ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: წონაში კლება


როგორ მივხვდეთ იმატებს თუ არა ჩემი ბავშვი წონაში? 
იმისათვის რომ გავერკვეთ აღნიშნულ ჩივილში უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმთან მიმართვის შემდეგ, თქვენი ექიმი გეტკვით იმატებს თუ არა საკმარის რაოდენობით წონაში. ყველა ვიზიტზე მოხდება წონის მონიტორინგი და აღნიშნულ მონაცემებს შეადარებს თქვენი ბავშვის წონას, მის ასაკს და მოახდენს შედარებას მისი ასაკისა და სქესის ბაშვების წონასთან.
ასევე ზოგიერთი ბავშვი ვერ იმატებს საკმარის რაოდენობით წონაში კარგად. არიან ნაწილი ბავშვები რომლებიც დაბადებიდან იმატებენ კარგად თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ აჩერებენ წონაში მატებას და ასევე ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოდ ექიმს რათა მოხდეს წონაში კლების მიზეზის დადგენა და ერთად დავეხმაროთ ბავშვს წონის მატებაში, ბავშვებს სჭირდებათ წონაში საკმარისი ნამატი რომ გაიზარდნონ და განვითარდნენ ნორმალურად. ის ბავშვები რომლებიც ვერ იმატებენ წონაში შეიძლება ქონდეთ გარკვეული პრობლები სწავლასა და ინფექციებთან ბრძოლაში.
რა არის კლების მიზეზები?
დღენაკლულობა;
არასაკმარისი საკვების მიღება (ზოგიერთ ბავშვებში შეიძლება გამოიხატოს წოვის პრობლემის გამო ან მშობლები ვერ კვებავენ სათანადოდ ხშირად ბავშვებს ან არ ქონდეთ საკვები)
ჯამრთელობის პრობლემები (მუცლის,პირის ღრუს,ყელის, ან გულის მხრივ)
სტრესული სიტუაცია ოჯახში
კვების დროს ყურადღების გაფანტვა
როგორ გაიგებს ექიმი ჩემი ბავშვის წონის დეფიციტის მიზეს?
თქვენი ექიმი გკითხავთ თქვენი ბავშვის კვების ჩვევების შესახებ, ის გამოიკითხავსმისი კვების დღიურრაციონს, რას იღებს და რა რაოდენობით.
ასევე აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ბავშვს აქვეს:
გულისრევა,ღებინება
დიარეა
არ ჭამს საკვების განსაზღრულ სახეობას
იღებს სჭმელთან შედარებით მეტ სითხეს
ვისთან უნდა მივმართოდ (ვითანამშრომლოთ) როცა ბავშვი ვერ იმატებს წონაში?
ამისათვის თქვენ უნდა იქონიოთ ბავშვის პირად ექიმთან კონტაქტი ან დიეტოლოგთან რომელიც ექსპერტია კვების საკითხებში. იმისსათვის რომ დავეხმაროთ ბავშვებს წონაში მომატებაში არსებობს სხვადასხვა ხერხი:
ბავშვს შევთავაზოთ კალორიებით მდიდარი საკვები მაგ:ყველი, კარაქი, არაჟანი და სხვა.
ასევე ექიმთან შეთანხმებით შეილება დავუმატოთ ვიტამინები ყოველდღიურათ
ბავშვთა უმეტესობას შეიძლება ბინაე ჩაუტარდეთ ან ზოგიერთს ჩირდება ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია. რაც ექიმს დაეხმარება მოახდინოს მონიტორინგი და მჭიდრო კონტაქტი ბავშვთან იმისთვის რომ მოახდინოს ბავშვის კვების რაციონის შეფასება, თუ რა სიხშირით იკვებება ბავშვი.
2 დან 5 წელზე ბავშვებში რეკომინდირებულია 2- 3საათიანი ნტერვალით კვება. ასევე სასურველია მოხდეს გარემოს შერჩევა მაგ: ოჯახის წევრებთან ერთად სადილი ან ბავშვისთვის სახალისოთ გაფორმებული კერძები.
 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close