ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ძუძუთი კვება



ძუძუთი კვება საუკეთესოა ბავშვისთვის, განსაკუთრებით ჩვილებისთვის 6 თვემდე ასაკში.დედის რძე  იცავს ბავშვს ყურის, ფილტვის ან ნაწლავური ინფექციებისგან.
 
როდიდან ვიწყებთ ძუძუთი კვებას? -ძუძუთი კვება ბავშვმა უნდა დაიწყოს დაბადებისთანავე. მნიშვნელოვანია დედის რძე მიეცეს პირველი 5 საათის განმავლობაში. პირველ დღეებში დედას აქვს ხსენი-მოყვითალო,მოთეთრო რძე,რომელიც აუცილებელი საკვებია ყველა ახალშობილისათვის; უმეტეს ქალებში რძე მოდის 2-3 დღეში.
 
ძუძუთი კვების დროს ბავშვის პოზიცია შეიძლება იყოს სხვადასხვა,კვების პროცესი კომფორტული უნდა იყოს როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვის. მნიშვნელოვანია რომ ახალშობილი სწორად იყოს ძუძუზე მოჭიდებული. ბავშვს მაქსიმალურად უნდა ქონდეს პირი ღია, ძუძუს თავი პირველად მის ენას, ქვედა ტუჩსა და ნიკაპს უნდა შეეხოს, შემდეგ კი ქვედა ტუჩი ძუძუს თავიდან რაც შეიძლება დიდ მანძილზე მოეჭიდოს, ამით ძუძუს არეოლას დიდი ნაწილი მოხვდება პირში,რაც გამორიცხავს რძესთან ერთად ჰაერის შესვლას პირის ღრუში.
 
რა სიხშირითა და  რა ხანგრძლივობით უნდა კვებოს დედამ ბავშვი?-დედამ ბავშვი უნდა კვებოს ყოველთვის როცა პატარას შია,შიმშილს კი პატარა გვაგებინებს შემდეგნაირად:
იღვიძებს.
ტუჩების მოძრაობით ეძებს ძუძუს
წოვს თავის ხელს,თითს ან ტუჩებს
 
  როგორ უნდა მივხვდე მაქვს თუ არა ჩემი ბავშვისთვის საკმარისი რძე?-თქვენ შეგიძლიათ მიხვდეთ შემდეგი ნიშნებით:
 
შეამოწმეთ ბავშვის საფენები-ახალშობილს დღეში 4 ან 5,საბოლოოდ დღე-ღამეში 6 სველი საფენი უნდა გამოუცვალოთ
შეამოწმეთ ბავშვის ნაწლავური მოქმედება-ახალშობილს დღე-ღამეში  დეფეკაციის 4-5  ეპიზოდი უნდა ჰქონდეს,ხოლო განავალი ყვითელი შეფერილობის.
თქვენ ექიმს ან ექთანს უნდა ჰქონდეს მონიტორინგი ბავშვის წონის შესახებ.
        შეიძლება თუ არა  ბავშვმა ჭამოს ან დალიოს სხვა რამე დედის რძის გარდა 6 თვემდე ასაკში?- 6 თვემდე ასაკში ბავშვისთვის დედის რძე სრულიად საკმარისია,თუმცა ინდივიდუალურად ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა რამის დამატება გახდეს საჭირო,თუნდაც ვიტამინების. 6 თვის ზემოთ უნდა მიმართოთ ექიმს,რომელიც აგიხსნით თუ რომელი საკვების მიღება უნდა დაიწყოს ბავშვმა, რა რაოდენობით და დროის რა ინტერვალით.
      რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს დედას ძუძუთი კვების დროს?- ქალების გარკვეულ ნაწილს შეიძლება შეექმნას  შემდეგი სახის პრობლემები:
გადიდებული,მძიმე და მტკივნეული მკერდი
მტკივნეული ან დახეთქილი კერტები
ძუძუს და კერტების ინფექცია
დახშული სარძევე მილები
როგორია მკურნალობა ძუძუთი კვების პრობლემების დროს?-ძუძუთი კვების პრობლემების მკურნალობა სხვადასხვაგვარია განსხვავებული პათოლოგიის არსებობისას:
გამოიყენოს ამომტუმბავი ან თავისი ხელი რძის გამოსადვნად
გამოიყენოს ყინულები ან ტკივილგამაყუჩებელი სიმხურვალის და ტკივილის დროს
გამოიყენოს თბილი აბაზანა გამკვრივებული მკერდის დროს
 ექიმს უნდა შეატყობინოთ ძუძუთი კვების პრობლემების შესახებ და შემდეგ ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ტაქტიკას.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს ან ექთანს?-თქვენ ექიმს უნდა დაურეკოთ,თუ:
რძე აღარ მოდის
ტემპერატურა,სიმძიმე და სიწითლე ძუძუს მიდამოში
სისხმლდენი კერტები
ტკივილი ძუძუთი კვების განმავლობაში
ძუძუთი კვების შემთხვევაში ესაჭიროება თუ არა დედას უფრო მეტი კვება ან სითხე?-დიახ.ქალებს ესაჭიროებათ უფრო მაღალკალორიული საკვები და სითხე.დაეკითხეთ თქვენს ექიმს იმ საკვებისა და სითხის შესახებ რომელიც რეკომენდირებულია  ძუძუთი კვების პერიოდში დედისთვის.
 როდის უნდა შეწყვიტოს დედამ ძუძუთი კვება?-ქალები ირჩევენ ძუძუთი კვების შეწყვეტის სხვადასხვა დროს და მიზეზს,მაგრამ ექიმები არ იძლევიან ძუძუთი კვების ერთბაშად შეწყვეტის რეკომედაციას.როდესაც გადაწყვეტთ ძუძუთი კვების შეწყვეტას,თქვენ შეგიძლიათ ჩააგდოთ ერთი კვება ყოველი 2-დან 5 დღის განმავლობაში,ან ძუძუთი კვების ხანგრძლივობა შეამციროთ.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close