ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: გრიპი

რა არის გრიპი?
გრიპი არის ინფექცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი და სხვა სიმპტომები.
 არსებობს გრიპის სხვადასხვა ფორმები, კერძოდ
1.სეზონური გრიპი
2.ღორის გრიპი (2009–2010 წლებში)
3. ფრინველის გრიპი
გრიპის ყველა ფორმის გამომწვევი არის ვირუსი.
რა არის პანდემია?
 პანდემია არის მდგომარეობა  როდესაც ქვეყანაში ინფიცირდება ხალხის გარკვეული რაოდენობა კონკრეტული ვირუსით.  უახლესი პანდემია დაფიქსირდა 2009–2010 წლებში  და მისი გამომწვევი იყო HINI ვირუსი ანუ ღორის გრიპი. წარსულში  გრიპის პანდემიის  გამომწვევი იყო სხვადასხვა ტიპის ვირუსები, ასეთი იყო ფრინველის გრიპი, ეს იყო მძიმე ფორმა გრიპის, რომლის შემთხვევებიც დასრულდა ლეტელურად.
რა არის გრიპის ძირითადი სიმპტომები?
ყველა ფორმის გრიპის საერთო კლინიკური ნიშნებია: ცხელება >37,8 , ხველა, თავის და  კუნთების ტკივილი.  ნაკლებად დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:  ხახის გაღიზიანება და ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი.
არის გრიპი საშიში ინფექცია?
მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, რომელიც საჭიროებს ხაბგრძლივ მკურნალობას. მას შუძლია გამოიწვიოს ფილტვის სერიოზული დაზიანება: პნევმონია. 
შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა გრიპისგან?  
1.ხელების ხშირი დაბანა საპნით და წყლით. 
 2.  მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.
 3. ავიცრათ გრიპის ვირუსზე ყოველ წელს.
როგორ მოვიქცე თუ გავხდი ავად?
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ გრიპის ვირუსი დარჩით სახლში,  დალიეთ უხვად სითხეები , თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და განთავისუფლდეთ ცხელებისა და ტკივილისგან. არ მისცეთ ასპირინი ექიმის გარეშე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან ასპირინს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები – რეის სინდრომის სახით. პაციენტთა უმრავლესობას გრიპი უგრძელდება 1–2 კვირა, მაგრამ ამ პერიოდში აუცილებლად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, რომელიც განსაზღვრის საშიშროების ნიშნებს. ესენია:  სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში,  წონაში კლება, თავბრუსხვევა, უმადობა, გულისრევა, სითხეზე უარის თქმა
წაიყვანეთ თქვენი შვილი ექიმთან იმ შემთხვევაში თუ:
1. დაეწყო სუნთქვის გაძნელება.  
2. კანზე წითელი ან ლურჯი გამონაყარი. 
3. უარს ამბობს სითხესა და საკვებზე
4. არ იღვიძებს და არ შემოდის კონტაქტში. 
5. მოწყენილია და არ ინტერესდება სათამაშოებით. 
6. გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაეწყო ხველა და ცხელება.
7. აქვს ცხელებასთან ერთად გამონაყარი.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ გრიპის გამო კლინიკაში წასვლა, შეატყობინეთ გარშემომყოფთ, ატარეთ ნიღაბი, არ იყოთ ხალხმრავალ ადგილას, სასურველია არ გაავრცელოთ თქვენი ინფექცია.
 იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ გნახათ  ექიმმა,  დარჩით სახლში ავადმყოფობის პერიოდში,  არ წახვიდეთ სამსახურში ან სკოლაში, სანამ თქვენი ტემპერატურა არ იქნება ნორმის ფარგლებში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, არ მიიღოთ არანაირი მედიკამენტი გარდა სიცხის დამწევისა, როგორიცაა აცეტამინოფენი.
შეგვიძლია  ვუმკურნალოთ გრიპს?
დიახ შეგვიძლია.
ავადმყოფები იღებენ მედიკამენტებს (ანტივირუსული) , რომლებიც  საშუალებას აძლევთ თავიდან აიცილონ გრიპის ვირუსით გამოწვეული პრობლემები.  თქვენი ექიმი წყვეტს გჭირდებათ თუ არა ანტივირუსული მედიკამენტი.  ანტიბიოტიკი არ მოქმედებს გრიპის ვირუსზე.
 
 
გრიპის ვირუსმა შეიძლება ბევრი სერიოზული პრობლემა შეუქმნას ორსულ ქალს. თუ ხართ ორსულად მნიშვნელოვანია, რომ გაიკეთოთ გრიპის ვირუსის საწინააგმდეგო ვაქცინა, თქვენ თავიდან აიცილებთ დაავადებას. თუ ხართ ორსულად დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს,  იმიტომ, რომ ორსულებში მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, წარმოიშვას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები,  გამოიწვიოს დედის ან ბავშვის სიკვდილი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულმა დაუყონებლივ აცნობოს ექიმს თავისი მდგომარეობის შესახებ.
 
 
ავალიშვილი თამუნა

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close