხს და დაგეგმავს სჭირდება თუ არა  მას სამედიცინო  ჩარევა.
გაურთულებელი რეფლუქსი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, რადგან ის არ იწვევს დისკომფორტს ან საერთო მდგომარეობის შეცვლას. თუ თქვენი ბავშვი ხშრად არის მოუსვენრად და აქვს ძილის პრობლემები, ეს შეიძლება იყოს გერდ-ის მაჩვენებელი და საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან
არსებობს თუ არა რაიმე საშუალება ჩემი შვილისათვის დისკომფორტის შესამსუბუქებლად? _ დიახ, არსებობს და ესენია:
აუცილებლად დაიჭირეთ ბავშვი ვერტიკალურ მდგომარეობაში კვების შემდეგ 20-30 წუთით, ეს მას მოეხმარება დაბოყინებაში და დისკომფორტის მოხსნაში. არ ჩასვათ ბავშვი მანქანის საბავშო სავარძელში კვების შემდეგ და შეეცადეთ არ დააძალოთ საკვები , მაშინ, როდესაც ის კატეგორიულ უარზეა შეჭამოს. 
ყოველთვის დააძინეთ ზურგზე მწოლიარე და არა მუცელზე ან გვერდზე გადაბრუნებული, რეფლუქსის მიუხედავად.
შეწყვიტეთ მოწევა ოჯახში და ყოველთვის მოარიდეთ ბავშვი სიგარეტის კვამლს.
ხშირად გერდ-ი დაკავშირებულია ძროხის ან სოიოს რძის აუტანლობასთან. თუ თქვენ მათ გამორიცხავთ ბავშის მენიუდან და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება რამდენიმე კვირაში, მაშინ ჩათვალეთ რომ დისკომფორტი გამოწვეული იყო აღნიშნული პროდუქტებით. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, მაშინ გირჩევთ თქვენც თავის შეიკავოთ მათი მიღებისაგან. 
სქელი საკვები_ სასურველია რძეს დაუმატოთ სპეციალური საკვები, რომელიც გამოიწვევს მის გასქელებას და შეამცირებს რეფლუქსის რისკებს. არსებობს ხელოვნური საკვების ისეთი ფორმები, რომელიც სწორედ რეფლუქსისი დროს არის მოწოდებული. ამის შესახებ ჰკითხეთ ბავშვის პედიატრს. 
როგორ ვუმკურნალოთ გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს?- რეფლუქსის უმეტესობა არ საჭიროებს მედიკამენტებით ჩარევას. თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები უკვე მოსინჯეთ, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგს ვერ ხედავთ, მაშინ დაელაპარაკეთ ექიმს წამლების შესახებ. არსებობს უამრავი წამალი, რომელიც ასეთ დროს გამოიყენება, ტუმცა ყველა მათგანის გამოყენება ჩვიებში არ შეიძლება.
თუ თქვენი პატარას რეფლუქსი სერიოზულ პრობლემას ქმნის, მაშინ შეიძლება ექიმმა გირჩიოთ შემდეგი:
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები_ ისინი ხელს უშლიან კუჭის წვენის ჭარბად წარმოქმნას. ეს მედიაკამენტებია: ომეპრაზოლი  და ლანზოპრაზოლი. თუ რამდენიმე კვირაში შედეგი არ გვექნება, მაშინ ექიმი წყვეტს მის დანიშვნას. 
სხვა წამლები- ასევე ანტაციდები, ისეთები, რომლებიც ხელს უშლიან მჟავას წარმოქმნას კუჭში ( რანიტიდინი, მაგ.: ზინტაკი და ფამოტიდინი, მაგ.: პეპციდი). ანტაციდების ხანგრძლივად გამოყენება არ არის სასურველი, რადგან კუჭის წვენის გამოყოფის დათრგუნვა მუდმივად სასარგებლო არ არის ბავშის ორგანიზმისთვის. სანამ გადაწყვეტთ რომელიმე ამ მედიკამენტის გამოყენებას,  გაესაუბრეთ ბავშვის პედიატრს.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close