ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი


რა არის დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი?-  დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი ვითარდება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში.
ამას განაპირობებს დიაფრაგმის (ორგანო, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებს) კუნთების სისუსტე.  თანდაყოლილი თიაქარით დაბადებულ ბავშვებს აქვთ დიაფრაგმის ხვრელი. ამის გამო მუცლის ღრუს ზოგიერთი ორგანო გადაინაცვლებს გულმკერდის ღრუში. გულმკერდის ღრუში ამ ორგანოებს შეუძლიათ  კომპრესიის მოხდენა ფილტვებზე, რასაც თავის მხრივ შეუძლია ფილტვების ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხება.
დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი შეიძლება იყოს მძიმე და მსუბუქი. მძიმე, როგორც წესი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
 
როგორია დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქრის სიმპტომები?- დაბადებამდე  დაავადება სიმპტომებს არ იწვევს. თქვენმა ექიმმა ეს შეიძლება ჯერ კიდევ ორსულობისას აღმოაჩინოს ულტრაბგერითი კვლევით.
დაბადების შემდგომ ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს თქვენს ბავშვს, უკავშირდება სუნთქვის პრობლემებს. ეს პრობლემები, როგორც წესი იწყება დაბადებიდან რამდენიმე საათში. ამ ბავშვთა უმრავლესობას აქვთ მწვავე სუნთქვითი პრობლემები, თუმცა არის გამონაკლისებიც.
არსებობს დიაფრაგმის თანდაყოლილ თიაქარზე კვლევები?-დიახ, თქვენს ექიმს შეუძლია ავადმყოფს ჩაუტაროს რენტგენოლოგიური კვლევა.
როგორია დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქრის მკურნალობა ორსულობის დროს? ორსულობის პერიოდში ექიმი ატარებს მუდმივ მონიტორინგს, მაგრამ ბავშვის დაბადებამდე სამწუხაროდ არ არსებობს მკურნალობის საშუალება.
თუ თქვენი მშობიარობის თარიღი მოახლოვებულია, ექიმი შეიძლება გაგესაუბროთ მედიკამენტების მიღებაზე, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ მშობიარობის დაწყებაში.  ამ შემთხვევაში ექიმები მზად არიან დაიწყონ დაავადების მკურნალობა ბავშვის დაბადებისთანავე.
 როგორია დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქრის მკურნალობა დაბადების შემდგომ?  მკურნალობა დამოკიდებულია, სიმპტომებსა და დაავადების სმძიმეზე. მკურნალობა მოიცავს ჩვეულებრივ, რამდენიმე საფეხურს.
პირველი რასაც ექიმი მკურნალობს, ეს არის სუნთქვითი პრობლემები. მკურნალობა მოიცავს:
 
ინტუბაციას
ნაზო-გასტრალურ ზონდირებას
ინტრავენური კათეტერიზაციას
ჭიპლარის კათეტერიზაცია
 
სუნთქვითი პრობლემების მოგვარების შემდეგ, ხდება ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციის დროს ქირურგი დააბრუნებს მუცლი ღრუს ორგანოებს თავის ადგილას და დახურავს დიაფრაგმის ხვრელს.
შეუძლია დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარს გამოიწვიოს ხანგრძლივი პრობლემები? ზოგჯერ. ეს დამოკიდებულია თქვენი ბავშვის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.  თუ პრობლემები რჩება, იგი შეიძლება იყოს:
სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები.
წონაში მატების შეფერხება
კუჭ-ნაწლავის პრობლემები
დასწავლისა და სმენითი პრობლემები 
 
 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close